აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

ქართულ ბაზარზე არსებული პომიდვრის ძირითადი ჯიშები

 ზრდის მიხედვით პომიდვრის კულტურა დეტერმინანტულ (დაბალმზარდი, 70 სმ-მდე) და არადეტერმინანტულ (მაღალმზარდი 70 -500 სმ) ჯიშებად იყოფა.
დეტერმინანტული ჯიშები ძირითადად ღია გრუნტზე მოჰყავთ, ხოლო არადეტერმინანტული _ სათბურში.

ვეგეტაციის პერიოდის მიხედვით, 100 დღემდე საადრეოა, საშუალო _ 105-120 დღემდე და საგვიანო _120 დღეზე მეტი.

ქვემოთ მოცემულია ქართულ ბაზარზე არსებული პომიდვრის რამდენიმე სახეობის მოკლე დახასიათება.

სულთანი – Sultan F1 _  ვეგეტაციის პერიოდი 70 დღე. ნაყოფის ზომა – 160-220 გრამი. ნაყოფის ფორმა – მომრგვალო. ნაყოფის ფერი – წითელი. კარგად ეგუება კონტინენტურ კლიმატს. გამძლეა მზის დამწვრობის მიმართ.

სულთანი

ტორკვეი – Torquay F1 _  ვეგეტაციის პერიოდი – 74 დღე. ნაყოფის ზომა – 70-90 გრამი. ნაყოფის ფორმა – მოგრძო. საადრეო, ქლიავისებრი პომიდორი მტევანზე სასუფრე და გადასამუშავებელი დანიშნულების 4-6 ნაყოფს ისხამს. შენახვის უნარი- 2 კვირა. ტორბეი – Torbei F1 (ნახ. 10). ვეგეტაციის პერიოდი – 75 დღე. ნაყოფის ზომა – 160- 220 გრამი. ნაყოფის ფორმა – მომრგვალო. მაღალმოსავლიანი სასუფრე დანიშნულების ვარდისფერი პომიდორი კარგი გემური თვისებებით. ახასიათებს ძლიერი ბუჩქი. მისი მოყვანა შეიძლება სათბურშიც. შენახვის უნარი – 1 კვირა.

torquay2

ფლეტჩერი – Fletcher F1 _  ვეგეტაციის პერიოდი 70-75 დღე. ნაყოფის ზომა 200 გრამი. ნაყოფის ფორმა – მომრგვალო. ნაყოფის ფერი – მუქი წითელი. გამოირჩევა შენახვისა და ტრანპორტირების მაღალი უნარით. ხასიათდება მაღალპროდუქტიულობითა და ნემატოდებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ მდგრადობით. დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს. ნაყოფი არ სკდება.

tomat-fletcher-f1-5

ტომსკი – Tomsk F1 _  ვეგეტაციის პერიოდი 70-75 დღე. ნაყოფის ზომა – 200 გრამი. ნაყოფის ფორმა – მომრგვალო. ნაყოფის ფერი – წითელი. გამოირჩევა შენახვისა და ტრანსპორტირების მაღალი უნარით. ხასიათდება მაღალპროდუქტიულობით და ნემატოდებისა და ვირუსული დაავადებებისადმი მდგრადობით. დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს. ნაყოფი არ სკდება.

domates-tomsk

ბოსტნეულის (პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო, ბროკოლი)
მოყვანის სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა