აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

შრომის უსაფრთხოება მეცხოველეობაში ტრავმატიზმის დახასიათება  და შრომის პირობები, მოთხოვნები პერსონალისადმი

აგროსამრეწველო კომპლექსში მეცხოველეობას ტრავმატიზმის ხარისხის მიხედვით ერთერთი პირველი ადგილი უკავია. დაზარალებულთა დიდ ჯგუფს შეადგენენ მესაქონლეები, მწყემსები, მეცხვარეები, მწველავები, მეხბორეები, მეღორეები, მეჯინიბეები, ტექნიკოსდამთესლავები, მათ წილზე მოდის მეცხოველეობაში უბედური შემთხვევების 39,1%.
მეორე ჯგუფში (33,8%) შედიან მომუშავენი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სატრანსპორტო სამუშაოებთან და სასოფლოსამეურნეო ტექნიკის, მოწყობილობებისა და დანადგარების მომსახურებასთან (ნაკელგასატანი აგრეგატები, ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბები) _ მექანიზატორები, მეცხოველეობის ფერმებისა და კომპლექსების დანადგარების მომსახურების ზეინკლები.

დაზარალებულთა შორის ბევრია დარაჯები, რომლებიც იღუპებიან  ცხოველებთან კონტაქტის, ხანძრების დროს და სხვა. მეცხოველეობაში ტრავმატიზმის ყველა შემთხვევის 45% დაკავშირებულია დაზარალებულთა სიმთვრალესთან. ტრავმატიზმის ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება არადამაკმაყოფილებელი შრომის ორგანიზაცია (67%), უწესივრო მანქანების ექსპლუატაცია (3,15%), შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

 მეცხოველეობაში საწარმოო პროცესების თავისებურებებს მიეკუთვნება მასში არამარტო ადამიანების, არამედ ცხოველების მონაწილეობაც, აგრეთვე სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობის საკვების, მრავალფეროვანი მოწყობილობების გამოყენება. ზოგიერთ პროცესებში ჯერ კიდევ გამოყენებულია ხელის შრომა, განსაკუთრებით დამხმარე და დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში. ამის გამო საწარმოო მოწყობილობები ხშირად თავსდება არასაწარმოო მომიჯნავე შენობებში. ცხოველებთან სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ მომსახურე პერსონალი და ზოოვეტსპეციალისტები. თითოეული ცხოველის მომსახურებისას პერსონალმა უნდა იცოდეს მისი სახელი, სქესი, ასაკი, ჩვევები, ტემპერამენტი, განსაკუთრებული ნიშნები, ფიქსაციის მეთოდები.

ბაგის გარეთა მხრიდან, სადაც მოთავსებულია ავი და მოუსვენარი ზნის ცხოველები, იკიდება წარწერები, რომლებიც აფრთხილებენ პერსონალს სიფრთხილის დაცვის თაობაზე. სამუშაოდ დაიშვებიან ფიზიკურად ჯანმრთელი პირები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება, კარგად იციან საწარმოო პროცესები, მოვალეობები, აქვთ ცოდნა შრომის დაცვის სფეროში და სრულყოფილად ფლობენ საწარმოო ჩვევებს და შრომის უსაფრთხო მეთოდებს.

სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის, დეზაქტივაციის ტექნოლოგია.

მეცხოველეობის საწარმოო შენობების, დანადგარებისა და მოწყობილობებისადმი წაყენებული უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები

 საწარმოო შენობები შენდება ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობების გაბარიტების მოთხოვნების შესაბამისად. ამავდროულად ერთ მომუშავეზე უნდა მოდიოდეს შენობის ფართობის 4,5 2 და მოცულობის 15 3. საწარმოო შენობებს უნდა ჰქონდეს კარადებსა და სტელაჟებს შორის 1 მეტრი გასასვლელის სიგანე, იატაკიდან ჭერამდე 3,2 სიმაღლე, სატრანსპორტოსასაწყობო მეურნეობის სიმაღლე 3-3,2 , ფეხით სასიარულო გალერეის სიგანე 0,3-1,5 . შენობის კედლები ადვილად უნდა იწმინდებოდეს მტვრისაგან და იყოს თბომდგრადი, რათა შიგნითა ზედაპირზე არ მოხდეს ტენის კონდენსირება და მავნე ნივთიერებების დაგროვება. ზამთრის პერიოდში თბოდანაკარგების აღმოფხვრისათვის შენობის ყველა გარეთ გასასვლელებში აკეთებენ ორმაგკარებიან ტამბურებს და საჰაერო თბოსაფარს. იატაკებს აგებენ მიმდებარე ტერიტორიის ზედაპირის ზემოთ 150 მმით, ისინი უნდა იყოს სწორი, გლუვი, მაგრამ არა სრიალა და გააჩნდეს მცირე თბოგამტარობა. სინათლის ღიობებს უნდა ჰქონდეთ ფრამუგები, ან სარკმელები, მათი იატაკიდან გაღებისათვის საჭირო მოწყობილობებით. სასოფლოსამეურნეო პროდუქციის გადასამუშავებელ შენობებში ერთ მომუშავეზე გათვალისწინებული უნდა იყოს 4 2 ფართობი, ერთეულ სამუშაო ადგილებთან მისასვლელი უნდა იყოს 0,7 მდე სიგანის, მტვრის დაგროვება დაუშვებელია.

