აგროსიახლეები

სპეციალისტი გირჩევთ, როგორ მოიწიოთ  ლობიოს უხვი მოსავალი

საქართველოში ოდითგანვე ხუთი სახის პარკოსანი კულტურა იყო გავრცელებული, ესენია: ბარდაცერცვიცერცველა, მუხუდო, ოსპი და ძაძა
მეთხუთმეტე საუკუნეში ესპანელმა მოგზაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა  ამერიკა  აღმოაჩინა  და იქ  გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა  უმრავლესობა,  ევროპელთათვის  ხელმისაწვდომი  გახადა. ამ კულტურათა შორის  იყო კარტოფილი, ლობიო და სიმინდი. ეს კულტურებიც მალე  გავრცელდა  ევროპის კონტინენტზე.

საქართველოში ლობიოს კულტურა XVI საუკუნეში ჩამოიტანეს და მალევე დაიკავა წამყვანი ადგილი  პარკოსან კულტურათა შორის, ბოლოს  კი ყველა  მათგანი  ჩაანაცვლადღეს საქართველოში პარკოსან  კულტურათა შორისძირითადად  ლობიოა  კულტივირებული და  სოფელში  იშვიათად ნახავთ ოჯახსსადაც ლობიოს  იმ ათობით ჯიშიდანრომლებიც საქართველოშია გავრცელებულიერთი მაინც არ მოყავდეთ.

ლობიო, ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეა, მათ შორის საქართველოში, მხოლოდ ერთწლიანი  საგაზაფხულო  (ძირითადად ბუჩქის ფორმით სიმაღლე 20-45 სმ.) ლობიოს ჯიშებია გავრცელებული. საკვებად,  მხოლოდ  მოსრულებულ  ხმელ მარცვალს  იყენებენ. ასევე,  გავრცელებულია  მრავალი  სახის  საპარკო   ლობიოს ჯიში, საკვებად ძირითადად მის მწვანე პარკებს იყენებენ.  ლობიოს როგორც მარცვალი, ისე პარკი,დიდად ნოყიერი და ადამიანის ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ლობიოს მარცვალი შეიცავს 25-30% ცილას, 55-65%  ნახშირწყლებს,  4%-ამდე ცხიმს  და 1%-ამდე სხვა დანარჩენ ნივთიერებებს.

ლობიოს ცილა შეიცავს შეუცვლელ ამინმჟავებსის ასევემაღალკალორიული საკვებიაკალორიულობით5-ჯერ აღემატება კომბოსტოსხოლო  3,5-ჯერ კარტოფილსასევემაღალკალორიული საკვებია ლობიოს მწვანე  პარკიის მდიდარია  ვიტამინებითშეიცავს  შაქარს  და სახამებელს.  

ლობიო  დიეტური  პროდუქტია და არაა ადამიანის ორგანორომელზედაც  ლობიო  უარყოფითად მოქმედებდეს.

ლობიო დაბალცხიმიანი საკვებია, ამიტომ  მისი მიღების შემდეგ  წონაში მატება უმნიშვნელოა,  ენერგიას  კი ბევრს იძლევა, რადგან მდიდარია  ცილებით და ნახშირწყლებით.

ლობიო საქართველოში არ გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითერთ ჰაზე 500-800 კგ იღებენევროპაში კი 2,5-ჯერ მეტს  (თუმცა  საქართველოში   ყველა  სასოფლოსამეურნეო კულტურა 3-5-ჯერ  ნაკლები მოჰყავთ ვიდრე  ევროპის ქვეყნებში).

