მარცვლულის ნულოვანი დამუშავებით მოყვანამ, ძველ, ტრადიციულ მეთოდს აჯობა
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები სოსო ხუროშვილი ბოლო 30 წელიწადია მარცვლეულს აწარმოებს. მან FAO-ს მხარდაჭერით შეიტყო კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ნულოვანი დამუშავების მეთოდის შესახებ და ბოლო წლებია ამ მეთოდს წარმატებით იყენებს.
_ დავრწმუნდით იმაში, რომ ნულოვანი დამუშავების მეთოდმა ძველ, ტრადიციულ მეთოდს აჯობა, _ ამბობს სოსო და ამატებს, რომ _ ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია, რადგანაც არ ხდება მოხვნა და „დადისკვა“, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
სოსო ხუროშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდის შედეგად მისი ნიადაგი ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების მიმართუფრო უფრო მედეგია.
_ ჩვენთან ქარებია გაბატონებული და ყოველთვის ხდებოდა მიწების ქარისმიერი ეროზია _ განმარტავს სოსო, „ჩვენი მიწა ნელ-ნელა იფიტებოდა“.
FAO-ს მხარდაჭერით, მარცვლეულის ნულოვანი დამუშავების აგრეგატით დათესვის შემდეგ, „ქარისმიერი ეროზია საერთოდ აღარ ხდება, ნიადაგს წყლის შეკავების უნარიც გაუმჯობესებული აქვს და ჯეჯილიც უკეთესად უძლებს გვალვასა და კლიმატის ცვლილებას.
წელს, სოსომ კვლავ აიღო მარცვლეული, რომელიც ნულოვანი დამუშავების მეთოდით FAO-სა და ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით დაითესა.
სოსო მეზობელ ფერმერებს ურჩევს, გამოსცადონ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ეს მეთოდი და თავად დარწმუნდნენ, რომ ის ეკონომიკურად მომგებიანია და აუმჯობესებს ნიადაგის, ამცირებს ეროზიისა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ ზარალს.