მედიასტატიები

ბიოდეგრადირებადი პლასტმასი და გარემო

ოკეანოგრაფა და სპორტსმენმა ჩარლზ მურმა ,,ტრანსპაკის რეგატაში“  მონაწილეობის დროს  ოკეანის ზედაპირზე   აღმოაჩინა  პლასტიკური მასის  ნამსხვრევების, სათევზაო ბადეების ნარჩენების, ცელოფნის პარკების  და  ა.შ. პლასტმასის ნაგვის   უზარმაზარი გროვები.  
მურმა თავისი აღმოჩენის შესახებ შეატყობინა ოკეანოგრაფ კურტის  ებსმაიერს, რომელმაც მოგვიანებით ამ ტერიტორიას აღმოსავლეთ ნაგვის კონტინენტი უწოდა.  მედია მას ხშირად ასახელებს, როგორც ოკეანის დაბინძურების განსაკუთრებულ მაგალითს.
პლასტმასი პირველი  

 ნაგვის 6 კუნძული  ოკიანეებში.

 წყნარ ოკეანეში, ნარჩენები იკრიფება ზედაპირული დინებით და თანდათან გადადის მორევის ცენტრშიი. ტერიტორიის ზუსტი ზომა უცნობია.  უხეში შეფასებები  ის მერყეობს 700 ათასიდან 1,5 მილიონ კმ²-მდე (წყნარი ოკეანის მთლიანი ფართობის 0,41%-დან  0,81%-მდე). ამ მხარეში სავარაუდოდ ას მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის  ნაგავია. ასევე ვარაუდობენ, რომ „ნაგვის კონტინენტი“ შედგება ორი გაერთიანებული ტერიტორიისგან.

ჩარლზ მურის შეფასებით, ნაგვის 80% ოკეანეში  მოდის ხმელეთზე დაფუძნებული წყაროებიდან, ხოლო 20% ზღვაში გემების გემბანიდან არის გადაყრილი. მკვლევართა მიერ ჩატარებული გამოკვლევებით  აღმოჩნდა, რომ საკონტეინერო გემები ყოველწლიურად 10 000 კონტეინერს ყრიან ზღვაში – ქარიშხლის დროს გემის გადარჩენის მიზნით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი  შემთხვევა მოხდა  წყნარ ოკეანეში 1992 წელს იანვრის თვეში, როდესაც ჰონკონგში დატვირთული გემმა შტორმის გამო ოკეანეში გადაყარა კონტეინერები და  ათასობით რეზინის იხვი და პლასტმასის  სხვა  ათამაშოები სხვადასხვა   ოკეანეების

კონტინენტების სანაპიროზე აღმოჩნდა.   დღემდე, ეს სათამაშოები, რომლებიც ცნობილია როგორც ,,Friendly Floatees“, შეგიძლიათ იპოვოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში თუმცა, მეცნიერებმა ეს ინციდენტი გამოიყენეს ზღვის წყლის  დინების უფრო ღრმა შესწავლისათვის.

პლასტმაი ფოტო 222222

1992 წლის იანვრის თვეში  გადაყრილი რეზინის სათამაშოების გავრცელება ოკეანეებში 2007 წლამდე 15 წლის განმავლობაში.

დამტკიცებულია, რომ  ხმელეთიდან   პლასტმასის ნაგვის 90% მსოფლიო ოკეანეებში  ხვდება  ძირითადად  10 დიდი  მდინარის მეშვეობით. ეს მდინარეებია  აზიური იანგცი, ინდუსი, ყვითელი მდინარე, ამური, მეკონგი, განგი, აფრიკული ნიგერია, ნილოსი და ა,შ. თავის მხრივ კი იქ ისინი ხვდება სხვადასხვა ქალაქების  და დასახლებების მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან.

