აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

რამდენ ხანს შეიძლება გაყინული საკვების შენახვა?

ყველა პროდუქტს აქვს ვარგისიანობის ვადა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ „გაყინული“ საკვები ადვილად ინახება თვეების განმავლობაში, მაგრამ გაგვჩენია კითხვა _ შეიძლება თუ არა გაყინული საკვები პროდუქტების წლების განმავლობაში ხალასად შენახვა?
როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლების კონტროლის სამსახურის მონაცემებიდან ვიგებთ, გაყინული საკვების   -18°C ტემპერატურაზე შენახვა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება,  თუმცა, აქ არის რამდენიმე „მაგრამ“.

პირველ რიგში, საკვები უნდა ინახებოდეს „სწორად“, რაც ნიშნავს იმას, რომ საყინულეში შენახვის ტექნოლოგიური პირობები იდეალური უნდა იყოს დაცული, ანუ ტემპერატურა უნდა იყოს მუდმივი, არ დაირღვეს ტემპერატურული რეჟიმი, ელექტროენერგიის მიწოდება და შესანახი კონტეინერის ჰერმეტულობა.

მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ როგორ არის შეფუთული პროდუქტი და რამდენად სწრაფად გაიყინა.

მაგალითად, საკვები, რომელიც ცუდად არის შეფუთული, უფრო გაფუჭდება, ვიდრე ის  საკვები, რომელიც ჰაერგაუმტარ კონტეინერებშია შეფუთული.

ასევე მნიშვნელოვანია საკვები ასევე ძალიან სწრაფად გაიყინოს! დღეს, ქარხნები ხშირად იყენებენ „შოკური გაყინვის” მეთოდს, როდესაც საკვები უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე რამდენიმე წუთში იყინება. ეს ხელს უწყობს პროდუქტის ტექსტურის მთლიანობის შენარჩუნებას და ის უკეთესად ინახება, ვიდრე დროის ხანგრძლივი მონაკვეთში შედარებით მაღალ ტემპერატურაზე გაყინული პროდუქტი.

იმის მიუხედავად, რომ გაყინვა ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის, მას არ შეუძლია დაიცვას პროდუქტი დაჟანგვისგან. ხშირად ჰაერის გაყინულ საკვებთან შეხებისას ხდება ე.წ.  „ყინვაგამძლე დამწვრობა“. ეს ჩვეულებრივ ემართება იმ საკვებს, რომელიც  ჰერმეტულ ჭურჭელში არ არის დაფასოებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება პროდუქტის გამოშრობა, კარგავს ტექსტურას  და  და უცნაური გემო აქვს.

ზოგადად, ექსპერტები თვლიან, რომ იდეალური გაყინვის პირობებში საყინულეში პროდუქტის შენახვა ძალიან დიდი ხნის,  წლების განმავლობაში შეიძლება. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ, რაც უფრო დიდხანს არის გაყინული პროდუქტი, მით უფრო ნაკლებად ჰგავს ის ახალდაკრეფილ ხილს, ახალ ხორც ან სხვა პროდუქტს, რასაც ინახავთ საყინულეში, ის კარგავს გემოს და ტექსტურას.

ხილის სწორად გაყინვის წესი

♦ გასაყინად უნდა შეარჩიოთ, მწიფე, მაგრამ არა – გადამწიფებული, დაუზიანებელი ხილი, ბოსტნეული და კენკრა;

♦ უმჯობესია, პროდუქტი მცირე ულუფებად გაყინოთ: რამდენი კენკრა გჭირდებათ ერთი საუზმისთვის ან ერთი ტორტის გამოსაცხობად? სავარაუდოდ, არც ისე ბევრი. სწორედ ამის მიხედვით იხელმძღვანელეთ.

♦ გაყინვის წინ ნებისმიერი პროდუქტი ყურადღებით უნდა გადაარჩიოთ, მოაცილოთ დაზიანებული ნაყოფი, თუშფალანგზე დააწყოთ და კარგად გარეცხოთ გამდინარე წყალში;

♦ მარწყვს ყუნწები მხოლოდ მას შემდეგ მოაცალეთ, რაც გამდინარე წყალში გარეცხავთ. თუ ყუნწისებს გარეცხვის წინ მოწყვეტთ, წყალი ნაყოფის მთლიანობაზე და არომატზე იმოქმედებს;

♦ მოცვი, ქაცვი, ჟოლო და მოცხარიც გასარეცხად თუშფალანგზე უნდა მოათავსოთ, მაგრამ გამდინარე წყლით ნუ გარეცხავთ – ამან შეიძლება ნაზი კენკრა დააზიანოს. ამის ნაცვლად, ჩაუშვით თუშფალანგი ცივ წყალში და ფრთხილად ამოურიეთ.