ტექნოლოგიური პროცესი უნდა ითვალისწინებდეს შრომის დაცვის უსაფრთხო  პირობებს, დაცული უნდა იყოს სახანძრო  ნორმატივები, სანიტარიისა და შრომის უსაფრთხოების პირობები. შრომის უსაფრთხო პირობების შექმნაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ უწყვეტ საწარმოო პროცესებს, დაფუძნებულს ოპერაციების ავტომატი¬ზაციაზე და რობოტიზაციაზე და ხასიათდებიან მდგრადობით, მაღალი საიმედოობით, რითმისა და რეჟიმის მუდმივობით. წარმოების ასეთი ორგანიზაცია ამცირებს ექსპლუა¬ტაციის პროცესში მომსახურე პერსონალის შეცდომათა შესაძლებლობას და ტრავმასახიფათო სიტუაციების შექმნას. მეცხოველეობის კომპლექსების პროექტირებისას უმთავრესი პრინციპია – დანადგარების გატანა ცალკე მომიჯნავე შენობებში, სპეციალური პოსტების (პულტების) შექმნა და მათი აღჭურვა კონტროლისა და ტექნოლოგიური პროცესის მართვის ხელსაწყოებით.               ავარიული სიტუაციების აღმოფხვრისათვის პროექტებში ითვალისწინებენ სარეზერვო მოწყობილობებსა და აპარატურას. ასე, კომპრესორებში, ვაკუუმ-ტუმბოებში უწესივრობის გაჩენისას ისინი დაუყოვნებლივ  უნდა იყოს გაჩერებული. განათების ავარიული ქსელი საშუალებას იძლევა ძირითადი პროცესის გაუჩერებლად დამთავრდეს ცხოველების მომსახურების სამუშაოები. სარეზერვო მოწყობილობების ღირებულებიდან გამომდინარე, მას აყენებენ იქ, სადაც ეკონომიკურად ხელსაყრელია.

შრომის უსაფრთხო პირობები გათვალისწინებული უნდა იქნას მანქანებისა და აპარატების კონსტრუქციებში და დამზადების პროცესში. შესრულებულმა გათვლებმა უნდა უზრუნველყოს მათი მდგრადობა, რათა გამოირიცხოს რღვევები და გატეხვები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ავარია და უბედური შემთხვევები. მანქანებისა და მექანიზმების უწესივრობის აღმოჩენისას მათ აჩერებენ და გამოაკრავენ პლაკატს “არ ჩართოთ სახიფათოა”. უწესივრობაზე აცნობებენ ქვედანაყოფის უფროსს. ახალი შენობების ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს სათანადო ორგანოებისა და ინსპექციების წარმომადგენლობითი კომისია.

საწარმოო შენობებში, სეირანებზე და საძოვრებზე სამუშაოების უსაფრთხოება

 ამ სამუშაოთა თავისებურება დაკავშირებულია იმასთან, რომ ცხოველები მოითხოვენ განსაკუთრებულ მიდგომას. უსაფრთხოების ზომები დამოკიდებულია ცხოველთა სახეობაზე (მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხენები და სხვა). გარდა ამისა, საჭიროა გათვალისწინებული იქნას გამოყენებული ტექნიკის სახე, წარმოების ტექნოლოგია და სხვა. ცხოველების მომსახურეობაზე დაიშვებიან სათანადო განსწავლული ინსტრუქტაჟ გავლილი პირები, რომლებმაც იციან ცხოველების ზნეჩვეულებები და მათი მოვლის წესები. ცხოველთა მომსახურებისას გამორიცხული უნდა იყოს პერსონალის ისეთი მოქცევა, რომელიც იწვევს მათ გაღიზიანებას, გაბრაზებას და დაცვით რეაქციას უხეშ მოპყრობაზე (ყვირილი, ცემა).