გარდა ოკეანეებისა და წყლებისა, ისინი ანაგვიანებენ ხმელეთს, ტყეებს, მინდვრებს, სათიბ – საძოვრებს  და ა.შ. დანაგვიანებულ ტერიტორიებზე ცხოველები და  ფრინველები ხშირად შეექცევიან ცელოფნის, პლასტმასის ნარჩენებს.  საჭმლის მომნელებელი სისტემა მათ ვერ ინელებს. დროთა განმავლობაში გადაუმუშავებელი პლასტმასის  ნაგავი თანდათან გროვდება ნაწლავებში, ქმნის საცობებს და ცხოველებს   ემართებათ გაუვალობა, რასაც შედეგად ცხოველი მიჰყავს ლეტალურ შედეგამდე.  თუ ოპერაციული გზით მოხერხდება ნაგვის ამოღება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან,  მაშინ შესაძლებელი ხდება ცხოველთა და ფრინველთა  გადარჩენა. და  მართალია ადამიანები აცნობიერებენ ცხოველებსა და  გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ბუნების დაცვის მიზნით  საჭირო  გახდა ისეთი პლასტმასის შექმნა და ფართოდ გავრცელება, რომელიც ზიანს არ მიაყენებს გარემოს. დღეს უკვე წარმოებაში და ყოფა-ცხოვრებაში  ეფექტურად გამოიყენება   ბიოდეგრადირებადი  პლასტმასა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  მდგრადი გამოსავალი  გარემოს გლობალური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის.

საკითხის უკეთ გასაგებად პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს სიტყვა ბიოდეგრადირებადი პლასტმასა.

პლასტმასი ფოტო 333333333333333

ძროხის  საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ოპერაციის საფუძველზე ამოღებული  230  კილოგრამი პლასტიკური მასის ნაგავი.

ბიოდეგრადირებადი პლასტმასა ეწოდება ბიოპლასტმასის  ზოგიერთ სახეობას, რომელსაც შეუძლია მიკროორგანიზმების გავლენის  შედეგად შედარებით სწრაფად (არა ასობით წელიწადში, არამედ დღეებისა და  თვეების განმავლობაში) დაიშალოს   ბიომასად, ტოქსიკური ნივთიერებების  გამოყოფის გარეშე.

ამგვარად ბიოდეგრადირებადი პლასტმასაი  არის ბიო ნედლეული, რომელიც იწარმოება არა ქვანახშირის, ნავთობის ან ბუნებრივი აირისგან, არამედ განახლებადი ორგანული ნედლეულისგან: მაგალითად, ცელულოზა, სახამებელი, სოია, ბარდა, სიმინდი, ვაშლი, შაქრის ჭარხალი,  კარტოფილი, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, საყოფაცხოვრებო   და სხვადასხვა  სახის ნარჩენებისაგან.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის მიერ წარმოებული პირველი პლასტმასა იყო ცელულოზაზე დაფუძნებული  ნივთიერება ,,პარკესინი,’’ რომელიც   დააპატენტა  1856 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა და მეტალურგმა ალექსანდრე პარკესმა. მან დაიწყო ამ მასალის სამრეწველო წარმოება 1866 წელს. თუმცა, ის მალე გაკოტრდა და წარმოებაც გაჩერდა.

პირველი კომპანია, რომელიც სპეციალიზებული იყო მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოებაში, გამოჩნდა 1983 წელს.

დღეისათვის ბიოდეგრადირებადი პლასტმასა გამოიყენება ძირითადად  ისეთი  ნივთების წარმოებაში, როგორი არის  საბავშვო სათამაშოები, მულიაჟები, ერთჯერადი  ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, საკვები კონტეინერები, ისინი ასევე წარმატებით  გამოიყენება  შეფუთვის ინდუსტრიაში,  სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის მულჩების, სარწყავი მილების, სასათბურე ფირების,  გადასაფარებლების და ა,შ. სახით.

პლასტმასი ფოტო 4444444444444

100 %-ით დეგრადირებადი  პარკები.

ოთხ ათეულ წელში, კერძოდ  2016 წელს ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოებამ  შეადგინა მთლიანი გლობალური ბიოპლასტმასის   ბაზრის 42%, რომელიც შეფასდა $2,6 მილიარდ დოლარად, 2018 წელს ამ ბაზრის მოცულობამ  უკვე $6,7 მილიარდი  შეადგინა , 2026 წლისთვის კი მოსალოდნელია მისი  21,6 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.

მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ  უფრო მიზანშეწონილია, რომ  ბიოდეგრადირებად პლასტმასს ვუწოდოთ „კომპოსტირებადი“  ნედლეული. ბიოდეგრადირებადი არის დაშლადი, რომლის დაშლასაც ახდენენ გარემოში არსებული ბუნებრივი მიკროორგანიზმები.  მისი სწრაფი, ეფექტური და უვნებელი დაშლისთვის საჭიროა გარკვეული მიკროორგანიზმებით მდიდარი სპეციალური გარემო, ისევე,  როგორც  ეს კომპოსტის წარმოებაში ხდება.

ბიოდეგრადირებადი პლასტმასი მთლიანად ბუნებრივი, მცენარეული ანუ ბიო  ნედლეულისგან მზადდება. მათ შორის არის სიმინდის, რაფსის, პალმის   ზეთები, ფორთოხლის ქერქები, მცენარეებიდან, ცხოველებიდან  მიღებული  სახამებელი, ცხიმები, ბიოგაზები, სპირტები  და სხვა ბიონედლეული.

ტრადიციულად პლასტმასა უმეტეს შემთხვევაში  დამზადებულია   ნავთობისაგან,  რომლებიც გარემოსათვის განსაკუთრებით საშიშია.

ბიოდეგრადირებადი პლასტმასის სახით, ხელთაა ბუნებრივი წყაროებისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც არ შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს და ბუნებაში , ნიადაგზე მოხვედრისას ისინი იშლებიან, იქცევიან ბიოსასუქად და არ აზიანებენ გარემოს.  ეს იმით აიხსნება, რომ  დამზადების შემდეგ, ჩვეულებრივი პლასტმასა შეიცავს მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს. გარემოში მოხვედრისას  ისინი  ატმოსფეროში გამოიყოფა. ასე არ ხდება ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შემთხვევაში, რადგან მისი წარმოების  და გადამუშავების პროცესში  მავნე ნივთიერებები  საერთოდ არ გამოიყენება, ვინაიდან ბიოდეგრადირებადი პლასტმასა ამ მხრივაც სუფთაა და ბიონედლეულისაგან შედგება.

ბიოდეგრადირებადი პლასტმასების მრავალ დადებით ასპექტს შორის ერთ-ერთი ის არის, რომ მა სრულიად შლიან ნიადაგში ბუნებრივად არსებული მიკროორგანიზმები, რაც გარემოსთვის დიდად სასარგებლოა, კერძოდ დაშლილი ბიოდეგრადირებადი პლასტმასა გადაიქცევა სასუქად მცენარეებისათვის და საკვებად ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმებისთვის,  ცხოველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ის ისევე იშლება, როგორც საკვები. ასეთი პლასტმასის ერთ-ერთი ნაკლი ალბათ ის არის, რომ მისი წარმოება ჩვეულებრივ  პლასტმასთან შედარებით ოდნავ ძვირია, მაგრამ როგორც ბიოსასუქი ის სრულად ანაზღაურებს თავის ფასს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოდეგრადირებადობა ჩვეულებრივ უკავშირდება ეკოლოგიას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.  დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი პლასტმასის დაშლას ასობით წელი სჭირდება  სულ სხვა სურათი და შედეგები მიიღება ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შემთხვევაში.

მაგალითად ბანანის კანისაგან მიღებულ პროდუქციის  დეგრადირებას მხოლოდ 2-10 დღე სჭირდება, ხოლო ქაღალდის დეგრადირებას დასჭირდება დაახლოებით 1-3 თვემდე.

არსებობს კიდევ ერთი-სხვა  ტიპის პოლიმერი, რომელსაც აქვს  გარემოში დეგრადაციის მაღალი  მაჩვენებელი ეს პლასტმასა ცნობილია   ოქსიდეგრადირებადი პლასტმასას სახელით.  ის არც ბიოდეგრადირებადია და არც უბრალოდ ბიოპლასტიკური. ეს არის  პლასტმასა, რომელიც დამზადებულია ნავთობპროდუქტებისგან,  მაგრამ ის შეიცავს ისეთ სპეციალურ დანამატებს, რომლებიც აჩქარებენ დაჟანგვას და დაშლას ულტრაიისფერი გამოსხივების, სითბოს და ჟანგბადის გავლენის  შედეგად. ოქსოდეგრადირებადი პლასტმასის გამოყენება   გარემოს  დაბინძურების პრობლემას არ წყვეტს.  პირიქით,  ის ამძიმებს  კიდეც მას ამ დანამატების გამო. ოქსოდეგრადირებადი პლასტმასი   სწრაფად, ფაქტობრივად თვეების განმავლობაში იშლება უფრო და უფრო პატარა ჩვეულებრივ ხუთ მილიმეტრზე ნაკლები სიდიდის  პლასტმასის  ანუ  მიკროპლასტმასას   ნაწილაკებად. აღსანიშნავია, რომ  100 ნმდან 5 მმ-მდე მიკროპლასტმასები ითვლება გარემოსთვის საშიშად. მცირე ზომის ეს ფრაგმენტები ეკოსისტემებში შედიან სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის კოსმეტიკური საშუალებებიდან, ტანსაცმლისა და სამრეწველო პროცესებიდან. ისინი  ასევე წარმოიქმნება უფრო დიდი პლასტმასის ნაწილაკების დაშლის დროს.

მიკროპლასტიკა გარემოში დაფიქსირდა 1970-იანი წლების დასაწყისიდან, გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ტერმინი პირველად გამოიყენებოდა 2004 წელს ტომპსონის და სხვების მიერ მიკროსკოპული ზომის პლასტმასის ნაწილაკების აღსაწერად. დღეს მიკროპლასტმასები ნაპოვნია  მთის მწვერვალებიდან  ოკეანის ღრმა ფსკერამდე და პოლარულ რეგიონებამდე.

პლასტმას 5555555555555555

პრობლემა მიკროპლასტმასა

მიკროპლასტმასის სრული ციკლი და მოძრაობა გარემოში ჯერ არ არის ბოლომდე ცნობილი, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს კვლევა ამ საკითხის შესასწავლა.

გაეროს (გაერო) ცნობით, დადგენილია, რომ ამჟამად ზღვაში 51 მილიონი  მიკროპლასტიკური  ნაწილაკი. ეს რიცხვი 500-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა გარკვეული ზომები პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად, როგორიცაა ევროკავშირის (EU) აკრძალვა ჩალის, ბამბის ტამპონებისა და ერთჯერადი გამოყენების ნივთებზე, ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. ევროკავშირი (OJEU) 25 სექტემბერს.

ეს რეგულაცია კრძალავს ხუთ მილიმეტრზე მცირე სინთეზურ პოლიმერულ ნაწილაკებს. ევროკავშირის თანახმად, ამ ღონისძიების მიზანია  მიკროპლასტიკური ემისიების შემცირება და გარემოს დაცვა ნახევარი მილიონი ტონა მიკროპლასტმასის შემცირებით. შეზღუდვა შეესაბამება „ნულოვანი დაბინძურების“ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს 30 წლისთვის 2030 %-ით შეამციროს გამოთავისუფლებული მიკროპლასტმასის რაოდენობა.

დასკვნა

ბიოდეგრადირებადი პლასტმასა მთლიანად ბუნებრივი, მცენარეული ანუ ბიო  ნედლეულისგან მზადდება. ბიოდეგრადირებადი პლასტმასის  გამოყენებით  მცირდება მდინარეების,  ზღვების,  ხმელეთის  დაბინძურება, უმჯობესდება ბიომრავალფეროვნება, მოსახლეობის, ცხოველთა, ფრინველთა, გარემოს  ჯანმრთელობა და ა.შ .

უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ბიო დეგრადირებადი და  ოქსოდეგრადირებადი  პლასტმასი, რომელიც დაშლის შემდეგაც იქცევა  მიკროპლასტმასებად და ანაგვიანებს გარემოს.

მგვარად ბიოდეგრადირებადი პლასტმასის   უპირატესობა  ჩვეულებრივ  პლასტმასასთან შედარებით აშკარაა. მთავარი კითხვა ახლა ის არის, დადგება თუ არა დრო, როცა ის მთლიანად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ პლასტმასას.

კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის  პროფესორი,                                                                     

ირაკლი ხოზრევანიძე, დოქტორანტი,                                                                  

ანა შაორშაძე, მეორე კურსის სტუდენტი  

  გამოყენებული ლიტერატურა:

      1. BiodegradablePlastics-https://reverteplastics.com/index.php?gad_source=1&gclid=EAIaIQobChMI5rXT_tT_gwMVNE9BAh2oDwyjEAAYASAAEgKRbfD_BwE
      1. US EPA, 2011. Marine Debris in the North Pacific. A Summary of Existing Information and Identification of Data Gaps. United States, San Francisco, Environmental Protection Agency.
      2. UNEP, 2005. Marine Litter — An analytical overview. United Nations Environment Programme.
      1. https://jvr.lv/wp-content/uploads/2022/10/mikroplastmasa-stundas-pl-ns.pdf
      2. https://report.ge/reading/mikroplastmasi-adamianis-tvinshi-aghtsevs-kvleva/-მიკროპლასტმასი ადამინის ტვინში აღწევს.
      3. https://on.ge/about/მიკროპლასტმასები