♦ გარეცხილი ხილი კარგად უნდა გააშროთ: ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ, ზედ კენკრა და ხილი ერთ ფენად დაალაგეთ, ზემოდანაც ქაღალდის ხელსახოცები დააფარეთ და ასე დატოვეთ. სანამ ბუნებრივად გაშრება. რაც უფრო „მშრალად“ გაყინავთ პროდუქტს, მით უფრო ხარისხიან შედეგს მიიღებთ.

♦ უმჯობესია, თუ გასაყინ პროდუქტს ერთ ფენად დააწყობთ ლანგარზე და ასე გაყინავთ. უკვე გაყინული პროდუქტი ერთად მოათავსეთ კონტეინერში. ასე ნაყოფი ერთმანეთს არ მიეკრობა და გადნობისას გაცილებით ბუნებრივი იერი ექნება.

♦ გასაყინი კენკრა სპეციალურ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ, რომელზეც მითითებული იქნება, რომ გასაყინად ვარგისია. ამ მიზნით შეგიძლიათ სპეციალური შესაკრავის მქონე, პოლიეთილენის პარკებიც გამოიყენოთ. შეკარით პაკეტი ჰერმეტულად ისე, რომ კენკრამ უცხო სუნი არ შეიწოვოს.

♦ გაყინული პროდუქტები მაცივარში უნდა ინახებოდეს -18 გრ. ტემპერატურაზე. თუ ტემპერატურა მინუს 12-17 გრადუსია, 4 თვეზე მეტხანს ნუ შეინახავთ.

ყველაზე მეტი, რაც პროდუქტი  შეუძლია საყინულეში გავაჩეროთ, ერთი წელიწადია.

აქვე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ პროდუქციის უსაფრთხო შენახვის ცხრილს.

ხორცეული

თვე

ხვრის, ძროხის

9

ღორის

4-6

სტეიკი

6-12

ფარში ძროხის

4-6

როსტბიფი

12

ქათამი და ინდაური მთლანად

12

ქათამი და ინდაური დაჭრილი

9

ინდაურის, ქათმის  ფარში

3-4

ღორის ხორცის ფარში

3-4

ძროხის ხორცი, ღვიძლი, ენა, თირკმელი, გული

3-4

ლორი

2

უმი კატლეტი

3-4

ბეკონი

1

ძეხვი

1-2

მომზადებული ხორცი

2-3

შემწვარი ქათამი

4

ქათმის კერძი

4-6

სასმელები

რძე

3-6

წვენი (სახლში მომზადებული)

6

წვენი (კონცენტრირებული)

12

გაითვალისწინეთ, სითხე გაყინვის დროს ფართოვდება და საყინულეში შუშის ჭურჭელს გატეხავს

წვნიანი,  ბულიონები, რაგუ

ხორცის ბულიონი

2-3

ხორცის წვნიანი

2-3

ხორცის რაგუ

3-4

ბოსტნეული, წვნიანი რაგუ

2-3

ზღვის პროდუქტი

უმი თევზი

6

ცხიმიანი თევზი

2-3

მომზადებული თევზი

4-6

გამოყვანილი თევზი

2

მოლუსკები

2-3

კიბორჩხალა

12

კრევეტები

10

კალმარები

3-6

მიდიები

3-6

მოლუსკები 2-3
დაკონსერვებული, შეუფუთავი ზღვის პროდუქტები

2

პურფუნთუშეული, დესერტები

პური

2-3

ორცხობილა

6-8

ცომი ნამცხვარი

3

ტორტი მინანქრის გარეშ

2-3

ტორტი მინანქრით

1

გამომცხვარი ხილის ღვეზელი

6-8

ღვეზელის ცომი ხილით

2-4

გოგრის ან ნიგვზის ნამცხვარი

1-2

ჩიზქეიქი

2-3

კექსი

6-12

ბლინები

6-12

ვაფლი

1

პროდუქტი, რომელთა გაყინვა მიზანშეწონილი არ არი

ვაკუუმში შეფუთული პროდუქტი
მოხარშული კვერცხი
ყავა
მაიონეზი
არაჟანი
მაწონი
ნაღების ყველი
ღვეზელის მოსამზადებელი ფხვიერი მასა
სალათი (ქათმის, ლორის, მაკარონით, კვერცხით)
სალათის საკაზმი გამზადებული
დაკონსერვებული თევზი
ბრინჯი მშრალი
ფაფები
ვაშლი
საზამთრო
არტიშოკო
ბადრიჯანი
კარტოფილი მოუხარშვი
ბოლოკო
გაღივებული მარცვალი
გაზიანი სასმელი, ლუდი