დარგებიმეთევზეობა

კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი

კალიფორნიული ოქროსფერი კალმახი – წარმოშობით კალიფორნიის (აშშ) სიერა-ნევადის ალპური პლატოს ტბების, ნაკადულებისა და მდინარეების ზედა აუზების კალმახის ენდემური ჯიშია. ის ცისარტყელა კალმახის სხვა ფორმებისაგან განსხვავდება მკვეთრი ოქროსფერი შეფერილობით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს პირობების შესაბამისად იცვლება.
არსებობის პირველი წლისთვის მასში ჭარბობს მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი და ლიმონისფერ-ოქროსფერი ტონები. მთელი სხეულის გასწვრივ აქვს მოყავისფრო-ნაცრისფერი, ხოლო ზურგზე შავი პატარა ლაქები. მკაფიო შეფერილობა მჟღავნდება ტოფობის პერიოდში.

ოქროფერი კალმახი 222222222222222222

ოქროსფერი კალმახი იოლად ჯვარდება ბუნებაში. წარმოქმნის კლარკის ორაგულისა და ცისარტყელა კალმახის მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეულ ჰიბრიდს. ის ალპური მდინარეებისა და ტბების ცივი წყლის მოყვარული თევზია, რომელიც ადაპტირებულია წყლის დაბალ ტემპერატურასა და გახსნილი ჟანგბადის მაღალ შემცველობასთან. ბუნებრივი გამოყვანისას, წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-160C-ს. თუმცა, შეუძლია იცოცხლოს 1-20C ტემპერატურის პირობებშიც. ამ სახეობებში, წყალსატევის ჰიდროლოგიური რეჟიმიდან გამომდინარე, ტოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს მარტი-აგვისტოს პერიოდში. ტოფობა იწყება 110C, მაგრამ, ძირითადად, კარგად მიმდინარეობს 130C ტემპერატურაზე.

სქესობრივად მომწიფებული მამრები აქტიურობით ხასიათდებიან როდესაც 10-13 სმ სიგრძეს აღწევენ. 300-700 გრამი მასის მქონე მდედრები დებენ 320-1100 ცალ ქვირითს, რომელთაგან სქესობრივი მომწიფების მდგომარეობამდე შთამომავლობის მხოლოდ 2% აღწევს. ტოფობა ხდება 1:5 შეფარდებით წყლის 150C ტემპერატურაზე (შეიძლება გაგრძელდეს 300C-მდეც).

სქესობრივ მომწიფებას ოქროსფერი კალმახი სიცოცხლის მესამე-მეოთხე წელს აღწევს. მთლიანად სიცოცხლის პერიოდში (6-7 წელი) ტოფობს 3-ჯერ. ბუნებრივ პირობებში ზრდისას შეიძლება მიაღწიოს 5 კილოგრამამდე მასას; ხელოვნურ პირობებში კულტივირებისას კი წლამდე ასაკის კალმახი 50-70 გრამს აღწევს; ერთწლიანები 90-130 გრამს და ორწლიანები 300-700 გრამს.