აგრარული განათლებადარგებივეტერინარია

ლეიშმანიოზი ადამიანებსა და ძაღლებში

ლეიშმანიოზი წარმოადგენს ვარიაბელურ სინდრომს, რომელიც გამოწვეულია პროტოზოული პარაზიტების  Leishmania (Kinetoplastida: Trypanosomatidae) მიერ, რომლებიც გადაეცემიან ძუძუმწოვარ მასპინძლებს მწერების ნაკბენის შედეგად. დაავადების ეტიოლოგიურ აგენტს წარმოადგენს პარაზიტი Leishmania infantum . შინაური ძაღლები დაავადების მთავარ რეზერვუარს წარმოადგენენ. 
 Leishmania -ს სახეობები მიეკუთვნებიან ფლაგელარულ პროტოზოებს (შეუძლიათ მოძრაობა) Trypanosomatidae ოჯახიდან, არსებობს ლეიშმანიას ვარიაციული სახეობები, თუმცა ძაღლის დასნებოვნებაზე პასუხისმგებელია  Leishmania infantum. მწერები(ძირითადად მოსკიტები), რომლის ნაკბენითაც ხდება პარაზიტის გადაცემა ცხოველზე აქტიურები არიან ღამით ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, შესაბამისად, წელიწადის ამ პერიოდში ცხოველი უნდა დავიცვათ მწერებისგან და მათი ნაკბენისაგან.

დაავადების გადაცემა

იმისათვის რომ პარაზიტმა შეასრულოს სრული საციცოცხლო ციკლი, სჭირდება 2 მასპინძელი: მწერი და ძუძუმწოვარი მასპინძელი (მაგ. ძაღლი).მხოლოდ მდედრი კოღოები არიან სისხლისმწოველები.

ლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

Leishmania-ს სახეობებში არსებობს 2 ფორმა:ამასტიგოტები და პრომასტიგოტები. პრომასტიგოტები არიან ფლაგელარული ფორმები (მოძრაობა შეუძლიათ).როდესაც ძაღლის მაკროფაგები მოახდენენ პარაზიტის ფაგოციტირებას, ისინი შეიძლება დარჩნენ ცოცხლები მათ შიგნით, ამასტიგოტების შიგნით მოახდინონ ტრანსოფრმაცია და გადაიქცნენ არაფლაგელარულ ფორმებად. მწერის ინტერსტინალური მაკროფაგები დიდდებიან და პრომასტიგოტები გამოთავისუფლდებიან. ძაღლების დაინფიცირება ხდება, როდესაც პარაზიტის მატარებელი მწერი უკბენს ცხოველს და ცხოველის ორგანიზმშიც მეორდება იგივე ციკლი, რაც მწერის ორგანიზმში.

T ლიმფოციტები და ციტოკინები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პარაზიტების განადგურებაში და აყალიბებენ დამცველობით იმუნურ სტატუსს.

 ძაღლი ამ პარაზიტის პრინციპულ მასპინძელს წარმოადგენს, მაშინ როდესაც სხვა ცხოველებმა შესაძლოა უბრალოდ რეზერვუარების როლი შეასრულონ.

ლეიშმანიოზის კლინიკური განსაზღვრება

ძაღლის ლეიშმანიოზი წარმოადგენს ქრონიკულ სისტემურ დაავადებას და კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს არასპეციფიკური. ფართო ვარიაციები არსებობს კლინიკური ნიშნებისა, რომელიც დამოკიდებულია იმუნურ პასუხზე, თუმცა პათოგენური მექანიზმი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება.

ძაღლების ლეიშმანიოზი წარმოადგენს ქრონიკულ ვისცერალურ-კანის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია L. infantum ის მიერ, რომლის რეზერვუარულ წყაროს წარმოადგენს ძაღლი. ისეთი ძაღლები, რომლებიც რეზისტენტულები არიან დაავადების მიმართ და დაავადება მიმდინარეობს ასიმპტომურად, შეიძლება იყვენენ პოპულაციის 50% ზე ნაკლები.

ტიპიური ნიშნები, რაც შეიძლება მივიჩნიოთ საეჭვოდ, არის-ლიმფური კვანძების გადიდება, წონის კარგვა, ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, წყლულებისა და თვალის ლორწოვანის ცვლილება.

დაზიანებები წარმოადგენს ანთების შედეგს, რომელსაც ორგანიზმი ავლენს პარაზიტის წინააღმდეგ. ანთებითი რეაქციები შეიძლება ჩამოყალიბდეს კანზე, ვისცერალურ ორგანოებში, როგორებიცაა: ღვიძლი, თირკმელები, თვალები, ძვლები და ლორწოვანი გარსები. ყველაზე ხშირად ხდება კანის დაზიანება და დამახასიათებელია: ექსფოლიატური დერმატიტები ალოპეციით ან ალოპეციის გარეშე, ეროზიულ-წყლულოვანი დერმატიტები, ნოდურალური, პაპულარული ან პუსტულარული დერმატიტები. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება ვლინდება თირკმელების, თვალის და სისხლძარღვების დაზიანებით. თვალის პრობლემები შეიძლება მოიცავდეს: ბლეფარიტს, კერატოკონიუნქტივიტს. ზოგიერთ შემთხვევაში ეპისტაქსისის, სისხლძარღვოვანი ან ნერვული პრობლემები ერთიანდება. როგორც წესი, კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს ვარიაციული და არასპეციფიკური.  ყველაზე მეტ შემთხვევაში, დამახასიათებელია ლიმფადენომეგალია, აპათია, კუნთების ატროფია.შესაძლებელია მოხდეს თირკმელების გათიშვა. ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი (რამდენიმე თვიდან, წლამდე)

ლეიშმანიოზი ადამიანებში

გარდა ძაღლებისა, ლეიშმანიოზით ხშირად ავადდებიან ადამიანებიც.

დამიანის ლეიშმანიოზის კლინიკური გამოვლინებების ვარიაციული ფორმები აღწერილია და დაყოფილია 3 მთავარ კლინიკურ გამოვლინებაში:
1. ვისცერალური ლეიშმანიოზი;
2. კანის ლეიშმანიოზი;
3. ლორწოვანი გარსებისა და კანის ლეიშმანიოზი(ერთდროულად).

ლიშმანიოზის კლინიკური ნიშნების ვიზუალიზაცია და განვითარება დმოკიდებულია პარაზიტსა და მასპინძლზე, რომელიც გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს.  ინფექციის შედეგი დამოკიდებულია მასპინძლის მაკროფაგების უნარზე, რამდენად ეფექტურად გაანადგურებს პარაზიტებს.

დიაგნოზის დასმა ადამიანებსა და ძაღლებში

შესაძლებელია მოხდეს leishmania-ს პირდაპირი აღმოჩენა, რომლისათვისაც შეგვიძლია ავიღოთ ციტოლოგიური ნაცხი ლიმფური კვანძების ასპირატიდან, კონიუნქტივას ნაცხი ან ჰისტოპათოლოგიური ქსოვილის ნიმუში. სწრაფი ლაბორატორიული პასუხისათვის, სეროლოგიური კვლევა არის ყველაზე კარგი არჩევანი (ELISA), რომლის შედეგადაც ხდება ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა სისხლის შრატში.

თამარ ბაისონაშვილი,

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი