წიწაკის მოთხოვნები კლიმატური პირობების და ნიადაგის მიმართ
წიწაკის დარგვის დროის შესარჩევად კლიმატური პირობები ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ტემპერატურა +10-12°C გრადუსამდე ეცემა, მცენარე წყვეტს განვითარებას, ხოლო +6°C გრადუსზე მცენარის ფოთლები და ყვავილები ზიანდება. იგივე ხდება, როცა ტემპერატურა +38°C გრადუსს აჭარბებს.
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოსავლის შემცირებას და ნაყოფის ხარისხის გაუარესებას იწვევს. მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური დღიური ტემპერატურა დღისით +20-25°C, ხოლო ღამით +16-18°C გრადუსია.
ცხრილში მოცემულია მინიმალური, მაქსიმალური და ოპტიმალური ტემპერატურა მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპისათვის. თუ ტემპერატურა +16°Cგრადუსზე დაბლა ჩამოდის, ნაყოფი დეფორმირდება. ღამით 100 პროცენტიიანი ტენიანობისას ხშირად ნაყოფი სკდება.
ტემპერატურის მინიმალური, ოპტიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები წიწაკის კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპისათვის | |||
მცენარის განვითარების საფეხურები |
ტემპერატურა (0C) |
||
მინიმალური | ოპტიმალური | მაქსიმალური | |
აღმოცენება |
13 |
20-25 |
40 |
ვეგეტაციური ზრდა |
15 |
20-25 (დღე)
16-18 (ღამე) |
32 |
ყვავილობა და ნაყოფის ფორმირება |
18 |
16-28 (დღე)
18-20 (ღამე) |
35 |
წიწაკის კულტურის მოთხოვნა ნიადაგის მიმართ წიწაკის კულტურის ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესოა კარგი დრენაჟის და წყალტევადობის 5.8-6.6 არის-რეაქციის მქონე ნიადაგი. წიწაკა საშუალოდ მგრძნობიარეა ნიადაგის მარილიანობის მიმართ – მოსავლის დანაკარგი იწყება, თუ ნიადაგის მარილიანობის მაჩვენებელი 1.5 მმოლ/სმ-ზე მაღალია.
ნიადაგის მარილიანობის გავლენა წიწაკის მოსავლიანობაზე |
||||
წიწაკა |
მოსავლის შემცირება4 პროცენტი | |||
0 | 10 | 25 |
50 |
|
1.5 მმოლ/სმ |
2.2 მმოლ/სმ | 3.3 მმოლ/სმ |
5.1 მმოლ/სმ |
წიწაკის კულტურის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, ძირხვენები, კომბოსტოსებრნი.
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წინამორბედების შემდეგ იმავე ნაკვეთზე წიწაკის მოყვანა, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, რეკომენდებული არ არის.
ბოსტნეულის (პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო, ბროკოლი)
მოყვანის სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა