თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი
საქართველოს მცენარეული საფარის ხასიათზე უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რამაც განაპირობა ყველაზე უფრო დასახლებულ და ეკოლოგიურად ათვისებულ რაიონების ვრცელ ფართობებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის შეცვლა კულტურული მცენარეებით.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მცენარეული საფარის განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა, რაც ქვეყნის რელიეფის, ჰავის და ნიადაგის მრავალფეროვნებით არის განპირობებული.
საქართველოს ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ მთავარ ტიპს ტყეები წარმოადგენს. დღეისათვის ტყე საქართველოს ტერიტორიის მესამედსაც ვერ ფარავს. წარსულში ტყის ფართობი ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიიის ზრდამ, სასოფლო-სამეურნეო მიწების არენდით გაცემამ, ფუტკრის და მეცხოველეობის საკვებად თაფლოვანი მცენარეების ნათესების შემცირებამ. სათიბ-საძოვრების გამოფიტვამ და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გავლენამ თაფლოვანი რესურსების დღევანდელი მდგომარეობა რეალურად შეცვალა. ისე როგორც ბუნების სხვა ელემენტები, საქართველოს მცენარეულობაც გავრცელების არეალის მიხედვით ემორჩილება ვერტიკალურ ზონალობას.
საქართველოში ჩვენს მიერ შესწავლილია 110 სახეობის თაფლოვანი მცენარე, რომლებიც გავრცელებულია როგორც დაბლობ, ისე გარდამავალ და მაღლობ ზონაში, განსაზღვრულია თითოეული მათგანის თაფლპროდუქტიულობა (მინიმალური და მაქსიმალური), კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით (ხელსაყრელ და არახელსაყრელ ამინდის პირობებში).
დღეისათვის საქართველოს მეფუტკრეობის პროდუქტიულობა ბუნებრივ სავარგულებზეა გათვლილი. მცირეა ისეთი ადგილები, სადაც ფუტკრის ოჯახების ყოლა შეიძლება სტაციონარში, თუმცაღა მათი თაფლპროდუქტიულობა საგრძნობლად დაბალია.
ღალიანობის დროს არახელსაყრელი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენად ახდენს ნექტრის გამოყოფაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახების შიმშილი.
ბოლო ათწლეულში ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა კლიმატური პირობები. არასტაბილურია გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომა რის გამოც ძნელდება ამა თუ იმ თაფლოვანი მცენარის ყვავილობის დაწყების კონკრეტული რიცხვის ზუსტად განსაზღვრა. სასოფლო-სამეურნეო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა დამოკიდებულია თესვის ვადებზე, რის გამოც ყვავილობა ამ თაფლოვნების ხშირად ცვალებადობს, ამიტომ სხვადასხვა ზონაში ყვავილობის დაწყება ცვალებადია და უდრის 10-15 დღეს.
მრავალწლიური ფენოლოგიური დაკვირვებით თაფლოვან მცენარეებზე და მეფუტკრეთა მონაცემების დახმარებით, შევადგინეთ თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი.
ყველა მეფუტკრე ვალდებულია იცოდეს თავისი სამოქმედო ზონის თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარული ვადები (მთავარი ღალიანობის ტიპები) ყვავილობის ფაზები გეგმაზომიერი გამოყენებით არის შესაძლებელი მაღალპროდუქტიული მეფუტკრეობის წარმოება.
# | თაფლოვანების დასახელება | ყვავილობის დრო | ყვავილობის ხანგრძლივობა | თაფლპროდუქტიულობა | ||||||
მინიმუმი | მაქსიმუმი | |||||||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |||||
1 | მიმოზა | თებერვალი | 15 | – | – | |||||
2 | თხილი | თებერვალი მარტი | 18 | – | – | |||||
3 | შინდი | მარტი | 20 | 10 | 12 | |||||
4 | ნუში | მარტი | 13 | 10 | 15 | |||||
5 | ბზა | მარტი | 12 | 10 | 12 | |||||
6 | ალუჩა | მარტი | 13 | 10 | 20 | |||||
7 | ტყემალი | მარტი | 12 | 3 | 18 | |||||
8 | ტირიფი | აპრილი | 15 | 100 | `120 | |||||
9 | ჭერამი | აპრილი | 15 | 20 | 30 | |||||
10 | ატამი | აპრილი | 15 | 3 | 12 | |||||
11 | მთის ბოკვი | აპრილი | 18 | 80 | 120 | |||||
12 | ბოლოკა (სარ.) | აპრილი | 18 | 10 | 25 | |||||
13 | ალუბალი | აპრილი | 15 | 15 | 30 | |||||
14 | ბალი | აპრილი | 15 | 10 | 30 | |||||
15 | კვრინჩხი | აპრილი | 16 | 20 | 30 | |||||
16 | ვაშლი | აპრილი | 14 | 25 | 32 | |||||
17 | ქლიავი | აპრილი | 15 | 10 | 15 | |||||
18 | კომში | აპრილი | 15 | 8 | 12 | |||||
19 | ნეკერჩხალი | აპრილი-მაისი | 20 | 60 | 150 | |||||
20 | ფაცელია | აპრილი-მაისი | 30-35 | 250 | 420 | |||||
21 | რაფსი | აპრილი-მაისი | 20-30 | 60 | 180 | |||||
22 | მსხალი | მაისი | 16 | 8 | 20 | |||||
23 | ქარაძენძი | მაისი | 25 | 28 | 65 | |||||
24 | ტყის ცოცხი | მაისი | 20 | 110 | 350 | |||||
25 | ცხრატყავა | მაისი | 20 | 45 | 70 | |||||
26 | ფუჭფუჭა | მაისი | 15 | 50 | 80 | |||||
27 | თეთრი აკაცია | მაისი | 14-16 | 320 | 550 | |||||
28 | ამორფა | მაისი | 20-25 | 220 | 320 | |||||
29 | ზღმარტლი | მაისი | 15 | 25 | 30 | |||||
30 | ასკილი | მაისი | 16 | 9 | 15 | |||||
31 | კუნელი | მაისი | 20 | 35 | 50 | |||||
32 | კოწახური | მაისი | 15-18 | 90 | 320 | |||||
33 | ევკალიპტი | მაისი | 25 | 150 | 250 | |||||
34 | მანდარინი | მაისი | 15 | 30 | 60 | |||||
35 | ლიმონი | მაისი | 20 | 22 | 28 | |||||
36 | რძიანა | მაისი | 20 | 20 | 28 | |||||
37 | ძახველი | მაისი | 20 | 30 | 60 | |||||
38 | ტუნგი | მაისი | 18 | 35 | 70 | |||||
39 | დაფნა | მაისი | 22 | 100 | 120 | |||||
40 | ქინძი | მაისი | 25 | 90 | 120 | |||||
41 | ნარშავა | მაისი | 30 | 120 | 150 | |||||
42 | მარწყვი | მაისი | 25 | 8 | 10 | |||||
43 | ხურმა | მაისი | 20 | 30 | 80 | |||||
44 | ჭინჭრის დედა | მაისი | 30 | 70 | 100 | |||||
45 | ფშატი | მაისი | 15 | 60 | 80 | |||||
46 | მოცვი | მაისი | 16 | 120 | 135 | |||||
47 | წყავი | მაისი | 15 | 80 | 120 | |||||
48 | ჭყორი (ბაძგი) | მაისი | 16 | 80 | 140 | |||||
49 | ჭნავი (ცირცელ) | მაისი | 20 | 70 | 180 | |||||
50 | დეკა | მაისი | 24 | 90 | 180 | |||||
51 | ჯონჯოლი | მაისი | 14 | 25 | 45 | |||||
52 | თეთრეკალა | მაისი | 6 თვე | 350 | 650 | |||||
53 | ლაშქარა | მაისი-ივნისი | 25 | 136 | 315 | |||||
54 | შქერი | მაისი-ივნისი | 25 | 125 | 130 | |||||
55 | გლედიჩა | მაისი-ივნისი | 16 | 70 | 80 | |||||
56 | სუკულენტები | მაისი-ივნისი | 35 | 50 | 100 | |||||
57 | ჟოლო | ივნისი | 20 | 30 | 80 | |||||
58
|
წითელი
სამყურა |
ივნისი | 30 | 15 | 50 | |||||
59 | იონჯა | ივნისი | 25 | 20 | 45 | |||||
60 | ძიძო თეთრი | ივნისი | 30 | 90 | 280 | |||||
61 | ძიძო ყვითელი | ივნისი | 50 | 95 | 200 | |||||
62 | ლურჯი ძირწითელა | ივნისი | 30 | 130 | 390 | |||||
63 | სამყურა თეთრი | ივნისი | 30 | 70 | 140 | |||||
64 | ღიღილო | ივნისი | 25 | 47 | 80 | |||||
65 | სალბი | ივნისი | 20 | 115 | 260 | |||||
66 | შავწამალა(შავგიორგა) | ივნისი | 20 | 110 | 300 | |||||
67 | შუნდანწლა | ივნისი | 18 | 120 | 145 | |||||
68 | კატაბარდა | ივნისი | 30 | 30 | 45 | |||||
69 | წაბლი | ივნისი | 20 | 200 | 250 | |||||
70 | შავბალახა | ივნისი | 25 | 120 | 370 | |||||
71 | კვიდო | ივნისი | 25 | 25 | 85 | |||||
72 | ესპარცეტი | ივნისი | 30 | 30 | 175 | |||||
73 | ცაცხვი | ივნისი | 15-20 | 150 | 350 | |||||
74 | ანწლი | ივნისი | 25 | 32 | 40 | |||||
75 | მაყვალი | ივნისი | 20-25 | 30 | 70 | |||||
76 | კიტრი | ივნისი | 15 | 10 | 12 | |||||
77 | კუტი ბალახი | ივნისი | 15-20 | 30 | 35 | |||||
78 | წიწიბურა | ივნისი | 14-16 | 60 | 150 | |||||
79 | მდოგვი | ივნისი | 20-25 | 60 | 75 | |||||
80 | ვარდკაჭაჭა | ივნისი | 20 | 10 | 50 | |||||
81 | თავშავა | ივნისი-ივლისი | 35-30 | 60 | 120 | |||||
82 | ცოცხმაგარა | ივნისი- ვლისი | 30 | 110 | 205 | |||||
83
|
ფოლორცის
ბალახი |
ივნისი-ივლისი | 20 | 18 | 40 | |||||
84 | ანისული | ივნისი-ივლისი | 25 | 50 | 70 | |||||
85 | დედა ფუტკარა | ივნისი-გვისტო | 20 | 70 | 130 | |||||
86 | კატაპიტნა | ივლისი | 15 | 70 | 140 | |||||
87 | უნაბი | ივლისი | 16 | 150 | 200 | |||||
88 | გოგრა | ივლისი | 15-20 | 8 | 12 | |||||
89 | მზესუმზირა | ივლისი | 16-20 | 25 | 70 | |||||
90 | ქონდარი | ივლისი | 25 | 40 | 100 | |||||
91 | ბეგქონდარა | ივლისი | 20 | 45 | 140 | |||||
92 | ბარამბო (მელისა) | ივლისი | 20-25 | 110 | 150 | |||||
93 | იალღუნა | ივლისი- აგვისტო | 20 | 18 | 30 | |||||
94 | ნარი | ივლისი-ვისტო | 25-30 | 72 | 135 | |||||
95 | ოროვანდი | ივლისი-ვისტო | 25-40 | 150 | 260 | |||||
96 | ოქროწკეპლა | სექტემბერი-ქტომბერი | 40 | 130 | 300 | |||||
97 | სილფია | ივლისი-აგვისტო | 45 | 170 | 250 | |||||
98 | თამბაქო | აგვისტო | 25 | 30 | 140 | |||||
99
|
შოროქნის
ცოცხი |
აგვისტო-სექტემბერი | 25-30 | 20 | 25 | |||||
100 | სურო (ფათალო) | სექტემბერი-ოქტომბერი | 30 | 80 | 200 | |||||
101 | ჩაი | ნოემბერი | 30 | 30 | 70 | |||||
102 | მუშმულა | დეკემბერი | 20 | 40 | 50 | |||||
103 | ევოდეა | აგვისტო | 25 | 200 | 380 | |||||
104 | მასტაკანთო | სექტემბერი | 20-25 | 80 | 150 | |||||
105 | ძეძვი | ივნისი-ივლისი | 15-18 | 80 | 320 | |||||
106 | დოიცია | მაისი-ივნისი | 20 | 110 | 170 | |||||
107 | იაპონური სოფორა | ივლისი | 20 | 180 | 320 | |||||
108 | პავლოვნია (ხებუერა) | მაისი | 25-30 | 230 | 420 | |||||
109 | კაპარი | მაისი | 15-20 | 30 | 80 | |||||
110
|
კურდღლისფრჩხილა | ივნისი-ივლისი | 30 | 27 | 50 |
ლიზა ბალიაშვილი, ნანა მაისურაძე