დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

მეფუტკრეებმა თაფლი არ გაფლანგოთ, დააწესეთ სამართლიანი ფასები, გამოთვალეთ თაფლის თვითღირებულება

დახლზე განთავსებამდე თაფლით სავსე ქილა დიდ ხარჯებს და შრომას მოითხოვს.
მაგრამ რა შეიძლება იყოს საბოლოოდ ერთი კილოგრამი თაფლის თვითღირებულება ?
როგორ თვლიან რეალურად მეფუტკრეები თაფლის ფასს?
მეფუტკრეებმა თაფლი არ უნდა გაფლანგონ, არამედ თაფლის რეალური ფასი დააწესონ.

თაფლის ფასის გამოთვლისას მთავარია თავი არ მოიტყუოთ.

ვინც შეაგროვებს ყველა ხარჯის ქვითარს და დაადგენს შემოსავალ-გასავლის ანგარიშს, დაინახავს, ​​რომ მეფუტკრეობის ხარჯები სწრაფად რამდენიმე ათასიდან ათი ათას ლარამდე იქნება.

სამუშაოც დროც უნდა გათვალო.

ასე რომ, თუ მეფუტკრეს სურს რეალურად გამოთვალოს თაფლის ფასი, მან უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

_ რამდენად მაღალია თაფლის წარმოებისთვის ჩემი ფიქსირებული ხარჯები და რა მიჯდება თაფლის მარკეტინგი?

_ რა ხარჯის გაწევა უწევს აქვს მეფუტკრეს თაფლის წარმოებისთვის?

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის შესყიდვები: ყველა მეფუტკრემ თავიდანვე უნდა იყიდოს ფუტკარი, სკა, და მრავალი სხვა ინვენტარი.

ყველა ინვესტიცია უნდა იყოს გათვლილი, განსაკუთრებით დამწყებთათვის.

ასევე მნიშვნელოვანია რამდენ კილოგრამ თაფლს იღებთ ერთი ოჯახიდან.

მაგალითი:

სკების სისტემა ჩარჩოებით, კორპუსებით და ყველა აქსესუარით, ფუტკრის ოჯახთან ერთად, დაახლოებით 350-დან 500 ლარამდე ღირს.

ხარჯები ყოველთვის ერთი და იგივეა იმის მიუხედავად, ფუტკრის ოჯახიდან 10 თუ 40 კილოგრამ თაფლს იღებთ.

სამუშაო დროც, თუნდაც ვაროას დამუშავებაზე, თითქმის ერთნაირია,

მაგრამ როცა ფუტკრის ოჯახიდან ვიღებთ მეტ თაფლს, თაფლის გამოწურვას და გადამუშავებას მეტი დრო სჭირდება.

– რა ღირს თაფლის წარმოება?

მაგალითად გერმანიაში ვისაც სურს ფუტკრის ყოლა, უნდა გაიაროს სპეციალური ტრენინგები, შესაბამისად მიიღებენ ნებართვას ფორმა 932-ს Kirchhain Bee Institute-დან.

იქვე არის კალკულაცია, როგორ გამოვთვალოთ წარმოების ხარჯები ერთი კილოგრამი თაფლისთვის.

საქართველოში მრავალჯერ ვცადეთ მსგავსი კალკულაცია, მაგრამ ბევრი მეფუტკრე შეგნებულად თავს არიდებს მსგავს გათვლებს.

გაანგარიშება უნდა მოიცავდეს ასევე მცირე ხარჯებს და მინიმალურ აღჭურვილობის ღირებულებასაც.

მოვიყვან მაგალითს.

ითვლება რომ 8 ფუტკრის ოჯახის მოვლა წელიწადში 100 ლარი ჯდება, აქ შედის ახალი ფიჭები, ვაროაზე მკურნალობა და ა.შ.

თუ ჩვენ დამხმარეები გვყავს დღიური ანაზღაურება ასევე თაფლის ფასს ზრდის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

რა გამოდის თაფლის თვითღირებულება თუ ერთი ფუტკრის ოჯახიდან საშუალოდ 10 კგ. თაფლს ვიღებთ?

8 X 100 = 800 ლარი (მოვლის ხარჯი) + 200 ლარი (დამხმარე, 3 დღე).

8 ოჯახიდან მივიღეთ 8 X 10 = 80 კგ. თაფლი.

80 კგ. = 1000 ლარი.

1 კგ=x ლარი.

x = 1000×1/80 = 12,5 ლარი.

ანუ 12,5 ლარი ეს არის 1 კგ. თაფლის თვითღირებულება, როცა ერთი ფუტკრის ოჯახიდან ვიღებთ 10 კგ. თაფლს.

მოდით ახლა გამოვთვალოთ თვითღირებულება როცა ერთი ფუტკრის ოჯახიდან ვღებულობთ 15 კგ თაფლს.

ხარჯი იგივეა 1000 ლარი, მიღებული თაფლის რაოდენობა 8 ოჯახიდან კი 8 X 15 = 120 კგ თაფლი

120 კგ _ 1000 ლარი

1 კგ = x ლარი

X=1000 X 1/ 120 = 8.35 ლარის

ანუ გამოდის რომ როცა ერთი ოჯახიდან ვღებულობთ 15 კგ. თაფლს, თაფლის თვითღირებულება გამოდის 8,35 ლარი.

მოდით ახლა გამოვთვალოთ თაფლის თვითღირებულება, როცა ერთი ფუტკრის ოჯახიდან 20 კგ. თაფლს ვღებულობთ, ცავთვალოთ რომ მეტი დრო გვჭირედება და დამხმარეს კიდევ ერთი დღით მეტს ვამუშავებთ ანუ 250 ლარი და პლიუს 8 სკაზე ხარჯები 800 ლარი, ჯამში 1050 ლარი ხარჯი

ანუ 8 ოჯახზე ხარჯი 1050 ლარი და მიღებული თაფლის რაოდენობა 8 X 20 = 160 კილოგრამი

160 კგ. = 1050 ლარი.

1 კგ. = X ლარი.

X = 1050 X 1 / 160 = 6,60 ლარი.

ანუ როცა ერთი ოჯახიდან ვიღებთ 20 კგ, თაფლს, მისი თვითღირებულება გამოდის 6,60 ლარი.

ახლა იმისდა მიხედვით ვინ რამდენ კგ თაფლს იღებთ ერთი ოჯახიდან მას დაამატეთ.

კომუნალური ხარჯები – X ლარი.

დაამატეთ ქილის და ეტიკეტირების ხარჯები – 3 ლარი (მაქსიმუმ).

ვინმე რეკლამას თუ ეწევით დაამატეთ რეკლამის ხარჯები – X ლარი.

დახლამდე (მომხმარებლამდე) მანქანის საწვავის ხარჯები – X ლარი.

თაფლის მარკეტინგს/გაყიდვებს დრო სჭირდება.

ახლა თაფლი ქილაშია, აქამდე ყველაფერი წარმოების ღირებულება იყო. მაგრამ ახლა თაფლი ჯერ კიდევ უნდა გაიყიდოს – ესეც სამუშაოა და დრო სჭირდება, ასევე შეიძლება იყოს დამატებითი ხარჯები რეკლამისთვის ან სტენდისთვის. პრაქტიკული წესი ასეთია: მარკეტინგისთვის საჭიროა თვითღირებულების ფასის კიდევ 40-დან 60 პროცენტამდე გაზრდა.

ანუ ჩვენს ხარჯებს კიდევ დავუმატოთ 60% თვითღირებულების ხარჯების.

(თუმცა მეეჭვება ამას ვინმე აკეთებდეს, როგორც წესი საქონელი უეტიკეტოდ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე და ა.შ. იყიდება პირდაპირ მეფუტკრეებისგან, ქილაც კი მომხმარებელს მოაქვს უმეტეს შემთხვევაში).

კარგით მივყვეთ.

ერთი ოჯახიდან 10 კგ თაფლის მიღებისას თვითღირებულებაა 12,5 ლარი და მისი 60% იქნება 12,5X60/100 = 7.5 ლარი და ამ დროს თვითღირებულებას +მარკეტინგული ხარჯები გამოდის 12,5+7,5 = 20 ლარი 1 კგ-ზე

მოგების მარჟა თქვენ დაამატეთ.

ერთი ოჯახიდან 15 კგ. თაფლის მიღებისას, თვითღირებულება 8,35 ლარი მისი 60% იქნება 8,35X60/100 = 5.01 ლარი ანუ თვითღირებულებას +მარკეტინგული ხარჯი 8,35+5,01 = 13,36 ლარის 1 კგ-ზე

მოგების მარჟა თქვენ დაამატეთ.

ერთი ოჯახიდან 20 კგ თაფლის მიღებისას, თვითღირებულება 6,60 ლარი მისი 60% იქნება 6,60 X 60/100 = 3.96 ლარი ანუ თვითღირებულებას +მარკეტინგული ხარჯი 6,60+3,96 = 10,56 ლარის 1 კგ-ზე

მოგების მარჟა თქვენ დაამატეთ.

მოკლედ ფასის გაანგარიშებისას ისე, რომ მოგება ნახოთ, უნდა გაითვალისწინოთ:

ჩადებული თანხა – ინვესტიციები;

თაფლის მოსავლიანობა;

სამუშაო დრო;

თაფლის მარკეტინგი;

და შესაბამისად მოითხოვეთ თაფლის სამართლიანი ფასი;

ისინი ვისთვისაც მეფუტკრეობა უბრალოდ ჰობია და დამატებითი შემოსავალი, იმათზე მეტს ნუ გაყვირით ვისთვისაც მეფუტკრეობა მართლაც ოჯახის საარსებო ძირითადი საშუალებაა.

ამიტომ, მეფუტკრეებმა თაფლი არ გაფლანგოთ, დააწესეთ სამართლიანი ფასები!

                    ალეკო პაპავა,