შრომის უსაფრთხოება მეცხოველებოაში

განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს მოითხოვენ ბუღა-მწარმოებლები. მათი შენობები და სეირანები იღობება არანაკლებ 1,5 მ სიმაღლის ლითონის ღობით. სასაქონლო ეზოებში ბუღა-მწარმოებლებს აჩერებენ ხალვათ ინდივიდუალურ მყარ ჩარჩოში. სიმტკიცეზე სადგომი მოწყობილობების გაანგარიშებისას საწყისად ღებულობენ ძალვას, რომელიც ცხოველის სამმაგი მასის ტოლი უნდა იყოს. საკვებს ბუღას ურიგებენ საკვების გასასვლელიდან. ბუღებს აბამენ ორი ლითონის ჯაჭვით, ორმხრივი დაბმის პრინციპით. მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით 6-8 თვის ასაკის ბუღას ცხვირის ტიხარში უდგამენ რგოლს, რომელსაც ქამრით აახლოებენ რქებთან. სასეირნოდ ბუღების გამოყვანა უნდა მოხდეს არანაკლებ 2მ სიგრძის ჯოხი-სატარით, რომელიც ცხვირის რგოლზე მაგრდება. არ შეიძლება ბუღებთან ერთად სასეირნოდ ფურების გამოყვანა. ბრაზიანი ზნის ბუღებს რქებზე ამაგრებენ ხის ფირფიტებს, აგრეთვე აცვამენ თვალებზე ტყავის თვალსაფარს, რომელიც ზღუდავს ცხოველის მხედველობის არეს. ასეთი ბუღების სასეირნოდ გამოყვანა უნდა განახორციელოს ორმა მეცხოველემ. აკრძალულია ბუღების საზაფხულო საძოვრებზე ყოლა საერთო ნახირში, გარდა სამომთაბაროსი.

მეცხოველეობის შენობებში დაყენებული დანადგარების მომსახურება უნდა ჩატარდეს თითოეული სამუშაოებისადმი მისადაგებულ უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციებთან შესაბამისობაში. იგივე ეკუთვნის სეირანებსა და საძოვრებს, მათ შორის ელექტროშემოღობვასაც. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს მოითხოვს საძოვრებზე და უკან ცხოველების გადადენის პროცესი. როგორც წესი, ცხოველების სეირანები იღობება.

დაგრილების პერიოდში ულაყ-მწარმოებლები უნდა იყოს მოთავსებული ბაკებში ნალებაყრილი, თითოეულ ულაყს უნდა ჩაეცვას ნიკაპის რგოლიანი ავშარი. აკრძალულია ერთდროულად სასეირნოდ ულაყ-მწარმოებლისა და ფაშატების გამოყვანა. მდინარეებში და წყალსაცავებში ცხენების საბანავებლად დაიშვებიან მხოლოდ ის პირნი, რომლებმაც იციან ცურვა. ინფიცირებული ცხოველების მომსახურეობაზე დაიშვებიან სპეციალურად მომზა-დებული 18 წელზე ასაკის ზევით პირები, რომლებიც პერიოდულად გადიან სამედიცინო შემოწმებას.

უსაფრთხოების ზომები ფერმებისა და კომპლექსების სისტემებისა და მოწყობილობების მომსახურებისას

ფერმებში ფართოდ გამოიყენება საკვების დამზადების, ნაკელის გატანის, საწველი, სამაცივრო, ელექტროგამაცხელებელი მოწყობილობები და სხვა. მათი მომსახურებისას საჭიროა დაცული იქნას უსაფრთხოების გარკვეული ზომები.

საკვებდამამზადებელი მანქანების გამოყენებისას, მათი მუშაობაში გაშვების წინ, დარწმუნებული უნდა იყვნენ მის წესივრულობაში, ჭანჭიკიანი შეერთებების სიმტკიცეში (კბილანური, ჯაჭვური, საკისრული  და ღვედური გადაცემების დამცავი გარსაცმები). ტრანსპორტიორის ლილვებს იცავენ სილოსის, ნამჯის, მცენარეული ნარჩენების დახვევისაგან, ლილვები იწმინდება მხოლოდ საფხეკებით, რომელთაც აქვთ დაგრძელებული სახელურები. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამძრავ და მიმწოდებელ მექანიზმებს, აქტიურ სამუშაო ორგანოებს, რომლებსაც მაღალი ბრუნვითი სიჩქარე გააჩნიათ. მათი გაჭედვა, ან დოლში მყარი საგნების მოხვედრა იწვევს მანქანის გატეხვასა და ავარიებს, მომსახურე პერსონალის ტრავმირებას. აკრძალულია საკვების ხელებით ჩატენა მჭრელი დოლის დამწნევი ვალცების ქვეშ, ან მიმღები ბუნკერის ყელში. დოლის ქვემოდან დაქუცმაცებული მასის გამოღება უნდა განხორციელდეს ფიწლით, ნიჩაბით, ან ფოცხით. საკვების დამქუცმაცებლების მუშაობისას აკრძალულია მასის გამოტყორცნის მიმართულების პირდაპირ დგომა, ვინაიდან მასში მოხვედრილმა ლითონის საგანმა შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა. საკვებით ციკლონების, ან მილების გაჭედვისას მანქანას აჩერებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აცლიან გაჭედილ მასას. მჭრელი აპარატების დანებისა და სხვა სამუშაო ორგანოების დათვალიერებისა და რეგულირებისას დაუშვებელია ამ ორგანოების თვითნებური შემობრუნება.