პირადად არ გამიგონია, რომ საქართველოში ფერმერულ მეურნეობაში ვინმე ლობიოს მოყვანით იყოს  დაკავებული და მით ვაჭრობდეს, რადგან დაბალმა  მოსავალმა  შემოსავალიც დაბალი იცის. ყველაფერში დამნაშავე კი მეურნეა  და არა ის, რომ ლობიო დაბალ მოსავლიანი კულტურაა, ანუ მისი მოყვანის დროს  არ იცავენ  აგროწესებს  და შედეგიც სათანადოა. ისე, როგორც სხვა კულტურებს  ლობიოსაც სჭირდება  ნოყიერი ნიადაგი და ორგანული სასუქებით გამდიდრება,  ასევე ყვავილობისა და პარკის ზრდის პერიოდშიწყლით მორწყვა. ჩვენი მეურნე კი ახალ დახნულ მიწაში, დათესავს ლობიოს, ერთ-ორჯერ გათოხნის და  ამის შემდეგ  მოსავლის ასაღებად  იწყებს მზადებას.

  ქართველებმა კარგად ვიცით ლობიოს ყადრი და ჩვენი საკვების რაციონში ლობიოს თავისი ადგილი ყოველთვის ჰქონდაააქვს დღეს  და ექნება ყოველთვისანუ ქვეყანაში ყოველწლიურად  ათასობით ტონა ლობიოს  მოიხმარენ და ყველა ეს  ლობიო საქართველოშიძირითადად შუა აზიიდან შემოდისსადაც  ალბათ აგროღონისძიებებსაც თავის დროზე  ატარებენ და მოსავალიც კარგი მოსდითპირადად 20 წელი  ჩრდილო ყაზახეთში  ვცხოვრობდი  და ჩემს აგარაკზე  საქართველოდან წაღებული თესლით „შულავერას“  ჯიშის  ლობიო მომყავდა.

 ვერ გეტყვით რა დამატებით მინერალებს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს  ყაზახეთის მიწამაგრამ ლობიოს ზღვა მოსავალირომ მოდის  პირადად ვარ ამის მოწმე და შემოქმედიაგარაკზე ლობიოსთვის 100 კვადრატული მეტრი მიწა მქონდა გამოყოფილივთესავდი კვადრატულ  ბუდობრივად, 3-4 მარცვალი ერთ ორმოშიორმოში ჯერ 100-120 გრგადამწვარ ნაკელს ვყრიდიამ ნაკელზე კი ლობიოს მარცვლებს  ვალაგებდი  და ვაყრიდი მიწას

ამოსვლის შემდეგ ყოველ კვირა დღეს,მარცვლის ზრდაში დასრულებამდე ვრწყავდი წყლითმარცვლის ზრდაში დასრულების შემდეგ კი  ვწყვეტდი მორწყვას და 3-4 კვირაში ვიღებდით  მოსავალს

ლობიოს ბუჩქი იზრდებოდა ერთი მეტრამდე სიმაღლისერთი ძირი (ოთხი მარცვალი), ისხამდა 50-70  პარკსპარკში სულ მცირე 4  მარცვალი  იყო შეხვდებოდით  რამდენიმე ისეთ პარკს სადაც  8 ცალი  ზრდასრული  მარცვალი იყოანუ  საშუალოდ  მარცვლიანი პარკები იყო დასხმული (საქართველოში  კი „შულავერას  ჯიშის ლობიოსიშვიათად აქვს 5 მარცვალი).  ამ 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ერთ  წელიწადს 62 კგ მოსავალი მივიღე დანარჩენ  წლებში  კი 70 კგდა მეტიანუ ჰექტარზე გადაანგარიშებით 6 ტონაზე მეტი მოდიოდა

ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ სოფ. კუმისში 8 წლის განმავლობაში  შავნაბადას მონასტრის  მეურნეობას ვხელმძღვანელობდი,  სადაც წლების  განმავლობაში ზუსტად ვიმეორებდი  ყაზახეთში  გამოყენებული  ტექნოლოგიით „შულავერას“ ჯიშის ლობიოს მოყვანას, მაგრამ ჰექტარზე  გადაანგარიშებით  3 ტონაზე მეტი ვერ მოვიყვანე. მიუხედავად ამისა  სამი ტონა მოსავალი,  ევროპული  დონეზე მეტია და საქართველოში ნაჩვენებ  შედეგს 3-4-ჯერ აჭარბებს.

