აგროსიახლეები

თბილისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „ZERO COMPROMISE“ მასპინძლობს

ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური  ფესტივალი  „ZERO COMPROMISE“  იმართება.
ორდღიან ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.

საიტის ბანერი (1)

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფესტივალის მონაწილე მარნების პროდუქციას გაეცნო.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართვლოს მასშტაბით არაერთი ღვინის ფესტივალი,  გამოფენა, კონკურსი თუ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება. „ZERO COMPROMISE“ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც ბევრი და საინტერესო მარანია წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით. ფესტივალი  ემსახურება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის წარმოჩენას, სამომხმარებლო კულტურის გაზრდას და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

438162259 742202671418385 4920606533863108657 N

ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული  დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს.

441073453 742202281418424 4365893225674501911 N

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნულ ფესტივალს ესწრებიან ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Marq Energie Consulting’’ ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები. ამასთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგის ჩაატარებს სემინარს „კლიმატის კრიზისი და მისი გავლენა ბუნებრივ ღვინოზე”, დანიელი იმპორტიორი და ვიზიონერი სუნე როსფორტი სემინარს „რეგიონის ევოლუცია ბუნებრივი ღვინისთვის“, ხოლო ესპანელი სომელიე და ენოლოგი ნურია რენომი უძღვება ღვინის კუთხეს: „ემოციის განცდა ღვინოში ვენახიდან ჭიქამდე”.