აგროსიახლეები

გაზონი და დეკორატიული მცენარეები

ეზოების, გაზონების, სახლის მიმდებარე ლანდშაფტების კეთილმოწყობისა და ესთეტიკურად გაუმჯობესების სურვილი ადამიანებში სულ უფრო მატულობს, შესაბამისად იზრდება გაზონების და დეკორატიული მცენარეების ინდუსტრიაც.
კეთილმოწყობილი კერძო თუ მრავალბინიანი სახლების მშენებლობასთან ერთად მუდმივად მატულობს გაზონებსა და დეკორატიულ კულტურებზე მოთხოვნა.

ამ მიმართულებით მომუშავე სანერგეები სულ უფრო აფართოებენ წარმოებას და მომხმარებელს დეკორატიული მცენარეების და გაზონების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ.

მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ გაზონებისა და დეკორატიული მცენარეების გაშენება და ინტენსიური მოვლა დადებითად მოქმედებს გარემოზე, ისევე როგორც ეზოების კეთილმოწყობაზე ზრუნვა და მოვლა დადებით გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ კარგად მოვლილმა ეზომ,  გაზონების ესთეტიკურობამ და მრავალფეროვანმა გამწვანებამ  უძრავი ქონების ღირებულება შეიძლება 5-დან 15%-მდე გაზარდოს.