უსაფრთხოების ზომები საკვებდამამზადებელი მოწყობილობებისა და სისტემების გამოყენებისას

საკვების ლიუკიან, ყელიან მიმღებ ტევადობებს, აგრეთვე ღია ბუნკერებს უნდა ჰქონდეს დამცავი ცხაურები, ან შემოღობვები. მოწყობილობების კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს სტატიკური ელექტროობის მუხტების დაგროვების შესაძლებლობას. ბუნკერ-დამგროვებლები აღიჭურვება ჩამოსატვირთი საკვების კომპონენტების წრფივი სიჩქარის ვერტიკალური ჩამხშობებით.

საკვებდამზადება

საკვების მტვერშემცველი კომპონენტების შესანახად იყენებენ დახურული ტიპის ბუნკერებს, რომლებიც ასპირაციულ სისტემასთან არის მიერთებული.  ბუნკერების საკეტებს რეგულირებისათვის უნდა ჰქონდეთ ელექტრული და პნევმატიური მექანიზმები: საკეტების მდგომარეობის ხელით რეგულირების საჭიროებისას ძალვა არ უნდა აღემატებოდეს 150 ნ. საკვების შესანახი ტევადობის და გასაცემი ბუნკერის კონსტრუქციებმა უნდა გამორიცხოს კამარების წარმოქმნა და გათვალისწინებული იქნას მისი დამშლელი საშუალებები. საკვები საამქროების შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიურად მოქმედი ვენტილაციით, ხოლო მოწყობილობები – აფეთქებადდამცველი შესრულების ელექტროძრავებით.

სამსხვრეველების მუშაობაში გაშვების წინ საჭიროა დავრწმუნდეთ ფუნდამენტზე მისი დამაგრების საიმედოობაში, გარსაცმების სიმკვრივეში, შემოღობვების არსებობაში და გარეშე ვიბრაციებისა და ხმაურის არარსებობაში. ბრიკეტირებისათვის იყენებენ ხელოვნურად გამომშრალი მარცვალსაფურაჟე კულტურების მწვანე მასას, რომლებიც აღებულია რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის პერიოდში. ბრიკეტირებას აწარმოებენ საბრიკეტე წნეხზე, რომელიც აღჭურვილია დამგროვებელ-დოზატორით. მიმღებ კარებში მწვანე მასის მიწოდებისას აკვირდებიან მის თანაბარ განაწილებას ჯაჭვურ თამასიან ტრანსპორტიორზე. აკრძალულია ტრანსპორტიორის მოძრაობისას მასის ხელებით გასწორება, საკვების გრანულირებისას ითვალისწინებენ ბალახის ფქვილის მოსამზადებელ და გრანულატორების აგრეგატების ცალ-ცალკე განლაგებას, მექანიზმების მომსახურე ოპერატორებთან და მუშებთან შრომის უსაფრთხოების ხერხებზე დამატებით ინსტრუქტაჟს, ელექტროძრავების საიმედო ჩანულებას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფას. მუშებს, რომლებიც ახდენენ მზა ფქვილის ტარირებას, უზრუნველყოფენ დამცავი სათვალეებით, რესპირატორებით, ხელთათმანებით.

საწველი და ფერმების რძის დანადგარების მომსახურე პერსონალის ტრავმირების აცილების მიზნით, მთლიანი მოწყობილობების მონტაჟს აწარმოებენ ინსტრუქციის შესაბამისად და ექსპლუატაციას უწევენ უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. საწველი აგრეგატების მომსახურებისას აკრძალულია შესვლა ჯგუფურ დაზგაში, სადაც ფურები იმყოფება, გასასვლელებში, კარებში დგომა, შესვლა, ან გასვლა საწველ დარბაზში, როცა ხდება ფურების შეშვება, ან გამოშვება.

საწველი აგრეგატების, ფერმის რძის მოწყობილობებისა და მანქანების მომსახურებისას აკრძალულია:

–  ვაკუუმის გამტარის ექსპლუატაცია მინის მილებში ზადის არსებობისას, თერმომდგრადი მილების გამოცვლა უბრალო მინის მილებით,

–  სამანქანო განყოფილებაში ბენზინისა და სხვა ადვილად აალებადი ნივთიერების შენახვა.

წველის დამთავრების შემდეგ საწველი აპარატები და რძის გამტარები გულმოდგინედ ირეცხება სპეციალური ხსნარით. ხსნარის მომზადებისას სარგებლობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სათვალეები, რეზინის ხელთათმანები, ჩექმები, წინსაფრები).

