აგროსიახლეები

მევენახე აგროკომპანია „ბარაქასთან” ერთად მიღწეულ შედეგზე მოგვითხრობს

 „25 წელიწადია, რაც ყურძნის წარმოებით ვარ დაკავებული, წლევანდელი მოსავალი მართლაც რომ განსაკუთრებული იყო.“ 

 ზურაბ გაფრინდაშვილი 20 წლიდან მენევახეობით არის დაკავებული. ის  თითქმის 25 წელიწადია, რაც ძმებთან ერთად ამ საქმიანობაშია ჩართული და  როგორც თავად ბატონი ზურაბი ამბობს, წლევანდელმა  მოსავალმა  მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 

   უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში  თანამშრომლობდა საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა აგრო კომპანიებთან, იკვლევდა მათ შეთავაზებებსა და პირობებს, რა დროსაც მან აღმოაჩინა კომპანია ბარაქა. როგორც ფერმერი გვიყვება წლევანდელი მოსავლის აღებისას ის საკმაოდ თამამი იყო არა მხოლოდ ყურძნის რაოდენობით, არამედ ხარისხით.  მისი თქმით “ბარაქამ” მას მისცა ის, რაც სხვა კომპანიებში ვერ დაინახა, განსაკუთრებით კი მოეწონა ფერმერებისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

shidaa

„წლეულს სამივე მიწაზე ასე გადანაწილდა ყურძნის მოსავალი – 17ტონა და 350, 16 ტონა და 700 კგ, 13 ტონა და 500 კგ. თითოზე წინა წელთან შედარებით 5 ტონითაა გაზრდილი. 

სხვა კომპანიებთან ურთიერთობის დროს გამომიყენებია მათი სასუქები, სხვადასხვა პროდუქტები, თუმცა მქონდა კონსულტაციის პრობლემა, რასაც ვერ ვიტყვი ბარაქას გუნდზე. სანამ მოვიფიქრებდით თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, ჩემს ნაკვეთზე 4-ჯერ ჩამოვიდნენ და შეაფასეს არსებული მდგომარეობა. სხვა ფერმერებიც როცა მოდიან, მეუბნებიან, რომ ჩემი მოსავალი ძალიან მოეწონათ. “ 

   ბატონი ზურაბი ასევე გვიყვება იმ რთული გამოწვევების შესახებ, რომელთან გამკლავებაც მოუწია. ესენია: ჭრაქები , ბუნებრივი სტიქიები და ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელი რთული დაავადებები. მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა,  ბატონმა ზურაბმა ბარაქას სწორი და დროული რეაგირებით მიიღო უხვი და ნაყოფიერი მოსავალი.

 „წინა წელი საკმაოდ რთული იყო, მოსავალი დაისეტყვა, ეს მოვლენა ყველა ფერმერისთვის ხელისშემშლელია, თუმცა რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინეთ და მეორე დღიდანვე დავიწყეთ მოსავლის კაპტალნით შეწამვლა. ამ ხერხმაც გაამართლა და ყურძნის მტევანს დაზიანება აღარ ეტყობოდა.  ფერმერებს ვურჩევდი, რომ ენდონ ბარაქას მომსახურებასა და კონსულტაციას, მიყვნენ მათ რჩევებს. ბარაქას გუნდი მუდმივად ცდილობს იყოს კავშირზე და ნებისმიერი პრობლემის თუ კითხვის შემთხვევაში დროული და სასარგებლო რეაგირება მოახდინოს. მათ არ სჭირდებათ შეხსენება, პირიქით, ისინი მუდმივად მზადყოფნაში არიან დამეხმარონ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში გამიწიონ საჭირო კონსულტაცია.“