თაფლოვანი ხეები და ბუჩქები
წაბლი
30-35მ. სიმაღლის ხემცენარეა. ეკუთვნის წიფლისებრთა ოჯახს. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, როგორც ერთერთი შემადგენელი კომპონენტი. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომებსც ე.წ. „წაბლნარებს“. მისი ყვავილები გამოყოფენ დიდი რაოდენეობით ნექტარსა და ყვავილის მტვერს, რის გამოც პირველხარისხოვან თაფლოვნადაა აღიარებული.
დასავლეთის რაიონობისთვის წაბლი მთავარი ღალიანობის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ყვავილობას იწყებს ძირითადად ივნისში. ყვავილობა გრძელდება 12-14 დღე: 1 ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 დღე-ღამეს შეადგენს. წაბლის ნექტრიდან მიღებული თაფლი მუქი ყავისფერია, დამახასიათებელი მომწარო გემოთი. ხასიათდება მაღალი სამკურნალო თვისებებით. 1 ჰა წაბლის სუფთა ნარგავი იძლევა 100-250კგ-მდე თაფლს.
ცაცხვი
20-30მ სიმაღლის მცენარეა ნელა იზრდება. საქართველოში ცაცხვი ყველგან არის გავრცელებული. ყვავილობას იწყებს ივლისში. ყვავილობს 15-20 დღე. მისი თაფლპროდუქტიულობა 100-350კგია. ვერცხლისფერი ცაცხვის ჯიში შედარებით დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა. მისი თაფლპროდუქტიულობა 350-600კგ-მდეა.
შქერი
3-6 მეტრამდე სიმაღლის მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარე. ყვავილები საკმაოდ დიდი ზომისაა, ძალიან ლამაზი, მოიისფრო-ვარდისფერი, ყვავილობას იწყებს მაისში. ყვავილობა გრძელდება 1 თვე. იძლევა უხვ ღალს 200- 250კგ. თაფლპროდუქტიულია. ის აზრი, რომ შქერი იძლევა მათრობელა თაფლს, მეცნიერულად არ დასტურდება (ზ. მაყაშვილი 1960). ამავე აზრს გამოთქვამენ სხვა ავტორებიც (ა.ბორიდინა, ვ. ნეკრასოვი, პ. რეგელი), მათი მონაცემით, შქერის ყვავილის მტვერი შეიცავს ანდრომედოტოქსინს ყოველი მე-9 წელს.
თეთრი აკაცია
15-20მ. სიმაღლის მცენარე პარკოსანთა ოჯახიდან. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში, პარკებში, ქარსაფარ ზოლებში. ყვავილობს აპრილ-მაისში. მისი ყვავილობის ხანგრძლივობა 10-15 დღეა. თაფლპროდუქტიულობა 250-550კგ-ს უდრის ძლიერი თაფლოვანი მცენარეა.
პავლოვნია-ხებუერა
მიეკუთვნება ქერიფქლისებრთა ოჯახს. პავლოვნიას მეტად ლამაზი ყვავილი აქვს. ფუტკრისთვის შესანიშნავ თაფლოვანს წარმოადგენს. ყვავილობს მაისში ყვავილობის ხანგრძლივობა 25-30 დღეა. მისი თაფლპროდუქტიულობა 230-420 კგ-ია.
ნეკერჩხალი
როგორც ლამაზი მცენარე, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. სიმაღლით 10-25მ-ია. გავრცელებულია ტყის ზოლებში, ყვავილობას იწყებს აპრილ-მაისსში. ყვავილობს 15-20 დღე. მისი თაფლპროდუქტიულობა 50-150 კგ-ია.
ბუჩქები
ტყის ცოცხი
1-2 მეტრი სიმღლის, დაბალი ბუჩქია. მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იზრდება ბუნებრივად მთის ზედა და შუა სარტყელში, კლდოვან ადგილებზე. გარეგნულად ლამაზი მცენარეა. მსხვილი, ყვითელი, იასამნისფერი ყვავილი აქვს. ტყის ცოცხი კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფუტკარი მისი ყვავილებიდან ხანგრძლივად აგროვებს ნექტარსა და ყვავილის მტვერს. ერთი ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-5 დღეა. თვითონ მცენარის ყვავილობა 15-20 დღეა. 1 ჰექტრის ნარგავი იძლევა 110-370კგ. თაფლს. ამ მცენარეს გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა როგორც ზედაპირულად, ასევე სიღრმეში. საუკეთესო თაფლოვანია და მეტად მნიშვნელოვანია ეროზიის საწინააღმდეგოდ.
ფუჭფუჭა
მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. მისი სიმაღლე 1-2 მეტრამდეა. იზრდება მშრალ, ხრიოკ ფერდობებზე. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერ-მოწითალო. ერთი ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 დღეა. ყვავილობს მაისის დასაწყისში 15-16 დღე, თბილ ამინდებში ყვავილობს მეორედაც – სექტემბერში. კარგი თაფლოვანია. 1 ჰექტარზე იძლევა 80-100კგ თაფლს. მისი თაფლი ღია ვარდისფერია. მცენარე გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლითა და ამონაყრით. საუკეთესოა ეროზიული ფართობების გასამაგრებლად.
თეთრეკალა
მრავალწლიანი ბუჩქია 1.5-2 მეტრი სიმაღლის. მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ოჯახს, გვალვაგამძლე მცენარეა. გვალვის შემდეგ გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. წვიმის შემდეგ კი ყვავილობას აგრძელებს და გამოყოფს ნექტარს 6 თვის განმავლობაში. ყვავილები პატარა ზომისაა. 1 ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ოთხი დღეა. ყვავილობს 6 თვის განმავლობაში. ყვავილობის განმავლობაში გამოყოფს 600 კგ თაფლს. საუკეთესო თაფლოვანი და ეროზიის საწინაღმდეგო მცენარეა.
კუნელი შავი
3-5 მეტრის სიმაღლის ბუჩქია, იშვიათი ხემცენარეა, ვარდისებრთა ოჯახიდან, გავრცელებულია ორი ძირითადი სახეობა: წითელი და შავი კუნელი. კუნელი ყვავილობას იწყებს აპრილ-მაისში, ყვავილობს 20 დღე მისი 1 ჰა ნარგავის თაფლპროდუქტიულობა 35-70 კგ-ია
ძეძვი
ძლიერ დატოტვილი ეკლიან ბუჩქია, სიმაღლით 2-3მ. გვხვდება სამხრეთ რაიონებში. იზრდება ველურად, ქვიან ადგილებში ყვავილობს მაის-ივნისში, იძლევა ნექტარს ღია სანექტრეებიდან. მისი ყვავილობის ხანგრძლივობა 15-18 დღეა, თაფლპროდუქტიულობა 80-320კგ-ია.
კოწახური
1.5-2 მეტრი სიმაღლის მცენარეა. ეკუთვნის კოწახურისებრთა ოჯახს. გვხვდება ბუჩქნარებში, ჭალებსა და ქვეტყეში. ყვავილები მოყვითალო-ოქროსფერია და შეკრებილია მტევნებად. ყვავილობს მაისის პირველ დეკადში. ყვავილობა საშუალოდ გრძელდება 12-15 დღეს. კოწახური კარგი თაფლოვანია, უხვად იძლევა ნექტარს და ყვავილის მტვერს. ერთი ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 2-2.5 დღეა, ხოლო 1 ჰექტარი კოწახურის თაფლპროდუქტიულობა – 117 -225 კგ.
„მეფუტკრეობა“