ქალაქ კარლსრუეში ღვინის ფესტივალი „ევრო ვინო“ გაიხსნა
დღეს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ღვინის ფესტივალი „ევრო ვინო“ გაიხსნა.
გამოფენაზე განთავსებულმა ქართული ღვინის სტენდმა -„გეორგიშე ვაინ ზამლუნგ“ ფესტივალის სტუმრების, სომელიეების და ჰორეკა სექტორის პროფესიონალების დაინტერესება გამოიწვია.
წლეულს „ევრო ვინოზე“ ორგანიზატორები 7000 მდე სტუმარს ელოდებიან.
ფესტივალზე წარმოდგენილია ქართული ყურძნის ჯიშებისგან: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში და სხვა მომზადებული სხვადასხვა სტილის ღვინოები.