აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებისტატიები

ველური საჭმელი სოკოები და მათი მოშნაურების მნიშვნელობა

სოკოების შესახებ ისტორიულ წყაროებსი და ლიტერატურაში ცნობები უძველესი დროიდან გვხვდება. სოკოების შესახებ ცოდნა ნელ-ნელა დაგროვდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში თეოფრასტემ მეცნიერულად აღწერა სოკოები.  იმ დროისთვის ისინი ბოსტნეული კულტურების ნაწილად განიხილებოდა, რომლებსაც არ ჰქონდათ კვირტები, ფოთლები და ფესვები.
ჩინეთში, ჯერ კიდევ 1245 წელს, ჩენ იენ-იუმ აღწერა სოკოები, როგორც ფლორა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მათი განვითარების, მორფოლოგიის, სეზონური გავლენის, კულტივაციის მეთოდის, მოსავლის აღების და 15 სახეობის სოკოსგან საკვების მომზადების შესახებ (Wang 1987).

მაღალი კვებითი ღირებულებების გამო სოკოს მოშინაურება ყოველთვის აქტუალური იყო. ისინი სხვა სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი კულტურებისგან განსხვავებით, შეიძლება გავზარდოთ როგორც შენობაში, ასევე შენობის გარეთ. სოკო წარმოადგენს ერთადერთ არამწვანე კულტურას, რომლის მოყვანაც კომერციულად მომგებიანია. (Kobayashi al. 1983; Wasser et al. 1999).

საკვები, სამკურნალო და ველური სოკოების წარმოება გლობალური ინდუსტრიის სამი ძირითადი კომპონენტია. 2013 წლის მონაცემებით, სოკოს ინდუსტრია, მთლიანად, დაახლოებით 63 მილიარდ დოლარად შეფასდა. კულტივირებული, საკვები სოკო არის წამყვანი კომპონენტი (54%), რომელიც შეადგენს დაახლოებით $34 მილიარდს, ხოლო სამკურნალო სოკო შეადგენს 38% ან 24 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ველური სოკო შეადგენს $5 მილიარდს ან 8% მთლიანობაში. კულტივირებული, საკვები სოკოს მსოფლიო წარმოება 35 წელიწადში 30-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია (Baars 2012).

სოკოს მოშინაურება და სელექცია მიმართულია სოკოს მიერ ნაყოფსხეულების წარმოქმნისთვის საჭირო დროის შემცირების  და პროდუქტიულობის გაზრდისაკენ ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი გარემო პირობების საშუალებით. ველური ბუნებიდან აღებული ახალი შტამები ძალიან ძვირფასი მასალაა სოკოს სელექციისათვის.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სოკო საკვებია, ცნობილია მრავალი საუკუნის განმავლობაში და სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში ბაზარზე ველური სოკოების 80-მდე განსხვავებული სახეობაა წარმოდგენილი (Pinkerton 1954). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკვები სოკო მოშინაურებულია და დიდი რაოდენობით იწარმოება, ყველაზე გავრცელებული მაინც სოკო შიიტაკე (Lentinula edodes), კალმახა სოკო (Pleurotus. spp.), ქამა სოკო (Agaricus bisporus), შავი სოკო, ანუ ყურა სოკო (Auricularia auricula და Auricularia polytricha) და ვოლვარიელა სოკოებია (Volvariella spp.)

ველური სიკოები

საქართველოში, ველური მაკრო-სოკოების დაახლოებით 1000 სახეობაა დაფიქსირებული (Nakhutsrishvili 2007). მათ შორის დიდი რაოდენობითაა სასარგებლო საკვები სოკოები (დაახლოებით 200 სახეობა) (Kupradze et al. 2015, Rainer et al. 2016).

ქვეყანაში სოკოების მნიშვნელოვანი რესურსის არსებობის ფონზე წლების განმავლობაში ბაზარზე ძირითადად სამი სახეობის სოკოა წამოდგენილი (Agaricus-ის ორი სახეობა და Pleurotus-ი) (ერაძე ე. 2016)  ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახეობის სოკოს გამოყენების ტრადიცია და გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სოკოს “თესლი”, ძირითადად, შემოდის საზღვარგარეთიდან, იმის გამო რომ არ არსებობს ადგილობრივი კოლექციები, რის საფუძველზეც უნდა განვითარდეს სოკოების სელექცია, როგორც მეცნიერება.