საქართველოში გლეხურ მეურნეობებში ძირითადად „შულავერას“ ჯიშის ლობიოს თესავენრადგან ბარდი არ აქვს და სარზე შეშვება არ სჭირდებაამიტომ მინდალობიოს უხვი მოსავლის მიღების კუმისის  მეურნეობაში  მიღებული ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთიქნებ გამოგადგეთყანაის, როგორც ყველა  სხვა  კულტურისათვის ლობიოს კულტურისთვისაც  შემოდგომაზე  უნდა  დაამუშაოთლობიო  იმ  მცენარეთა რიცხვს  მიეკუთვნება რომლებსაც ძირითადი მკვებავი ფესვები ერთ ადგილზეანუ 3-5 დმ/კუბ მოცულობის ნიადაგში აქვს გადგმული და  საკვები  ძირებში უნდა  მისცეთამიტომ მარცვლების  ნაკელზე დათესვა კარგ  შედეგს იძლევა.

ლობიოს კულტურას  არ უხერხდება კალიუმითა და   ფოსფორით  გამდიდრებარადგან ამ სასუქების შესათვისებელ ფორმაში  გადასვლას რამდენიმე  თვე სჭირდება, „შულავერას“ ჯიშის  ლობიოს ვეგეტაციის პერიოდი კი  საშუალოდ 10 კვირააძალიან კარგ შედეგს  მიიღებთ თუ ლობიოს ამოსვლიდან 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში  აზოტით გამოკვებავთმართალია ლობიო  პარკოსანია და ჰაერიდან  აზოტფიქსაციას  თვითონ ახდენს და ნიადაგს აზოტით თვითონ ამდიდრებს, მაგრამ ამას წამოზრდილი  ძირები აკეთებენ და ახალგაზრდა  ძირების სწრაფი ზრდისათვის აზოტით დახმარება კარგ შედეგს იძლევამითუმეტეს,  აზოტი  სწრაფად  ზრდის მწვანე მასას და დიდმა ბუჩქმა  ყვავილი და პარკიც ბევრი იცის.

ბევრი მეურნე საქართველოში სიმინდს და ლობიოს უმეტესად ერთად  თესავს, რაც არასწორია,  რადგან  „შულავერის“ ჯიშის ლობიო საშუალოდ  10 კვირაში მოდის და სეზონზე ორი  მოსავლის მიღება შეიძლება  (კუმისში ბევრჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა). ლობიო უნდა დაითესოს  კვადრატულ-ბუდობრივად 3-4  მარცვალი ერთ ორმოში.  დაშორება  ბუჩქებს  შორის ყაზახეთში 70 სმ. მქონდა,  რადგან დიდი ბუჩქები  იზრდებოდა, საქართველოში კი 45-50 სმ. დაშორება ჰყოფნის. ამის შემდეგ საჭიროა ლობიოს მორწყვა სეზონზე 3-5-ჯერ. თუ ამდენი  მორწყვის  საშუალება არ არის  მაშინ  ყვავილობის  წინ და მარცვლის ზრდის  პერიოდში მორწყვა აუცილებელია.  რწყვა უნდა შეწყვიტოთ მარცვლის ზრდაში დასრულების შემდეგ, ამას კი ლობიოს მწვანე პარკის ფერის  შეცვლით შეატყობთ.

საქართველოში, ასევე ფართოდ მოიხმარენ პარკის ლობიოს, მას სარის  ლობიოსაც ეძახიან, რადგან  ძირითადი ღეროდან ბარდი ეზრდება და მით სარზე ეხვევა. ბარდის ზრდა იმიტომაა აუცილებელი,  რომ გარდა ძირითად ღეროზე დასხმული პარკებისა, ბარდი ზრდის დროს ყველა  მუხლში 1-2  პარკს  ისხამს.  არის სარის ლობიოს ჯიშები,  რომლებსაც ბარდი გვიან შემოდგომამდე ეზრდება და ისხამს პარკს.

