აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

ინდაურის მოზარდეულის გამოზრდა საკარმიდამო მეურნეობებში

ინდაური – ყველაზე მსხვილი სასოფლო სამეურნეო ფრინველია.  იგი  ხასიათდება  სწრაფი  ზრდითხორცის მაღალი კვებითი და საგემოვნო თვისებებით. მოთხოვნილების შესაბამისად არჩევენ სამი ტიპის ინდაურს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტიპებს. მათ შორის განსხვავება არის ცოცხალი მასასა და ზრდის დინამიკაში.  

ამ ფრინველს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი მოსახლეობისთვის, რადგანაც ტრადიციული ეროვნული კერძისაცივი ყველაზე კარგად სწორედ მისგან მზადდება. ფერმერირომელიც დაინტერესდება ინდაურის მოშენებით, პირველ რიგშიუნდა  გაითვალისწინოს ბაზრის მოთხოვნაზაფხულის თვეებში ინდაურის ხორცი ძნელად იყიდება, საახალწლოდ კიპირიქითმასზე დიდი   მოთხოვნილებაა, რაც ფერმერმა უნდა გათვალოს.

თავდაპირველად მან ადრე შემოდგომით სადედე გუნდი უნდა დააკომპლექტოს  გაზაფხულზე  გამოჩეკილი მოზარდეულით, რომ ადრე  გაზაფხულზე  მიიღოს საინკუბაციო კვერცხი.  გაზაფხულზე ინდაურის ჭუკები ადვილად იზრდებიან,  რადგან ამ დროს მათი   ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე სასურველი ბუნებრივი  პირობებია. მოდის მწვანე ბალახი,   იღვიძებს უამრავი მწერი, ნიადაგი სავსეა ჭიებით, ჭუპრით, ლოკოკინებით, ამასთან ინდაური საკვებად წარმატებით იყენებს კარტოფილის  მავნებლებს (კოლორადოს ხოჭო). ამგვარად, ბუნებრივი გზით მოზარდეული იღებს ცხოველურ ცილებს, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის. სადედე გუნდს მეორედ აკომპლექტებენ გაზაფხულზე – შემოდგომით გამოჩეკილი მოზარდეულით. შემოდგომითაც ადვილდება ჭუკების გამოზრდა, თუ გამოვიყენებთ  მოსავლის აღების შემდეგ ნათესს.  ნაწვერალზე ინდაური კენკავს ნიადაგში ჩანეულ მარცვალს, რაც საკვების დიდ ეკონომიას  გვაძლევს. 45-60 დღის ასაკიდან, საძოვარზე გაყვანისას, მოზარდეულს დღე-ღამეში  მხოლოდ  ერთხელ – ღამით აძლევენ საკვებს.  ინდაური კვერცხის დებას  იწყებს 6 თვის ასაკიდან. თუ მარტის თვეში გამოვაჩეკინებთ ჭუკებს, მოზარდეული კვერცხდებას დაიწყებს სექტემბრის თვეში, რაც გაგრძელდება 3-4  თვეს;   ზამთარში კვერცხდება წყდება და გაზაფხულზე ისევ გრძელდება – თებერვლიდან ივნისის  დასაწყისამდე, ე. ი. 5 თვე. შემდეგ  კვერცხმდებლობა მცირდება და ფრინველის შენახვა  არარენტაბელურია.

შემოდგომაზე გამოჩეკილი ჭუკები პირველ კვერცხდებას იწყებენ მარტის თვეში და  აგრძელებენ ივნისის თვემდე, ზაფხულში მაღალი  ტემპერატურის გამო კვერცხდება წყდება; განახლდება სექტემბრის თვეში და გრძელდება დაზამთრებამდე. ამ პერიოდში შეგვიძლია  მეორედ მივიღოთ ჭუკები სადედე გუნდის დასაკომპლექტებლად, ხოლო ძველი სადედე გუნდი სახორცედ გამოვიყენოთ, რაც ზუსტად დაემთხვევა საახალწლო დღეებს.

სადედე გუნდის შენახვა ყველაზე უკეთესია სეირანზე (შემოღობილი ეზო).  საფრინველეს  აგებენ, ზომით 12მX54მ, რომელშიც ეტევა 330  ფრთა  ზრდასრული ინდაური. შენობას მავთულბადით ყოფენ სექციებად, ყოველ სექციას გამოსასვლელი აქვს პატარა საძრომელას  სახით სეირანზე,  რომელიც ასევე დაყოფილია მავთულბადით. მთელი დღე ინდაური ეზოშია, მხოლოდ ცივ ამინდში იმყოფება შენობაში. საფრინველეში უგია საფენი ნახერხის სახით. 1მ2-ზე  დასმის სიმჭიდროვე 2 ფრთაა. საფენი წელიწადში ერთხელ იცვლება, როცა შენობას  გავათავისუფლებთ.  წელიწადში ერთ ფრთაზე იხარჯება 30 კგ. საფენი.

ზრდასრული ინდაურის შენახვა მომგებიანია იაფი მასალისაგან დამზადებულ ხის  ფარდულებში, რომელთაც აგებენ თბილ კლიმატურ ზონებში.  ასეთი შენახვა წარმატებით  გამოიყენება აშშ-ს თბილ შტატებში.  ინდაურები მთელი დღე იმყოფებიან ეზოში, სადაც მოწყობილია საკვებური, საწყურვებელი,  ღამით ისინი შეჰყავთ ფარდულებში, რომლებსაც ირგვლივ მავთულბადე არტყია.

ოთხი თვის ასაკიდან აუცილებელია დედლებისა და მამლების ცალ-ცალკე შენახვა.  ღრმა საფენზე შენახვისას მამლებს ათავსებენ სექციაში – 1მ2-ზე ერთ ფრთას. თითო სექციაში ჰყავთ 15-20 მამალი. სადედე გუნდის დაკომპლექტებისას ერთ მამალზე  უშვებენ 10 დედალს.  ზედმეტ მამლებს სახორცედ იყენებენ.

ამჟამად სახორცე ინდაურების შენახვის უფრო გავრცელებული მეთოდია _ ღრმა საფენზეან მავთულბადიან იატაკზე შენახვა. საფრინველეს ყოფენ სექციებად, თითოეულ სექციაში – 250 ფრთა. მავთულბადიან ტიხარს აკეთებენ ჭერამდე. საფენს ყრიან მშრალ და მყარ  იატაკზე 15 სმ-ის  სიმაღლეზე. საფენის ხარჯი ერთ ფრთაში 16 კვირის ასაკამდე 4,6 კგ-ია, 23 კვირამდე – 5,7 კგ. სასაკლაოზე ინდაურის ჩაბარების შემდეგ საფენს  მთლიანად ცვლიან.  დასმის სიმჭიდროვე 1მ2 იატაკის ფართობზე 16 კვირის ასაკამდე მამლებისათვის 4,7 ფრთაა, ხოლო დედლებისათვის,  რომლებსაც ზრდიან 23 კვირამდე – 2,8 ფრთა.  საკვების ფრონტი:  ბუნკერული საკვებურიდან – 4 სმ, ნებაზე კვებისას  გაშლილი საკვებურიდან – 5 სმ,  დაწყურვების ფრონტი – 2 სმ.

განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ახალგამოჩეკილი ჭუკების გამოზრდა, რადგანაც  ქათმებისგან განსხვავებით, ისინი მეტ სითბოს  მოითხოვენ.   ეს განპირობებულია იმით, რომ  მათი სხეული უფრო დიდია, არა აქვთ ჩამოყალიბებული თერმორეგულაციის მექანიზმი,  განუვითარებელია ბუმბულის საფარველი, შეუწოველია ყვითრი. აქედან გამომდინარე,  გამოჩეკიდან პირველ დღეებში მოზარდის  სიკვდილიანობაც  ხშირია. ამ პერიოდში შენობაში  უნდა იყოს ტემპერატურა +30-32°C. ვინაიდან თეთრბუმბულიანი ინდაური ნაკლებ  თბურ  სხივებს შთანთქავს, მათთვის ტემპერატურა 1-2°C-ით მეტი უნდა იყოს. მე-7-10 დღიდან,  როცა ყვითრის შეწოვა მთავრდება, სხეულის  ტემპერატურა იზრდება +39-დან 41,6 0C-მდე. მე-12  დღისათვის მათ უკვე აქვთ უნარი, შეინარჩუნონ თავიანთი სხეულის ტემპერატურა  გარემოსაგან დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ჭუკები ტენიანობისადმი. დაბალი  ტენიანობა იწვევს სითბოს გაცემას სხეულიდან წყლის აორთქლების გამო, ამიტომაც ზაფხულის თვეებში ორი კვირის ასაკიდან ჭუკების სეირანზე გაშვება კარგ შედეგს  იძლევა.  სასურველია,  სეირანზე იყოს ხეები, განსაკუთრებით სასარგებლოა თუთის ხეები, რადგანაც ინდაური  საკვებად იყენებს თუთას, რაც საუკეთესო  მცენარეული ცილის წყაროა. თუ სეირანზე ხეები არ  არის დარგული, მაშინ საჭიროა მოეწყოს ხელოვნური საჩრდილობლები. სეირანზე გამოყვანამდეჭუკები 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოვზარდოთ ღრმა საფენზე. საფენად ნახერხის  გამოყენებისას ჭუკები იწყებენ ნახერხის     კენკვას, რაც ავსებს ჩიჩახვის მოცულობას, ამიტომ  პირველ  დღეებში ნახერხს სქელი ქაღალდი უნდა დავაფაროთ.

ბანაკური შენახვისას მოზარდეულის გადაყვანა საზაფხულო ფარდულებში შესაძლებელია 20 დღის ასაკიდან. პირველ დღეებში  ღამით ინდაურებს ათავსებენ ხის ყუთებში, რადგანაც ჭუკები მეტად მგრძნობიარე არიან სიცივისადმი, რის გამოც ღამით ერთმანეთს ეკვრიან და ხშირად იგუდებიან.

