აგროსიახლეებიდარგებიმემარცვლეობა

„გაერთიანება ქართული ხორბალი“ ენდემური ხორბლის სახეობებისა და ხალხური ჯიშების გამრავლება-პოპულარიზებაზე 2017 წლიდან მუშაობს

საქართვერლო ხორბლისა და პურის სამშობლოა, იგი მდიდარია ხორბლის ენდემებით და ტრადიციული ჯიშებით, მას შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს სასარგებლო და გემრიელი პური.
გაერთიანება ქართული ხორბალი 2017 წლიდან მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური ჯიშების გამრავლება-გავრცელებაზე; მხარს უჭერს ხორბალთან და პურთან დაკავშირებული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციას და საერთასორისო აღიარებას.

ქართული ხორბალი 1111111

 

შემოგვიერთდით, ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, ჯანსაღ კვებაზე და ძლიერ სოფელზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მდგრადი, ხარისხიანი და მომგებიანი წარმოება, გვინდა ხორბლის ტრადიციული ჯიშები დაბრუნდეს ჯანსაღ კვებაში, ამბობს გაერთიანების დამფუძნებელი ლალი მესხი.
მსოფლიო აღიარებს ხორბლის თანამედროვე, უხვმოსავლიან ჯიშებთან დაკავშირებულ პრობლემებს, განსაკუთრებით ცილის (პროტეინის) დაბალ მაჩვენებელს, ხორბლის ფქვილის მზარდ აუტანლობას და ალერგიებს.

სწორედ ამიტომ, გაიზარდა ინტერესი ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების მიმართ, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კვებითი ღირებულებებით (მდიდარია პროტეინით და ლიზინით პროტეინში), ახასიათებთ ძლიერი იმუნური სიტემა და ადაპტაციის კარგი უნარი.

ინფორმაცია სრულად იხილეთ  თანდართულ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=XybUX7_K7K8