მასალები და მეთოდები

წინამდებარე კვლევის მიზანი იყო საქართველოში გავრცელებული საჭმელი სოკოების შეგროვება და შტამების  in vitro კულტურების კოლექციის შექმნა, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ექსპედიციები

აღნიშნული მიზნების მისაღწევად შეგროვდა საპროფიტულად მზარდი საჭმელი სოკოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ექსპედიციების დროს. ექსპედიციები მარშუტული მეთოდით განხორციელდა.

სოკოების იდენტიფიკაცია

სოკოების იდენტიფიკაცია მოხდა კლასიკური სოკოების სარკვევების გამოყენებით და თანამედროვე მეთოდებით, (Gherbawy at al. 2010) შეგროვილი ნაყოფსხეულების იდენტიფიკაციის შემდეგ გამოიყო სოკოების წმინდა კულტურები.

სოკოების კონსერვაცია

სოკოების კონსერვაციისთვის სხვადასხვა მეთოდები იქნა გამოყენებული. თითოეული შტამი რამდენიმე ეგზამპლიარადაც შეინახა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა: აგარზე პერიოდულად გადათესვის მეთოდი (McGinnis et al. 1974), ნიადაგში შენახვა (Bakerspiegel 1953), ზეთის კულტურების დამზადება (Buell and Weston 1947).

შედეგები და დასკვნები

ექსპედიციები ჩატარდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2022-23 წლებში, საქართველოს ტყეებში სულ შეგროვადა 139 სახეობის სოკო, რომელთა შტამები იდენტიფიცირებული და შენახულია მინერალულ ზეთში.

შეგროვილი და შენახული შტამებიდან 84 სახეობა იყო საჭმელი სოკოები.

84 სახეობიდან 23 სახეობა იყო მიკოზული: Amanita muscaria, Amanita strobiliformis, Boletus edulis, Cantharellus cibarius, Cantharellus cinereus, Chroogomphus rutilus, Clavariadelphus pistillaris, Craterellus cornucopioides, Hydnum albidum, Hydnum repandum, Hygrophorus penarius, Hygrophorus russula, Laccaria amethystina, Laccaria bicolor, Laccaria laccata, Lactarius deliciosus, Lactarius spinosulus, Lactarius torminosus, Lactifluus piperatus, Russula cyanoxantha, Russula virescens, Strobilomyces strobilaceus, Suillus granulatus.

Mutinus Caninus 4

39 სახეობა იყო მერქნის დამშლელი (ქსილოტროფები): Agrocybe aegerita, Armillaria mellea, Auricularia auricula-judae, Auricularia mesenterica, Bondarzewia mesenterica, Calocera viscosa, Cerioporus squamosus, Cerioporus varius,           Coprinus micaceus, Discina ancilis, Exidia plana, Flammulina velutipes, Fomitopsis betulina, Ganoderma carnosum, Ganoderma lucidum, Grifola frondosa, Gymnopilus junonius, Gymnopus fusipes, Hapalopilus rutilans, Hericium coralloides, Hymenopellis radicata, Inonotus obliquus, Kuehneromyces mutabilis, Laetiporus sulphureus, Lentinus tigrinus, Lenzites acutus, Meripilus giganteus, Oudemansiella mucida, Panus rudis, Phyllotopsis nidulans, Pleurotus cornucopiae, Pleurotus dryinus, Pleurotus ostreatus, Pluteus cervinus, Polyporus umbellatus, Schizophyllum commune, Stereum hirsutum, Trametes versicolor, Trichaptum biforme.

21 სახეობა იყო მცენარეთა პარაზიტი: Armillaria mellea, Auricularia auricula-judae, Auricularia mesenterica, Bondarzewia mesenterica, Flammulina velutipes, Fomitopsis betulina, Ganoderma carnosum, Ganoderma lucidum, Grifola frondosa, Inonotus obliquus, Kuehneromyces mutabilis, Laetiporus sulphureus, Meripilus giganteus, Oudemansiella mucida, Pleurotus cornucopiae, Pleurotus dryinus , Pleurotus eryngii, Pleurotus ostreatus , Polyporus umbellatus, Sparassis crispa, Tremella mesenterica.

361648

56 სახეობა იყო ჰუმუსის საპროტროფი, რომლებიც ბინადრობდნენ ფოთლების ჩამონაცვენისა და ნიადაგზე: Agaricus campestris, Agaricus sylvaticus, Agaricus urinascens, Agrocybe praecox, Apioperdon pyriforme, Bovista plumbea, Calvatia utriformis, Chlorophyllum rhacodes, Clavulina cinerea, Clitocybe geotropa, Clitocybe nebularis, Collybia dryophila, Conocybe tenera, Coprinopsis atramentaria, Coprinus comatus , Coprinus micaceus, Cuphophyllus pratensis, Geastrum triplex, Geopora sumneriana , Gyromitra gigas, Helvella acetabulum, Helvella fusca, Helvella lacunosa, Helvella queletii , Helvella solitaria, Infundibulicybe gibba, Lepista nuda, Lepista personata, Lepista sordida , Leucoagaricus nympharum, Lycoperdon pratense, Lyophyllum decastes, Macrolepiota procera, Marasmius oreades, Melanoleuca melaleuca, Morchella esculenta, Morchella semilibera, Mutinus caninus, Mycena epipterygia, Mycena pura, Mycetinis alliaceus , Otidea onotica, Peziza varia, Phallus impudicus, Ramaria fumigata, Ramaria stricta, Sarcodon imbricatus, Sarcoscypha coccinea, Stropharia aeruginosa, Verpa bohemica, Verpa conica , Volvariella gloiocephala, Xylaria polymorpha.

ველლური სოკოები 3333333333333333333

შექმნილი კოლექციიდან მერქნის დამშლელი, მცენარეთა პარაზიტი და ქსილოფიტი სოკოების უმრავლესობა შეიძლება გამოყენებული იქნას მოშინაურებისათვის, სოკოების სელექციისა და მასობრივი გამრავლებისათვის. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრის გამრავალფეროვნებისათვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რისთვისაც ჩინეთის გამოცდილება შეიძლება დავიმოწმოთ. (Chang 1999, 2005)-ის მიხედვით ჩინეთის რამდენიმე ღარიბი თემი სოკოს წარმოებით ეკონომიკურად ძალიან გაძლიერდა და განვითარდა.

კვლევა განხორციელდა . რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში:   (FR – 21-308) „საქართველოში გავრცელებული ველური საჭმელი სოკოების in vitro კოლექციის შექმნა“.

აბსტრაქტი

სოკო წარმოადგენს ერთადერთ არამწვანე კულტურას, რომლის მოყვანაც კომერციულად მომგებიანია. სოკოების მაღალი კვებითი ღირებულებების გამო მათი მოშინაურება ყოველთვის აქტუალური იყო. დღეს უკვე სოკო შეიძლება გავზარდოთ როგორც შენობაში, ასევე გარეთ, სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა კულტურებისგან განსხვავებით.  

საკვები სოკოების კულტივაცია გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სოკოს მოშინაურებისა და სელექციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი შტამების მრავალფეროვნების შექმნა, რასაც წინამდებარე ნაშრომი ასახავს.

2022-23 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ექსპედიციების დროს საპროფიტულად მზარდი საჭმელი სოკოები შეგროვდა.

საქართველოს ტყეებში მოძიებულია 139 სახეობის სოკო, რომელთა შტამები იდენტიფიცირებული და შენახული მინერალულ ზეთში.

 შეგროვილი და შენახული შტამებიდან 84 სახეობა  არის საჭმელი სოკოები.

39 სახეობა არის  მერქნის დამშლელი (ქსილოტროფები), 21 სახეობა _ მცენარეთა პარაზიტი, 56 სახეობა _ ჰუმუსის საპროტროფი, რომლებიც ბინადრობდნენ ჩამოცვენილ ფოთლებსა და ნიადაგზე. შემდგომი კულტივაციის და გამოყენების მიზნით შტამების კოლექია მინერალურ ზეთშია შენახული.

Resume

Mushrooms are the only non-green crop whose cultivation is commercially profitable. Mushroom cultivation has always been relevant due to the high nutritional value. They can be grown both indoors and outdoors, unlike other agriculturally important crops. Cultivation of edible mushrooms is an important component of the global industry. For mushroom domestication and selection, it is important to create a diversity of local strains, which the present work illustrates.

In 2022-23, profitably growing edible mushrooms were collected during expeditions planned in different regions of Georgia. A total of 139 species of mushrooms were collected in the forests of Georgia, the strains of which were identified and preserved in mineral oil. Of the strains collected and stored, 84 species were edible mushrooms. 39 species were wood decomposers (xylotrophs), 21 species were plant parasites, 56 species were humus saprotrophs living on leaf litter and soil. The collection of strains was stored in mineral oil for further cultivation and use.

The research was carried out by Sh. Within the framework of the Rustaveli National Science Foundation of Georgia project: (FR – 21-308) “Creation of the wild edible mushroom in vitro collection distributed in Georgia”

 ნანა ბიწაძე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი*

ანგელინა ჯორჯაძე, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი**

გიორგი ჭაბაშვილი, მაგისტრანტი*

რევაზ დობორჯგინიძე, მაგისტრანტი*

მარიამ ქევხიშვილი, მაგისტრანტი*

*საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 

**ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი

Nana Bitsadze, (Ph.D.) Associate Professor*

Angelina Jorjadze (Ph.D.) **

Giorgi Chabashvili, Master’s student*

Revaz Doborjginidze, Master’s student*

Mariam Kevkhishvili, Master’s student *

*Agricultural University of Georgia

** Institute of Botany of the Ilia State University

გამოყენებული ლიტერატურა:

Baars J. (2012). Mushroom industry in the Netherlands – strong competitors. World Society Mushroom Biology and Mushroom Products Bulletin 7:1–3. http://wsmbmp.org/Bulletin_7_ Content.html (accessed December 10, 2016).

Bakerspiegel A (1953) Soil as a storage medium for fungi. Mycologia 45:596–604

Bieniecka K and R Dreve. (2012). Peiczarkalia shows Polish confidence. Mushroom Business 55:8–9.

Buell CB, Weston WH (1947) Application of the mineral oil conservation method for maintaining collections of fungus cultures. Am J Bot 34:555–561

Chang ST. (2005). Witnessing the development of the mushroom industry in China. Acta Edulis Fungi 12 (Supplement):3–19.

Eradze E. https://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/28754-qsokos-qarthul-bazarze-35-jer-iafad-vyidith-vidreadre-ghirdaq.html?all=0&add_new=1&reply=0&rnd=1560415129.097.

Gherbawy Y., Voigt K. 2010. Molecular Identification of Fungi. Springer, pp. 501.

Gudowski, J, Lisowski A., 1988. Encyclopedia geograficznaswiata. Tom 6: Azja. – Opres, Krakow. Kobayashi H., Kusakabe I., Murakami K., 1983. Purification and characterization of two milk-clotting enzymes from Irpexlacteus. Agr. Biol. Chem. 47(3): 551-558.

Kupradze I., Jorjadze A., Arabidze A., Beltadze T., Batsatsashvili K., PaniaguaZambrana N. Y., Bussmann R. W. 2015. Ethnobiological study of Svaneti fungi and lichens: history of research, diversity, local names and traditional use. P. 101-110.

McGinnis MR, Padhye AA, Ajello L (1974) Storage of stock cultures of filamentous fungi, yeasts, and some aerobic actinomycetes in sterile distilled water. Appl Microbiol 28:218–222

Nakhutsrishvili G., Box E. O., Fujiwara K., et al. (2000) Vegetation and Landscapes of Geogia (Caucasus), as a Basis for Landscape Restoration. – Bulletin of the Institute of Environmental Science and Technology. Yokohama National University, Yokohama/Japan., vol. 26, 1:69-102

Nakhutsrishvili I. (2007) Georgian mushrooms, Tbilisi: Buneba Print. (in Georgian).

Pinkerton MH. (1954). Commercial Mushroom Growing, Benn: London.

Poppe JA. (1962). De champignonteelt en haar problem. Thesis for degree of agriculture engineer. Ghent Agricultural College. (Mushroom cultivation and its problems).

Rainer W. Bussmann, Narel Y. Paniagua-Zambrana, ShalvaSikharulidze, ZaalKikvidze, David Kikodze, David Tchelidze, Ketevan Batsatsashvili, Robert E. Hart. 2016.Plant and fungal use in Tusheti, Khevsureti, and Pshavi, Sakartvelo (Republic of Georgia), Caucasus. ActaSocietatisBotanicorumPoloniae, p. 5-45

Wang YC. (1987). Mycology in ancient China. The Mycologist (Bulletin of the British Mycological Society) 21:59–61.