რძის პასტერიზატორების ექსპლუატაციისას საჭიროა პერიოდულად გაკონტროლდეს დამცავი სარქველის მუშაობა, რისთვისაც ორთქლის  მიწოდებისა და გაშვების მილსადენებში აყენებენ საკეტ არმატურას. საპასტერიზაციო-გამაგრილებელი მოწყობილობების ექსპლუატაციისას არ შეიძლება მისი გადატვირთვა და წათხის გაგრილების ხაზის შეყინვის დაშვება. რძის მიწოდების შეწყვეტისას დაუყოვნებლივ იკეტება წათხის ვენტილები და ითიშება ცხელი წყლის ტუმბო. ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ორთქლის მიწოდება და გამოირთოს დანადგართან დაკავშირებული  ელექტროძრავები. ფერმებში, მწველავთა შრომის შესამსუბუქებლად, იყენებენ სიმძიმეების ასაწევ და ტრანსპორტირების მოწყობილობებს.

სამაცივრე დანადგარების მომსახურებისას იცავენ უსაფრთხოების წესებს, ხოლო მომსახურე პირები გადიან სპეციალურ ინსტრუქტაჟს და უნდა გააჩნდეთ სპეციალური მოწმობა, რომელიც იძლევა მოცემული ტიპის დანადგარების მომსახურების უფლებას. ობიექტის ადმინისტრაცია ბრძანებით ნიშნავს სამაცივრო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირს (ტექნიკური პერსონალის შემადგენლობიდან). სამაცივრო დანადგარების ექსპლუატაცია დასაშვებია, თუ მასზე დაყენებული საკონტროლო საზომი ხელსაწყოები წესივრულ მდგომარეობაშია და დაპლომბილია. ეს ხელსაწყოები რეგულარულად ისინჯება (არანაკლებ ერთხელ წელიწადში, აგრეთვე ყოველი რემონტის შემდეგ). გამთბობ მაგისტრალებზე ყველა ჩამკეტი ვენტილები, გარდა კომპრესორების ჩამკეტი ვენტილებისა, იპლომბება ღია მდგომარეობაში, პასუხისმგებელი პირის მიერ. მანქანებსა და აპარატურას შორის გასასვლელები უნდა იყოს ყოველთვის თავისუფალი, ხოლო ამ გასასვლელების იატაკები – წესივრული.

სამაცივრო მოწყობილობებში ფრეონის გადინება სახიფათოა. ჰაერში მისი 30% შემცველობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიკვდილიანობას შეხუთვისაგან, თხევადი ფრეონის თვალში მოხვედრა იწვევს დაბრმავებას, ხოლო კანზე – მოყინვას. ფრეონის გადინების დასადგენად იყენებენ ელექტრონულ ჰალოიდური გადინების მძებნელს, ხოლო ამიაკის _ სპეციალურ ქიმიურ ინდიკატორს. ფრეონულ კომპრესორებს, აპარატურასა და მილსადენებს ხსნიან მხოლოდ დამცავი სათვალეების გამოყენებით, ხოლო ამიაკის _ К მარკის აირწინაღით და რეზინის ხელთათმანებით, მას შემდეგ როცა მაცივარ-აგენტის წნევა დავა ატმოსფერულამდე და იქნება მუდმივი არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. შენობაში, სადაც განლაგებულია სამაცივრო დანადგარები, აკრძალულია ღია ცეცხლით სარგებლობა და მოწევა. მაცივარაგენტიანი ბალონები ინახება სპეციალურად გამოყოფილ სათავსში, სითბოს წყაროდან მოშორებით. გამოიყენება მხოლოდ წესივრული წყალამწე დანადგარები; ელექტროძრავისა და ტუმბოს კორპუსებს ანულებენ, ხოლო ელექტროამძრავების შეერთების ადგილებს უკეთებენ საიმედო იზოლირებას. წყალამწე დანადგარების ავზებში დაუშვებელია წნევის აწევა დადგენილზე ზევით. წყლის მექანიკურ ამწევიანი ჭები უნდა იყოს მუდმივად დახურული სახურავებით, ხოლო ჭები წყლის სხვა ხერხებით ამოღებისას-უზრუნველყოფილი ღობით. ღრმა ჭებში წყალამომღები მილების სვეტიანი ტუმბოების ჩაშვება-ამოღების სამუშაოებზე დაიშვებიან მხოლოდ ის მუშები, რომლებსაც შეუძლიათ სამონტაჟო და ტვირთამწე მექანიზმებთან მუშაობა. წყალღრმა დანადგარებზე ყველა მონტაჟ-დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებენ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. ჭებში ადამიანების ჩაშვება შესაძლებელია მხოლოდ მათში მავნე აირების არარსებობაში დარწმუნების შემდეგ, თუ ისინი აღმოჩნდა, ხდება ჭის ვენტილირება.

წუნწუხსაკრებში და ჭებში სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს მომზადება და ინსტრუქტაჟი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე, იციან მოწამვლის, დამწვრობისა და სხვა ტრავმების დროს პირველადი დახმარების წესები. ამ სამუშაოების შესრულებაზე გაიცემა განაწესი-დაშვება. ბრიგადაში უნდა იყოს არანაკლებ 3 ადამიანისა: პირველი ჭაში სამუშაოდ, მეორე – ზედაპირზე სამუშაოდ და მესამე – დაკვირვებისათვის და საჭიროების შემთხვევაში ჭაში მომუშავეთათვის დახმარების გასაწევად. ბრიგადა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სარტყელებით, განივი ქამრებითა და მათ გადაკვეთაზე ზურგს უკან რგოლზე მიბმული თოკით, შლანგური აირწინაღებით, ნაპერწკალგამომრიცხი ინსტრუმენტით, აგრეთვე დამცავი კომბინიზონებით, ხელთათმანებით, რეზინის სპეცფეხსაცმელითა და აკუმულატორიანი მაშუქებით.

ჭიდან აირების გასადენად იყენებენ ბუნებრივ განიავებას (არანაკლებ 20 წუთი), მეზობლად ზევით და ქვევით განლაგებული თვითდინებითი საკანალიზაციო ხაზის სათვალიერებელი ჭების სახურავების გაღებით, ამავდროულად სამუშაო ჭის სახურავი რჩება დახურული. ჭის განიავებისას წყალგაყვანილობის ქსელში აღებენ სამუშაო ჭის სახურავს. ხშირად იყენებენ აგრეთვე ჰაერის გაძლიერებულ და ხანგრძლივ დაწნეხვას სავენტილაციო, ან კომპრესორული დანადგარების მეშვეობით, აგრეთვე ჭების გავსებას წყლით მის შემდგომი ამოტუმბვით, ამ შემთხვევაში წყალგამტარი ჭა შეიძლება გაივსოს სახანძრო ჰიდრანტით, ხოლო თუ ის არ არის _ ავზიანი და ტუმბოიანი გადასატანი დანადგარით. აკრძალულია აირის წვით გამოდევნა.

საჭიროა აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ფერმის შიდა ტრანსპორტისა და ტრანსპორტიორების გამოყენების დროს. ეს დამოკიდებულია საკვების დამრიგებელი, ნაკელის ამკრეფისა და ტრანსპორტიორების, საკვების მიმტანი მექანიზმის გამოყენებაზე. ფერმის შიდა ტრანსპორტისა და ტრანსპორტიორების ექსპლუატაციისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული შრომის უსაფრთხოების დადგენილი წესები. საკვებდამრიგებლების მომუშავე ტრანსპორტიორების შემთხვევაში აკრძალულია საკვების ჩატენვა და ბუნკერის გაწმენდა, აგრეთვე ხალხის გადაყვანა საკვებდამრიგებლების ბუნკერებში. ხდება სტაციონალური ტრანსპორტიორ-დამრიგებლების ყველა ლითონის ნაწილების ჩანულება, ხოლო გადაცემებისა და მოძრავი სამუშაო ორგანოების დაცვა გარსაცმებით. სამუშაო ორგანოთა გაწმენდა, შეზეთვა, საკვებდამრიგებლების რეგულირება ტარდება მხოლოდ გამორთული ჩამრაზის შემთხვევაში. ლენტურ-გვარლიანი ამრევ-დოზატორიანი საკვებდამრიგებლების მომსახურებისას საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით ამძრავი დოლების მიწეპებული საკვებიდან გაწმენდისას. ეს სრულდება დაგრძელებული ხისტარიანი ნიჩბით და დაკვირვებულად, რათა ხელები არ მოხვდეს მოძრავ ლენტზე და დოლზე. განივი გადასვლების ადგილებში ტრანსპორტიორის ლენტის ზევიდან აყენებენ საფეხურიან გადასასვლელ საფენილებს. ექსცენტრიკულ მექანიზმიანი რხევითი ტიპის საკვებდამრიგებლების მუშაობისას არ შეიძლება რხევითი ღარის ტორსთან ახლოს დგომა, ამძრავი მექანიზმის შესუსტების დაშვება. გაშვების წინ ამოწმებენ ყველა შეერთების დამაგრებას და იძლევიან ჩართვის სიგნალს. ღარები გასასვლელებში და კარებთან ზემოდან იხურება ფარებით. დახრილ ტრანსპორტიორზე ნაკელის მისაწოდებელი ლიუკები იფარგლება 1,6 მ სიმაღლის მილებისაგან დამზადებული მოაჯირეებით. შენობებში, სადაც ნაკელის გამოტანისას იყენებენ თვითჩარეცხვის ხერხს, ან ჰიდროჩამორეცხვას, ყურადღება უნდა მიექცეს ცხაურს, საფენილების სამაგრების მთლიანობასა და საიმედოობას.

საფხეკიანი ტრანსპორტიორის მუშაობისას აკრძალულია შენობაში ცხოველების შეშვება და გამოშვება. მობილური და სტაციონალური საკვებდამრიგებელი ტრანსპორ¬ტიორები უნდა მუშაობდეს საექსპლუატაციო რეჟიმებში და არ სჭარბობდნენ ზღვრულად დასაშვებს. ასე,  ჰორიზონტალური ტრანსპორტიორების სიჩქარე უნდა შეადგენდეს 0,12-0,15 კმ/სთ, ხოლო მობილურების _ 4,5 კმ/სთ.

საკომპრესორო დანადგარების მომსახურებისას, ნაკელის პნევმატური ტრანსპორტი-რებისას კომპრესორის მუშაობის დროს აკრძალულია შენობის უმეთვალყურეოდ დატოვება. საფხეკიანი ტრანსპორტიორის მუშაობისას აკრძალულია შენობაში ცხოველების შეშვება და გამოშვება.

თბოტექნიკური და ელექტროგამაცხელებელი მოწყობილობების გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს ქვაბების აღჭურვას დამცავი მოწყობილობებით, წყლის დონის მაჩვენებლებით, აირის ტემპერატურის გამზომი ხელსაწყოებით, ჩამკეტი და მარეგუ¬ლირებელი არმატურით, უსაფრთხოების ხელსაწყოებით; დამცავი მოწყობილობებით შეიძლება ბერკეტ-სატვირთო ზამბარიანი პირდაპირი მოქმედების დამცავი სარქველების გამოყენება. დამცავ სარქველებს უნდა ჰქონდეთ სარქველები, დამუშავებისას სიდამწვრისაგან დასაცავად სარინი მილები. პირდაპირი მოქმედების წყალმიმნიშნებელი ხელსაწყოები და მანომეტრები დგება ვერტიკალურ სიბრტყეში, ან წინ დახრით არა უმეტეს 300-ით და აღჭურვილი დამცავი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მომუშავეთა უსაფრთხოებას მინის დაზიანების შემთხვევაში. დამცავმა მოწყობილობებმა ხელი არ უნდა შეუშალონ წყლის დონეზე დაკვირვებას. მანომეტრის სკალა უნდა იყოს ისეთი, რომ სამუშაო წნევის დროს ისარი მდებარეობდეს სკალის შუალედის მესამედში.  მანომეტრის სკალაზე დატანილია წითელი ხაზი დანაყოფზე, რომელიც ქვაბში დაშვებულ წნევას შეესაბამება, სითხის სვეტის მასის დამატებითი წნევის გათვალისწინებით.

ქვაბებზე, რომლებიც მუშაობენ თხევად საწვავზე, საწვავის ფრქვევანასთან მილგაყვანილობის შესასვლელში საწვავის სვლის მიხედვით, ჩამკეტი ბოლო ორგანოს შემდეგ აყენებენ მანომეტრს. არ შეიძლება მანომეტრით სარგებლობა, თუ მასზე არ არის პლომბი, ან შემოწმების ჩატარების დამღა, გასულია შემოწმების ვადა, ისარი ხელსაწყოს ჩართვისას არ უბრუნდება სკალის ნულოვან მაჩვენებელს იმ სიდიდეზე, რომელიც აღემატება ცდომილების ნახევარს, რომელიც დასაშვებია მოცემული მანომეტრისათვის, გატეხილია მინა, ან არის სხვა დაზიანებები. წყალგამაცხელებელ ქვაბებზე მანომეტრები განლაგებულია წყლის ქვაბში შესვლის ადგილას, ჩამკეტი ორგანოს შემდეგ, გაცხელებული წყლის ქვაბიდან გამოსასვლელში ჩამკეტ ორგანომდე, საცირკულაციო და დამატებით მკვებავი ტუმბოების შემწოვ და დამჭირხნ ხაზებზე. მანომეტრების შემოწმებას, მათი პლომბირებით, ატარებენ წელიწადში ერთხელ. 6 თვეში ერთხელ საჭიროა შემოწმდეს სამუშაო მანომეტრი სასინჯი სამუშაო მონომეტრით, რომელსაც აქვს იგივე სკალა და სიზუსტის კლასი; შემოწმების შედეგები შეიტანება სათანადო ჟურნალებში. მანომეტრის მოქმედების წესივრულობის შემოწმება სამსვლიანი ონკანებისა, ან მათი შემცვლელი საკეტი ვენტილების მეშვეობით ტარდება, ერთხელ ცვლაში.

წყალგამაცხელებელ ქვაბებში წყლის ტემპერატურის გასაზომად საჭიროა დაიდგას თერმოწყვილი ქვაბის შესასვლელში და გამოსასვლელში. წყალგამაცხელებელი საჭიროა აღიჭურვოს შემდეგი არმატურით: პირველადი თბომატარებლის მხრიდან (გამაცხელებელ მხარეს) – ჩამკეტი ვენტილით, მანომეტრითა და თერმომეტრით, თუ პირველად თბომატარებელს წარმოადგენს წყალი, გასაცხელებელი წყლის მხრიდან – მანომეტრით, დამცავი სარქველითა და გაცხელებული წყლის გამოსასვლელში თერმომეტრით. დამცველი სარქველი თვალს “ადევნებს”, რათა წყალგამაცხელებლის გასაცხელებელ ნაწილში წნევა არ აღემატებოდეს დასაშვებს 10%-ზე მეტით.

თხევად საწვავზე მომუშავე ქვაბების უსაფრთხოების ავტომატიკამ უნდა უზრუნველყოს საწვავის მიწოდების შეწყვეტა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტისას და სანთურის ჩირაღდნის ჩაქრობისას, აგრეთვე სანთურასთან საწვავის წნევის, წყალგამაცხელებელი ქვაბის გამომსვლელთან წყლის ტემპერატურის, ორთქლის ქვაბში წყლის დონისა და წნევის ზღვრული მნიშვნელობისას. ქვაბიდან ორთქლგამტარზე აყენებენ საკეტ ვენტილს, ან საკვალთს, ხოლო მკვებავ მილგაყვანილობაზე-უკუსარქველს და ჩამკეტ ვენტილს.

ქვაბები აღიჭურვება შემდეგი მილგაყვანილობებით: ქვაბის გაქრევისა და მისი გაჩერების შემთხვევაში წყლის ჩამოსაშვებად; ორთქლგაყვანილობებიდან კონდენსატის მოსაცილებლად; ქვაბის გახურებისას ჰაერის გამოსადევნად, წყლისა და ორთქლის სინჯების ასაღებად; ექსპლუატაციისას მაკორექტირებელი რეაგენტებისა და ქვაბის ქიმიური გაწმენდისას სარეცხი საშუალებების შესაყვანად.      ქვაბის წყალგამაცხელებლებისა და მილგაყვანილობების ზედაპირების ელემენტების მაღალ ტემპერატურიან, მომუშავეთათვის ხელმისაწვდომ, უბნებს ფარავენ თბური იზოლაციით, რომელიც უზრუნველყოფს გარეთა ზედაპირის ტემპერატურას არაუმეტეს 4,50, თუ გარემოს ტემპერატურა არ არის 250-ზე მეტი. ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბების არმატურა, საკონტროლო გამზომი და უსაფრთხოების ხელსაწყოები უნდა იყოს მისადგომი დაკვირვებისა და მომსახურებისათვის.

დახურული შესრულების ელექტროგამაცხელებელსა და სხვა გამაცხელებელ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ არმატურა, რომელიც უზრუნველყოფს ცხელი წყლის გაშლას ცივით გამოდევნის გზით. დაუშვებელია ვენტილებისა და სხვა საკეტი მოწყობილობების დაყენება ცხელი წყლის არინების მილზე. ელექტროგამაცხელებელი აღჭურვილი უნდა იყოს კონტროლისა და გადიდებული წნევებისა და გადახურებისაგან დამცავი საშუალებებით.

თბოგენერატორები აღიჭურვებიან დამცავი ბადურით შემწოვ ჰაერგამტარზე, მათ უნდა ჰქონდეთ ავტომატური და ხელის მართვა და დამცავი სარქველები აფეთქების ტალღის დასახშობად. სარქველების განლაგებამ უნდა უზრუნველყოს მომუშავეთა უსაფრთხოება.

თხევადი საწვავის მილგაყვანილობები საჭიროა მიუერთდეს სანთურებს იმ მოწყობილობების მეშვეობით, რომლებიც იცავენ მილგაყვანილობებს ვიბრაციის ზეგავლენისაგან. საცეცხლურის მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ თხევად და აირის საწვავზე, უნდა ჰქონდეთ ელექტროანთების სისტემა და ალის კონტროლის ხელსაწყო. საწვავის მოწოდების სისტემა უნდა იყოს დაბლოკირებული ანთებისა და ჰაერის მიწოდების სისტემასთან, აგრეთვე ჰქონდეს ალის ჩაქრობის შემთხვევისათვის, საცეცხლე კამერის ვენტილაცია. დასაშვებია ალის მეორადი ანთება ჩირაღდნის ჩაქრობისას ავტომატურ რეჟიმში ნორმალური მუშაობის პროცესში. თბოგენერატორებით მოწოდებული ჰაერის ტემპერატურა მეცხოველეობის შენობაში არ უნდა აღემატებოდეს 700.

ოთარ ქარჩავა,

ტექნიკის მეცნიერების დოქტორი