მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ისარგებლოთ სახელმწიფო თანადაფინანსებით
დაინტერესებული თუ ხართ მრავალწლიანი ბაღების გაშენებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმწიფო თანადაფინანსებით.
პროგრამის ,,დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამით ფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის _ 50%.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულზე: https://my.rda.gov.ge/signin
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://rda.gov.ge/programs/305853-danerge-momavali