თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს
კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად აუცილებელია თხილის კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები ხორციელდება შესაბამისი გრაფიკით. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, ინფორმაცია ახლდება ყოველ პარასკევს.
შეხვედრების განრიგი იხილეთ აქ:
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: