აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკები

„ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩინეთში ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა

დრონებს შეაქვს სასუქი ყანაში, ჭკვიანი ციფრული მოწყობილობი აკონტროლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებას, ახდენს დაავადებების, მავნებლების მონიტორინგს, ადგენს და აწვდის მცენარეებს აუცილებელი დოზის პესტიციდების და სარწყავ წყლს, რაც, საბოლოო ჯამში, ფერმერებს შრომითი რესურსის, სარწყავი წყლის და სხვა ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს.  
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua დაწვრილებით აღწერს, როგორ იყენებენ ჩინელი ფერმერები ახალ ტექნოლოგიებს: „პროვინცია ჰეილონჯიანგი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, იგი ზედიზედ მე-13 წელია ლიდერობს მარცვლეულის წარმოებაში ჩინეთში. 2022 წელს პროვინციის ფერმერებმა დაახლოებით 77,63 მილიარდი კილოგრამი მარცვლეული მოიწიეს, რაც ქვეყანაში წარმოებული მთელი მარცვლეულის 11,3 პროცენტს შეადგენს. აქ ნაყოფიერი მიწები ჰორიზონტამდეა გადაჭიმული, თანამედროვე ტექნოლოგია ფერმერებს დროსა და რესურსებს უზოგავს.

 ჭკვიანი სოფლის მეურნეობის პოპულარიზება უწევს Beidahuang Group, ქვეყანაში მარცვლეულის წამყვანი ეროვნული მწარმოებელია. კომპანიის ბრინჯის პლანტაციებში თხევადი სასუქები დიდი ხანია სასოფლო-სამეურნეო დრონებს შეაქვთ.

„მას შემდეგ, რაც პროგრამულად დავამუშავეთ საფრენი აპარატების მარშრუტი, უკვე ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ, თავად განსაზღვრავენ სად, რა მოცულობით შეასხურონ სასუქი, რომ მცენარეებმა ის მთლიანად აითვისოს. მე მხოლოდ სმარტფონში ჩატვირთული სპეციალური პროგრამით ვამოწმებ, მონიტორინგს ვახორციელებ, როგორ სრულდება აგროტექნოლოგიური ოპერაცია. თუ საჭიროა, ჩავერევი და შესაბამის კორექტივებს შევიტან, რაც ძალიან იშვიათად მიწევს.

დრონით ერთი საათით შრომა ფერმერის მინდორში ტრადიციული მექანიზაციით მუშაობის ხუთ ან ექვს საათს უდრის“, _ ამბობს ფერმერი იანგი. ამ ზომის ნაკვეთზე დრონს თხევადი სასუქის შესხურებისთვის საჭირო შრომის დანახარჯების შემცირება 40%-ით შეუძლია, _ ეუბნება Xinhua-ს ბრინჯის მწარმოებელი ფერმერი იან პენი.

სასოფლო-სამეურნეო დრონები არა მხოლოდ ზრდის ეფექტურობას და ამცირებს შრომის ხარჯებს, არამედ იძლევა ნაკლებად პესტიციდების გამოყენების საშუალებას, რაც ამცირებს ნიადაგის დაბინძურებას.

ამ ზაფხულს, Beidahuang Group-მა განახლებული სანავიგაციო სისტემით და ალგორითმული პროგრამული სისტემებით აღჭურვილი ახალი დრონების გამოყენება დაიწყო, რომლის დანერგვამ 10 პროცენტით შეამცირა გამოყენებული პესტიციდების რაოდენობა, ხოლო მუშაობის ეფექტიანობა კი კიდევ 20 პროცენტით გაიზარდა.

კომპანიის ბრინჯის ნათესებში ასევე დაინერგა ახალი თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიები, ჭკვიანი ირიგაცია და წვეთოვანი სარწყავი სისტემები. წინა წლებში ირიგაციას და სადრენაჟო სისტემის, სატუმბი სადგურის მუშაობას ადამიანის ხელი სჭირდებოდა, რაზეც დიდი დრო და შრომა იხარჯებოდა, წყლის მიწოდების კონტროლის სიზუსტე კი ადამიანური შეცდომით იყო შეზღუდული.

ჭკვიანი სარწყავი სისტემის დანერგვის დღიდან, წყლის ტუმბოები და არხის ჩამკეტები სმარტფონებით კონტროლდება, რაც წყლის რესურსების დისტანციური მართვისა და ზუსტი განაწილების საშუალებას იძლევა, რასაც შედეგად, განსაკუთრებით ზაფხულში, წყლის მნიშვნელოვანი დანაზოგი მოაქვს.

მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო მონიტორინგის აღჭურვილობა ასევე გამოიყენება ამინდის, კატასტროფების, ნიადაგის ტენიანობის, მავნებლებისა და ნერგების ზრდის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. შეგროვებული მონაცემები საფუძველია სარწყავი წყლის, პესტიციდების და სასუქების გამოყენების გზამკვლევად.

სასუქების ნიადაგში შეტანა, მაგალითად, სიმინდისთვის, ასევე კონტროლდება ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს სასუქის დოზა ყოველ კონკრეტულ ადგილზე არსებული პირობების მიხედვით. კომპანიის მკვლევრები თანამშრომლობდნენ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და აგროეკოლოგიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის მეცნიერებთან, რათა შექმნან და მინდვრებში დაამონტაჟონ ციფრული სენსორებიან მოწყობილობები რათა სწრაფად მიიღონ ისეთი პარამეტრები, როგორია გარემო პირობები, როგორ ვითარდება მცენარე (ამ შემთხვევაში სიმინდი), როგორია ფოთლის მოცულობა, როგორია ტენის და აზოტის შემცველობა ფოთლის უჯრედებში და სხვა.

„მოპოვებული მონაცემების მიხედვით, მოსავლის თითოეულ ერთეულზე განისაზღვრება სასუქის შეტანის სპეციფიკური დოზები, რამაც შეამცირა სასუქის მოხმარება 15% და გაზარდა მარცვლეულის წარმოება ხუთი და მეტი პროცენტით“, _ ამბობს ფერმერი ლი ჩუანი სააგენტოს Xinhua-ის კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს.

Beidahuang Group-ის მენეჯმენტის თქმით, სოფლის მეურნეობის ულტრათანამედროვე ინოვაციებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით მოდერნიზაცია მყარ საფუძველს უქმნის ეროვნულ სასურსათო უსაფრთხოებას და განსაზღვრავს, გარემოზე ზიანის მიუყენებლად, ფერმერული მეურნეობის ეფექტიანობის დინამიკურ ზრდას.