კუმისში მუშაობის დროს თითქმის ყოველწლიურად „ბათუმელა“ ლობიო მომყავდა და მინდა აღმოსავლეთ საქართველოში მისი მოყვანის  თავისებურებებზე  მოგითხროთ ამ ლობიოს ჯიშს ვინ დაარქვაბათუმელა“  არ  ვიციმაგრამ ვიცირომ იმიტომ არ ეძახიან  „ბათუმელას“,  რომ ბათუმელები  თესავენარამედ  იმიტომ ეძახიანრომ  თურმე მის ყვავილს გამოსანასკვად ნესტიანი ჰავა სჭირდებამე რა თქმა  უნდა  ამის შესახებ არაფერი  ვიცოდი და ბრმად გადავწყვიტე მისი  დათესვა  კუმისში.  იმ მიზეზითრომ  ლობიოს თესლი  გვიან ვიშოვე ლობიო  მაისის  ბოლოს დავთესეაგვისტოს  ბოლომდე ლობიოს ძირები  კარგად გაიზარდაყველა ძირმა დაისხა ათობით ბარდი და პარკიოქტომბრის  შუა  რიცხვებში კი პარკში  მარცვალი დასრულდა და ამის ნიშნად პარკმა ფერი შეიცვალამიუხედავად მოსალოდნელი ცუდი ამინდებისაოქტომბრის ბოლომდე დაველოდეშემდეგ კი დავკრიფე პარკი და გასაშრობად გავფინეერთი თვის შემდეგ კი გამოვცეხვე და გამოირკვა,  რომ ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ტონაზე მეტი მოსავალი მიმიღია.

წინა წლის წარმატებით გათამამებულმა მეორე წელსაც დავთესე „ბათუმელა“  ლობიო, იმ განსხვავებით,  რომ ამჯერად ლობიო ჩვეულებრივად  აპრილის თვეში  დავთესე, იმ იმედით, რომ ამით სავეგეტაციო  პერიოდი გაგრძელდებოდა და  ლობიო გახმობას მოასწრებდა. ბევრი, რომ არ გავაგრძელო იმ წელს  ერთი ყვავილიც არ გამოინასკვა. მორწყვის შედეგად და იმ მიზეზით, რომ ძირებმა  პარკი არ დაისხა,  მთელი ენერგია ზრდაზე წავიდა და ბარდი ისე გაიხლართა ერთმანეთში, ტერიტორია ლობიოს მწვანე  მასით გადახურულ შენობას დაემსგავსა.  როცა გავაანალიზე  თუ რა მოხდა, გამოირკვა, რომ დაყვავილებისდა ყვავილის გამონასკვის დრო, ზაფხულის გვალვის პერიოდს დაემთხვა და მშრალმა ჰავამ და სიცხემ  ყვავილს გამონასკვის საშუალება არ მისცა.  წინა წელს კი ყვავილობისა და ყვავილის გამონასკვის  პერიოდი აგვისტოს  ბოლოსა და  სექტემბრის დასაწყისს დაემთხვა, ამ დროს კი გავლილია ზაფხულის  გვალვა, შედარებით სიგრილეა და არც ჰაერია ზედმეტად გამომშრალი. ამის შემდეგ ყოველთვის  პირველი წლის გრაფიკით ვმუშაობდი და „ბათუმელა“ ლობიო,  კუმისის გვალვიან ტერიტორიაზე  ჩვეულებრივად მომყავდა.

ბოლოს ყველას მინდა ასეთი რჩევა მივცეროგორც ლობიოისე სხვა კულტურები  მიღებული  აგროტექნიკური ღონისძიებების  დაცვით უნდა თესოთრადგან ამ წესების დაცვით ნათესი 10 ძირიიმაზე  მეტ მოსავალს მოგცემთრამდენსაც წესების დაცვის გარეშე ნათესი 100  ძირიამ 100 ძირს კი მოვლაც  ბევრი უნდათხელიც და სათესი ფართობიც.

ჟორა გაბრიჭიძე,

 საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი