აგროსიახლეები

ლურჯი მოცვი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურაა, რომლის ფართობები საქართველოში ყოველ წლიურად იზრდება.
ლურჯი მოცვის გავრცელებასა და მოსავლიანებას სერიოზულად აფერხებს სოკოვანი დაავადებები,  როგორიცაა: მეწამული ლაქიანობა, ბაქტერიული კიბო, ფომოფსისი,  ჟანგა და სხვა.  მათ შორის თავისი მავნეობით ხმობა გამოირჩევა,  რადგან ამ დროს მთელი მცენარე იღუპება და მოსავალი მთლიანად ნადგურდება. ხმობის სიმპტომები შეიძლება იყოს, როგორც გარეგნული, ისე  შინაგანი.

 ხმობა შეიძლება გამოვლინდეს  სხვადასხვა ფორმით:  ერთ  შემთხვევაში ლურჯი მოცვის ფოთლები კარგავენ ტურგორს, ყუნწები  იხრება მთავარი ძარღვის  გასწვრივ, შემდეგ მუქდება და დიდხანს რჩება მცენარეზე. მეორე შემთხვევაში, ზაფხულის მეორე ნახევარში (ივლისი) მცენარეებს რამდენიმე  კვირის განმავლობაში მთლიანად ცვივა ფოთოლი, რასაც თან სდევს ხმობა.

სულ ახალი+მოცვის ხმობა 222222222222222222222222222222222222222222222222

გამხმარი და ხმობაში მყოფი ლურჯი მოცვის   ფესვებიდან და ფესვის ყელიდან სუფთა კულტურაში გამოიყო სოკო- Cylindrocarpon destructans Wr. ეს უკანასკნელი ნიადაგის სოკოა, ფესვთა სისტემიდან და ფესვის ყელიდან იჭრება მცენარეში და იწვევს მის ხმობას. ხმობა  გასულ წელს (2023) გამოვლინდა გურიის რაიონებში და ქობულეთის  მუნიციპალიტეტში, რომლის გაავრცელებამ შეადგინა 10-12%.    ლურჯი მოცვის ნერგების ხმობის დროს მცენარის ჭურჭლოვანი სისტემის  უჯრედების კვდომის შედეგად, რაც გამოწვეულია სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებით, რაც განაპირობებს მერქნის ელემენტების ფერის შეცვლას, ანუ ნეკროზს.  დააავადებული მერქნის  განივ  განაჭერზე  ჩანს მუქი, უწყვეტი წერტილოვანი რგოლები. აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში ავადდება ცოცხალი მერქანი ქერქთან ახლოს. ინფექციის შეღწევის ადგილიდან ნეკროზი ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალური მიმართულებით. მცენარის ფესვის ყელიდან ზევით ნეკროზის გავრცელების ინტენსივობა იკლებს, ზოგჯერ ნეკროზი მოიცავს გულგულსაც.

სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები გარდა ნეკროზისა ხელს უწყობს გუმისმაგვარი ნივთიერებების წარმოქმნას, რომლითაც ხდება ჭურჭლების დაცობა, რის შედეგადაც ხდება წყლის  გადაადგილების შეწყვეტა  და საბოლოოდ მისი ხმობა.

სულ ახალი+მოცვის ხმობა 2

დაავადების გამომწვევია – Cylindrocarpon destructans Wr. სოკომ ლუდაგარის საკვებ არეზე განივითარა  მოთეთრო მოვარდისფრო მიცელიუმი, რომელიც შემდეგ გადავიდა ყავისფერში. სოკოსთვის დამახასიათებელია ორი ტიპის კონიდიუმები: (სურ. 3) მიკროკონიდიუმები და მაკროკონიდიუმები. მიკროკონიდიუმები ცილინდრული ფორმისაა, მომრგვალო ბოლოებით,  სწორი, ზოგჯერ ოდნავ მოხრილი, უტიხრო, ან 1-3 ტიხრით. მაკროკონიდიუმების ზომები: უტიხრო: 26.5-38 X 5-7 მკმ; ერთი ტიხრიანი: 28-40 X 7-9 მკმ; ორტიხრიანი: 36.5-52 X 7.5-10მკმ;  სამ ტიხრიანი: 36.5-54 X 8-11 მკმ.   სპორები მიცელიალურია, მომრგვალო, ან ოდნავ მომრგვალო ფორმისაა.

სოკო – Cylindrocarpon destructans Wr.-ის  პათოგეგენობის დასადგენად ჩატარდა მოცვის ნერგების ხელოვნური დასნებოვნება, რისთვისაც სოკოს ინოკულუმი  შეტანილი იქნა ფესვის ყელთან მექანიკურად მიყენებულ ჭრილობაში.

ხელოვნურად დაავადებული მცენარეების მიკროსკოპულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ პირველი პათოგენური ცვლილებები  ქსოვილებში დასნებოვნებიდან მე-4-5 დღეს აღინიშნა, რაც გამოიხატა ინფექციის შეტანის ადგილზე ქერქის ქსოვილების დაშლასა   და მერქნის ზედაპირის გამუქებაში. დასნებოვნებიდან მე-10 დღეს ჭრილობის ადგილზე აღინიშნა გუმის დენა, ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა ჭრილობის შეხორცებამდე. ინფექციის შეღწევის ადგილებში ახალი ქსოვილების საზღვართან, აღინიშნა საფევი ქსოვილების  წარმოქმნა. ინფექცია მერქანში სოლისებურად იყო შეჭრილი და აღწევდა პერიმედულარულ ზოლს. დაავადებულ  მერქანში ჭურჭლები  დაცობილია გუმისებრი ნივთიერებებით  და თილენებით, ზოგჯერ აღინიშნება მიცელიუმიც. დასნებოვნებიდან 20 დღის  შემდეგ მერქანში ნეკროზის სიგრძე ვრცელდება 17 სმ-ზე. ახალი ქსოვილები მხოლოდ ჭრილობის გვერდებზე სუსტად განვითარებულია, რომლის კიდეები  ნეკროზულია და დაშლილია. ახალი ქსოვილები  პარენქიმის ტიპის და შეიცავს მაცერირებულ უბნებს.  ჭრილობის  ახლომდებარედ გაყავისფერებულია  მერქნის  პარენქიმული და გულგულის სხივები, მოშორებით ჭურჭლები   დაცობილია.

ინფექციის შეტანიდან 30 დღის შემდეგ ინფექციის შეჭრის ადგილას აღინიშნა გუმის დენა.  ქერქის ქსოვილები ნაწილობრივ დაშლილია, მერქნის გაყავისფერება აღინიშნა  განსაკუთრებით ქერქში, მაგრამ  ის გულგულამდე გრძელდება. გაყავისფერებული  უბნები აღინიშნა გულგულშიც. ჭურჭლები მასობრივად დაცობილია გუმისმაგვარი ნივთიერებებით და თილენებით.  ახალი ქსოვილები წარმოქმნილია ჭრილობის ადგილებში, განსაკუთრებით ქერქში, მაგრამ ჭრილობის შეხორცება ჯერ კიდევ არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება საკონტროლო ნერგს, რომელსაც მიყენებული ჰქონდა მექანიკური ჭრილობა, მერქანი  გაყავისფერებულია, მხოლოდ ჭრილობის ადგილზე ნეკროზის  გავრცელებას ადგილი არ ჰქონდა.

როგორც დაავადებული ადგილის ანატომიური ანალიზი გვიჩვენებს  როდესაც სოკო Cylindrocarpon destructans Wr. ხვდება მცენარის ქსოვილში, ის არ სახლდება მცენარეში, როგორც სოკო ვერტიცილიუმი; ასევე ჰორიზონტალური მიმართულებით     დაავადების გავრცელებას ქსოვილებში, როგორც ჩანს ზღუდავს ახლად წარმოქმნილი  ქსოვილები, რომელიც ვითარდება დაავადებული ადგილის ირგვლივ, რაც განაპირობებს დაავადე ბის ქრონიკულ მიმდინარეობას.

სულ ახალი+მოცვის ხმობა 3333333333333333333333333333333333

მოცვის ხმობის წინააღმდეგ აუცილებელია, მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარება. პირველ რიგში  აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დროულად და მაღალხარისხოვნად. ნიადაგის დამუშავებისას უნდა  მოვერიდოთ ფესვისა და ფესვის ყელის მექანიკურ დაზიანებას, რომლიდანაც შეიძლება მოხდეს  მცენარეში  ინფექციის შეჭრა.

ხმობასთან ბრძოლის მიზნით უნდა ჩატარდეს შემდეგი  სან-ჰიგიენური  ღონისძიებები: გამხმარი ტოტების შეჭრა, გამხმარი მცენარეების ფესვებიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა. ორმოები, საიდანაც  დაავადებული მცენარეები იყო ამოღებული, ზაფხულის პერიოდში, განიავებისა და გაშრობის მიზნით, ღიად უნდა დარჩეს.

მცენარეთა გამძლეობის გაზრდის მიზნით  ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა მცენარის ცხოველმყოფელობის და თავდაცვითი  რეაქციების გაზრდა, რაც შესაძლებელია  მიიღწეს  მცენარეთა  გამოკვების გზით,  კერძოდ გაზაფხულზე  მაისის პირველ დეკადაში  უნდა ჩატარდეს  ბიოორგანული  სასუქის „ორგანიკას“  2%-იანი  სამუშაო  ნაზავით  ფესვური კვება. ამ უკანასკნელის   შედეგად  მცენარის ქსოვილებში ადგილი  აქვს ახალი ქსოვილების  ინტენსიურ წარმოქმნას,  ჭრილობის შეხორცებას  და დაავადებული ქსოვილის სიღრმეში  მოქცევას.  ეს იწვევს  დაავადებული ადგილების ლოკალიზებას და დაავადების მიმდინარეობის გახანგრძლივებას. თუ აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ახალი ქსოვილების  წარმოქმნა მერქნის სიღრმეშიც დაავადებული  ქსოვილების საზღვარზე ქერქის მიმართულებით  განუწყვეტლივ  მიმდინარეობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ქსოვილები შემდეგში დაავადებული ქსოვილების ფუნქციებს სცვლიან მით უმეტეს, რომ ახალი ქსოვილები საბოლოოდ მერქნად ყალიბდება, რომლებშიც კარგადაა გამოხატული გულგულის სხივები  და გამტარი ჭურჭლები.

ლურჯი მოცვის გაშენებამდე უნდა შეირჩეს საღი, სტანდარტული ნერგები, რომლებიც  შედარებით  გამძლეა დაავადების მიმართ.

კვლევა ჩატარდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  და შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  (გრანტი PHDF-22-410) მხარდჭერით.

1. ყანჩაველი, ლ.1 ცხვედაძე,  მ.1კერესელიძე, ე.2კილაძე, 

1 სამეცნიერო კვლევითი  ცენტრი,  

2 საქართველოს აგრარული უნივრერსიტეტი