აგროსიახლეები

იაპონელმა სელექციონერებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრინჯი შექმნეს

იაპონურმა კომპანია Toyo Rice Corporation-მა წარმოადგინა ბრინჯის ექსკლუზიური ჯიში, სახელწოდებით Kinmemai Premium, რომლის ერთი კილოგრამი 109 აშშ. დოლარი (300 ლარი) ღირს.
Kinmemai Premium ბრინჯი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძვირ ბრინჯად აღიარებული და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, _ წერს Oddity Central.

ბრინჯის სიძვირე გამოწვეულია კომპანიის მიერ შემუშავებული უნიკალური ტექნოლოგიით.

მარცვლის დამუშავებას კი ექვსი თვე სჭირდება, რომლის ყოველი მარცვალი ხელით ირჩევა.

წარმოებისას თითოეული მარცვლიდან ამოღებულია უვარგისი ცვილის ფენა, ხოლო მარცვლის სტრუქტურა და ყველა მისი სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გამოყვანილი ბრინჯის ახალი ჯიში გამორჩეული პროდუქტია, რომელიც  შეიცავს ბევრად უფრო სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ვიდრე სხვა ჯიშები. ამასთან ერთდ პროდუქტს აქვს უნიკალური არომატი და ტკბილი გემო.