აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

ქუ ცხელების ინფექციის ზედამხედველობა საქართველოში

ვასილი ბასილაძე,1 თენგიზ ჩალიგავა,1 მარინა დონდუაშვილი PhD,2

1 სურსათის ეროვნული სააგენტო (NFA); თბილისი, საქართველო

2 სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (SLA); თბილისი, საქართველო

 E-mail: Vasili.basiladze@nfa.gov.ge,

Tengiz.chaligava@nfa.gov.ge,

, Marina.donduashvili@sla.gov.ge

ანოტაცია

ქუცხელების ინფექციას დიდი ისტორია აქვს რეგიონში, დათარიღებული პირველ მსოფლიო ომამდე. ქუცხელება არის ზოონოზური დაავადება, რომლის აღმძვრელია Coxiella burnetii – უჯრედშიდა, პლეომორფული, გრამუარყოფითი, ღეროს ფორმის ბაქტერია.  ადამიანები ავადდებიან სასოფლო სამეურნეო ცხოველებთან (ძროხა, თხა და ცხვარი) კონტაქტის და მათი პროდუქტების მიღების გზით. დაავადებაზე ზედამხედველობის მიზნით, განხორციელდა პასიური ზედამხედველობა, რა დროსაც ნიმუშების აღება ხდებოდა პირობითად დაავადებული ცხოველებიდან: ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი. ყველა სამიზნე ცხოველიდან ხდებოდა სისხლის, სისხლის შრატის ნიმუშების აღება, ხოლო მეწველი ცხოველებიდან ხდებოდა ასევე რძისა და ნაცხის ნიმუშების აღება. ნიმუშების ტრანსპორტირება ხორციელდება ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის პრინციპების გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. ფერმერების ინფორმირებულობის გაუმჯობესების, ცნობიერების ამაღლების და შედეგად  შეტყობინებების გაზრდის მიზნით, ერთიანი ჯანდაცვის პრინციპის გათვალისწინებით შემუშავდა სპეციალური ბუკლეტი დაავადების შესახებ რომელიც ვრცელდებოდა მოსახლეობაში ნიმუშების აღების დროს.

ქუცხელებაზე  ჩატარებული კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში სულ ELISA – მეთოდით გამოკვლეული იქნა  2 578 (90,4 %) სისხლის შრატის ნიმუში, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 387 (15%) ნიმუში, საეჭვო აღმოჩნდა 69 (2,7%) ნიმუში, IFAის მეთოდით გამოკვლეული იქნა  1 421  (49,8 %) სისხლის ნიმუში, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 205 (14,4 %) ნიმუში, ხოლო საეჭვო აღმოჩნდა 33 (2,3%) ნიმუში, PCR მეთოდით გამოკვლეული იქნა  421  (14,8 %) რძე/ნაცხის საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 7 (1,7 %) ნიმუში. PCR მეთოდით ნიმუშები (რძე/ ნაცხი) გამოკვლეული იქნა კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან დადებითების 86 % მოდის კახეთის რეგიონზე, ხოლო 14 % ქვემო ქართლის რეგიონზე. შედეგების ანალიზიდან გამომდინარე ირკვევა რომ პასიური ზედამხედველობის ფარგლებში, დაავადების გამოვლინების: 1) საშუალო პრევალენტობა შეადგენს 12.5%-ს, 2) მაქსიმალური პრევალენტობა 66,2 % (კახეთის რეგიონი), 3) მინიმალური პრევალენტობა 0 % (გურიის რეგიონი). სახეობების მიხედვით ELISA კვლევის მეთოდით მაღალი პრევალენტობა დაფიქსირდა წვრილფეხა პირუტყვში, (თხებში 19.6%, ცხვრებში 13,7%-ი), მსხვილფეხა პირუტყვში პრევალენტობა შეადგენს 4 %-ს. IFA კვლევის მეთოდით დაავადების გამოვლინება მაღალი პრევალენტობით დაფიქსირდა თხებში და  შეადგინა 27,7 %. PCR კვლევის მეთოდით დაავადების გამოვლინება მაღალი პრევალენტობით დაფიქსირდა ასევე თხებში, რომელმაც შეადგინა 3,4 %, ცხვარში 0% და მრპ-ში 0,6%. იმისათვის რომ მოხდეს დაავადების ნამდვილი პრევალენტობის განსაზღვრა ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი ჩატარდეს აქტიური ზედამხედველობის კამპანია, რა დროსაც წარმომადგენლობითი ნიმუშების აღება მოხდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური კალკულაციის მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: ქუ-ცხელება, პასიური ზედამხედველობა, აქტიური ზედამხედველობა, პრევალენტობა, ELISA, IFA, PCR.

 ინფორმაცია კვლევის შესახებ:

ქუცხელება არის ზოონოზური დაავადება, რომელიც ძირითადად გვხვდება ფერმის ცხოველებში და ცხოველებთან მომუშავე ადამიანებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოდ რჩება, სიმპტომურ პაციენტებს ყველაზე ხშირად უვითარდებათ ფებრილური დაავადება. თუ სათანადო მკურნალობა არ მოხდა, ის შეიძლება გახდეს ქრონიკული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს მრავალ ორგანოზე, მათ შორის გულზე, ძვლებზე და ფილტვებზე. დაავადების წყაროა დაავადებული ცხოველები (ცხვარი, თხა, გარეული ცხოველები, შინაური ცხოველები (კატები და ძაღლები) და მათი გამონაყოფები.

დაავადების ზედამხედველობის განხორციელების მიზნით,  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელებული სამეცნიერო პროექტის “რიკეტსიისა და კოქსიელას ინფექციების ზედამხედველობა საქართველოსა და აზერბაიჯანში”, მიზანი იყო:

  1. დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში;
  2. დაავადების არსებობის და გავრცელების შესწავლას საქართველოსა და აზერბაიჯანში;
  3. დაავადების ვექტორებისა და რეზერვუარების იდენტიფიცირებას;
  4. რისკის რუკების შექმნას;
  5. Rickettsia და burnetii-ის მოლეკულურ დახასიათებას და ფილოგენეტიკურ ანალიზის.

 მასალები და მეთოდები:

ქუცხელებაზე  ზედამხედველობის მიზნით, განხორციელდა პასიური ზედამხედველობის კამპანია, რა დროსაც ნიმუშების აღება ხდებოდა სასოფლო სამეურნეო ცხოველებიდან (ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი).

ნიმუშების აღება ხდებოდა პირობითად დაავადებული ცხოველებიდან (ვინაიდან იყო ეჭვის საფუძველზე შემოსული შეტყობინება). ცხოველების დაფიქსირება ხდებოდა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. ყველა სამიზნე ცხოველიდან ხდებოდა სისხლის, სისხლის შრატის ნიმუშების აღება ასეპტიკის წესების დაცვით,  რა დროსაც გამოყენებული იყო ერთჯერადი ვაკუტაინერები. მეწველი ცხოველებიდან ხდებოდა რძისა და ნაცხის ნიმუშების აღება. ნიმუშები დანომრილი იყო შემდეგი პრინციპით: პირველი ორი ციფრი ველზე გასვლის კოდით და შემდეგი ორი ციფრი GPS უნიკალური ნომერი.

შედეგები:

ქუცხელებაზე  ჩატარებული კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში სულ გამოკვლეულ იქნა 2 853 ცხოველიდან აღებული ნიმუში (მათ შორის 1290 (45.2%) თხის, 1107 (38.8%) ცხვრის და 456 (16%) მსხვილფეხა პირუტყვის ნიმუში).

  • აღნიშნული ნიმუშებიდან ELISA – მეთოდით გამოკვლეული იქნა 2 578 (90,4 %) სისხლისშრატის ნიმუში, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 387 (15%) ნიმუში, ხოლო საეჭვო აღმოჩნდა 69 (2,7%) ნიმუში. (იხ. ცხრილი #1)
  • აღნიშნული ნიმუშებიდან IFAის მეთოდით გამოკვლეული იქნა 1 421  (49,8 %) სისხლის ნიმუში, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 205 (14,4 %) ნიმუში, ხოლო საეჭვო აღმოჩნდა 33 (2,3%) ნიმუში (მათ შორის 19 (2,6%) თხის, 9 (2 %) ცხვრის და 5 (2,3%) მრპ ნიმუში). (იხ. ცხრილი #1)
  • აღნიშნული ნიმუშებიდან PCR მეთოდით გამოკვლეული იქნა 421  (14,8 %) რძე/ნაცხის, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 7 (1,7 %) ნიმუში.  (იხ. ცხრილი #1)

