აგროსიახლეები

კახეთში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მაგისტრალური სარწყავი არხის მონაკვეთი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა.
სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.

შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 13 სოფლის (შალაური, კისისხევი, ნასამხრალი, წინანდალი, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი) დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.