უნდა აღინიშნოს, ინდაურის კვების ერთ-ერთი თავისებურება, კერძოდ,  სეირანული  შენახვისას,  ინდაური იღებს დღეში 400 -ზე მეტ მწვანე მასას.  ინტენსიური შენახვისას  ინდაურს უნდა მიეცეს ბალახის ფქვილი 40-50  ერთ ფრთაზე დღეში.

ზრდასრული ინდაურებისთვის გათვალისწინებული კომბინირებული საკვების  შემადგენლობაში შედის იგივე საკვები ნივთიერებები, რაც სხვა ფრინველთა კომბინირებულ  საკვებში, თუმცა ინდაურის ინტენსიური ზრდისა და შენარჩუნებისათვის საჭიროა მეტი ცილოვან-ვიტამინოვანი  საკვები, ანუ მეტი პროტეინი.

ინდაურის კვება განსხვავებულია ქათმისაგან, რადგანაც ინდაურის ჭუკი მოითხოვს მეტ  ცილოვან საკვებს. პირველ ორ დღეს მათ აძლევენ წვრილად  დაღერღილ მარცვალს, რომელსაც  ურევენ მაგრად მოხარშულ გახეხილ კვერცხს.

მარცვლის ღერღილი უნდა იყოს კვერცხის მასის 1/4. პირველ დღეებში საკვებს უყრიან 8-9-ჯერ  დღე-ღამეში, ერთი თვისას – 6-ჯერ, 2 თვისას – დღეში  4-ჯერ. საკვები უნდა  მიეწოდოს  თანაბარი შუალედით. ინდაური კარგად ითვისებს მწვანე მასას.

თვის ასაკში ისინი 50ხოლო 6 თვისანი 150 მწვანე მასას ჭამენ დღეშიინდაურებს  ვიტამინების ნაცვლად ბუნებრივ პირობებში  აძლევენ  ჭინჭარსკომბოსტოსსტაფილოს ჭარხალსგანსაკუთრებით ეტანებიან ხახვსრომელიც საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა კუჭნაწლავის დაავადების წინააღმდეგსიცოცხლის პირველ დღეებში,  განსაკუთრებით  საღამოობითხახვის მიცემა არარეკომენდებულიარადგანაც  ღამით  იგი წყურვილს აძლიერებს. ინდაურის ხორცის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს საკვები: მნიშვნელოვანია ყვითელი სიმინდი, სამყურას ფქვილი, სოია, რაც ნაკლავს აძლევს ყვითელ ფერს,  ნაზ და რბილ კონსისტენციას.  კარგი ნაკლავი მიიღება, თუ დაკვლამდე ორი კვირით ადრე ინდაურს მივცემთ ქერის, შვრიის,  ხორბლის და სიმინდის ნარევის ღერღილს. თუ ამ ნარევს შევასქელებთ, იგი მეორე დღეს  გაფუვდება და ფრინველი უფრო მიეტანება.

6 კვირის ასაკიდან ინდაურს შეიძლება მარცვალი დაუღერღავადაც მივცეთ. შესველებულ საკვებს ინდაური უკეთ შეექცევა, ვიდრე მშრალს,  მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია საკვების  შესველება უშუალოდ ჭამის წინ, რადგან სველი საკვები მალე ობდება და საკვებად უვარგისი  ხდება. ინდაური დღეში იღებს საშუალოდ 250-270  საკვებს. ინდაურს  აუცილებელია  მიეცეს ქვიშა, რომლის ნაწილაკის ზომა იქნება 0,8 სმ.  პირველ კვირას ყოველ 100 ჭუკზე აძლევენ 400-500  ქვიშას, 2-8 კვირამდე – 900 -ს, 8-13 კვირიდან – 1,5 კგ-ს. სეირანული  შენახვისას  ფრინველი თვითონ მოიპოვებს ეზოში გაბნეულ სილას, ქვიშას და სხვა.

ინდაურს ძალზედ ძლიერად აქვს შენარჩუნებული მოკრუხების ინსტინქტი და მისი ერთერთი  ბიოლოგიური თავისებურებაა ხშირი კრუხობა გაზაფხულზეროცა კვერცხდებას იწყებსრამდენიმე კვერცხის დადებისთანავე კრუხდება.

ყველაზე უკეთესი დრო კრუხად ჯდომისა არის მარტიაპრილი და მაისიბუნებრივად  შესაძლებელიაერთმა ინდაურმა გამოჩეკოს 20 ფრთა ჭუკიკვერცხის ინკუბაციის  ხანგრძლივობა 27-28 დღეა.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ქვეყანაში ინდაურის გამოზრდის საკმაოდ დიდი ტრადიციები გააჩნიათ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ინდაურის ხორცი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით და გამორჩეული ქიმიური შემადგენლობით, მისი გამოზრდა საკარმიდამო და ფერმერული ტიპის მეურნეობებშიც საკმაოდ რენტაბელურია.

კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,

რუსუდან ბარკალაია – სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,

თენგიზ ფირცხალაიშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის  საეცნიერო-კვლევითი ცენტრი