ცხრილი # 1:შეტანილი და გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა

შეტანილი და გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა
ცხოველის სახეობა შეტანილი ნიმუშები % ELISA IFA PCR
tested % POS % SUS % tested % POS % SUS % tested % POS %
თხა 1290 45.2 1153 89.4 226 19.6 21 1.8 741 57.4 205 27.7 19 2.6 177 13.7 6 3.4
ცხვარი 1107 38.8 1074 97.0 147 13.7 42 3.9 459 41.5 0 0.0 9 2.0 74 6.7 0 0.0
მრპ 456 16.0 351 77.0 14 4.0 6 1.7 221 48.5 0 0.0 5 2.3 170 37.3 1 0.6
 სულ 2853 100 2578 90.4 387 15.0 69 2.7 1421 49.8 205 14.4 33 2.3 421 14.8 7 1.7

დასკვნა:

შედეგების ანალიზიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ რეგიონებში ,სადაც მაღალია ცხოველთა პოპულაციების რაოდენობა, მაღალია დაავადების გავრცელებაც, ასევე მაღალია სხვა რეგიონებში დაავადების გადაცემის რისკი (იხ. დიაგრამა #1).

რეგიონების მიხედვით პასიური ზედამხედველობის ფარგლებში, დაავადების გამოვლინების:

  • საშუალო პრევალენტობა შეადგენს5%-ს.
  • მაქსიმალური პრევალენტობა 66,2 % (კახეთის რეგიონი),
  • მინიმალური პრევალენტობა 0 % (გურიის რეგიონი).

დიაგრამა #1:დადებითი და საეჭვო შემთხევები რეგიონების მიხედვით

დიაგრამა ორი

სახეობების მიხედვით ELISA კვლევის მეთოდით მაღალი პრევალენტობა დაფიქსირდა წვრილფეხა პირუტყვში, რომელიც თხების შემთხვევაში არის 19.6%, ხოლო ცხვრების შემთხვევაში 13,7%-ი. რაც შეეხება მსხვილფეხა პირუტყვს პრევალენტობა შეადგენს 4 %-ს. (იხ. დიაგრამა #2).

დიაგრამა #2:დაავადების პრევალენტობა სახეობების მიხედვით

დიაგრამა ერთი

სახეობების მიხედვით IFA კვლევის მეთოდით დაავადების გამოვლინება მაღალი პრევალენტობთ დაფიქსირდა თხებში და  შეადგინა 27,7 %.

სახეობების მიხედვით PCR კვლევის მეთოდით დაავადების გამოვლინება მაღალი პრევალენტობთ დაფიქსირდა ასევე თხებში, რომელმაც შეადგინა 3,4 %, ცხვარში 0% და მრპ-ში 0,6%.

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაავადება ქვეყანაში ცირკულირებს ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში და სახეობების მიხედვით ძირითადად თხებში.

 Surveillance of Q fever infection in Georgia

Vasili Basiladze, 1 Tengiz Chaligava, 1 Marina Donduashvili, PhD 2

1LEPL National Food Agency (NFA); Tbilisi, Georgia

2LEPL State Laboratory of Agriculture (SLA); Tbilisi, Georgia

 Abstract:

Q-fever infection has a long history in the region, dating back to the First World War. Q-Fever is caused by Coxiella burnetii, an intracellular, pleomorphic, gram-negative, rod-shaped bacterium. Humans become infected through contact with farm animals (cows, goats, and sheep) and ingestion of their products. In order to monitor Q-fever in Georgia, passive surveillance was conducted; Bood and blood serum samples were taken from suspected animals; milk and swab samples were also taken from lactating animals. Samples were transported to State Laboratory of Agriculture in accordance with biosafety and biosecurity principles. To raise farmers’ awareness, informative booklet was prepared and distributed among the population during sampling.

In the framework of the study 2,578 (90.4%) blood and serum samples were tested by the ELISA method, 387 (15%) of them were positive and 69 (2.7%) were suspicious. From 1 421 (49.8%) blood samples, tested by IFA, 205 (14.4%) appeared to be positive and 33 (2.3%) – suspicious.

421 (14.8%) milk/swab samples from Kakheti and Kvemo Kartli regions were examined by PCR, 7 (1.7%) samples were positive. 86% of positives were from Kakheti and 14% from Kvemo Kartli.

Data analysis led to the following conclusions: 1) average prevalence of the disease is 12.5%, 2) maximum prevalence is 66.2% (Kakheti), 3) minimum prevalence is 0% (Guria). Per species, by ELISA method, a high prevalence was observed in small ruminants (19.6% in goats, 13.7% in sheep). The prevalence in cattle is 4%. As per IFA method, high prevalence was observed in goats – 27.7%. By PCR high prevalence was also observed in goats (3.4%), 0% in sheep, and 0.6% in LR. To determine the true prevalence of the disease in the whole country, an active surveillance campaign is essential.