აგროსიახლეები

2024 წელს რუსეთში ღვინისა და კონიაკის წარმოებამ 60 მილიონ დეკალიტრს  გადააჭარბა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შარშან რუსეთის მეღვინეებმა დაახლოებით 61 მილიონი დეკალიტრი (610 მილიონი ლიტრი)  ღვინო და კონიაკი აწარმოეს, რაც 13,4%-ით მეტია 2023 წელის მაჩვენებლებთან შედარებით. კერძოდ, დამზადდა 32,6 მლნ დეკალიტრი წყნარი, სუფრის ღვინო (ზრდა 8,6%-ით წინა წელთან შედარებით), 17,6 მლნ დეკალიტრი ცქრიალა ღვინო (+24,7%), 1,1 მლნ დეკალიტრი შემაგრებული ღვინო (+29,6%) და 9,7 მლნ დეკალიტრი კონიაკი 10,2%) (+).
რუსეთში ღვინის ტრადიციული მწარმოებელი რეგიონებია: კრასნოდარის მხარე (წარმოების მთლიანი მოცულობის 35,8%), ოკუპირებული ყირიმი (16,1%) და დაღესტანის რესპუბლიკა (13,7%).

მომხმარებლები, ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად უპირატესობას ადგილობრივ ღვინოებს ანიჭებენ, შედეგად, გაყიდვების მოცულობა, როგორც საცალო, ასევე საზოგადოებრივი კვების სექტორში, ყოველწლიურად იზრდება.

როგორც „რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ფედერალური თვითრეგულირების ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი პეტრე ეფრემოვი აღნიშნავს, ღვინის წარმოების ზრდის მთავარი ფაქტორი რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ შემოღებული დამცავი მექანიზმებია, რომელიც რუსეთის მევენახეების და მეღვინეებისათვის  ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთში ათასობით ჰექტარზე შენდება ახალი ვენახები, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან წარმოებაში, რაც სულ უფრო მეტი სხვადასხვა კატეგორიის ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა.

პეტრე ეფრემოვი დარწმუნებულია, რომ რუსული ღვინისადმი ინტერესი გაიზრდება და ადგილობრივი მეღვინეები შეძლებენ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ღვინოები შესთავაზონ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოო პორტფელი უკვე ასახავს ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს, მათ შორის მზარდი მოთხოვნა ღია თეთრ, ღია წითელ და ცქრიალა ღვინოებზე.

2022 წლიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სტიმულირების სპეციალურ ფედერალურ პროექტს ახორციელებს, რომელიც  მევენახეებისა და მეღვინეების ყველაზე პოპულარულ და ფერმერებზე მორგებულ მხარდამჭერ პროექტებს აერთიანებს.

ამას გარდა, ფერმერებს შეუძლიათ რუსეთის მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ინსტრუმენტებით ისარგებლონ, რომელიც მოიცავს აგროწარმოების, გადამმუშავებელი მრეწველობის, სანერგეების, აგროტურიზმის, საოჯახო მეურნეობების, აგროდაზღვევას, შეღავათიანი იჯარის, მიწის მელიორაციისა და ექსპორტის მხარდაჭერას გრანტებით, სუბსიდიებით, შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი სესხებით და სხვა ინიციატივებით.

2025 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო სტანდარტი GOST R  ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო რეკომენდაციებს რესტორნების, კაფეებისა და ბარებისთვის ღვინის რუკის შექმნის შესახებ, და მომხმარებლისთვის პირველ რიგში რუსული პროდუქციის შეთავაზებას, რომ სია უნდა იწყებოდეს რუსული პროდუქტებით, სპეციალური განმარტებებით, რათა მომხმარებელმა უკეთესად შეძლოს ორიენტირება და ადგილობრივ პროდუქციაში გარკვევა.

ღვინის ასეთი რუკები მსოფლიოში მომხმარებელს დაეხმარება უკეთ გაიცნონ რუსული მეღვინეობის სამყაროში. სახელმწიფო სტანდარტით რეკომენდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებული ღვინოების სიაში რუსეთი მეღვინეობის პროდუქტების წილი 20%-ზე ნაკლები არ იყოს.

წყარო: რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო