აგროსიახლეები

რძის ხარისხის გაუმჯობესებისთვის — ახალციხეში ანალიზატორების გამოყენების პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა

რძის ანალიზატორების სწორი გამოყენებისა და მოვლის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგების სერია კომპანია „როქმა“ და „იდეაჰაბმა“ ამჯერად ახალციხეში გაიმართა.
გასვლითი სემინარი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ფერმერებისა და რძის გადამმუშავებელი პუნქტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

ტრენინგი განხორციელდა LAND O’LAKES VENTURE 37-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, SQL პროექტის ფარგლებში. მისი ძირითადი მიზანი იყო რძის ანალიზატორების შესაძლებლობებისა და სწორი გამოყენების ტექნიკის გაცნობა, რაც მნიშვნელოვანია რძის ხარისხის გაუმჯობესებისა და სურსათის უვნებლობისთვის.

სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. მონაწილეებმა დეტალურად გაიარეს შემდეგი საკითხები:

  • რძის ხარისხის ძირითადი მაჩვენებლები და მათი ანალიზის სწორად გაშიფვრა;

  • ანალიზატორების ტექნიკური მახასიათებლები და ნიმუშების მომზადების პროცედურები;

  • უსაფრთხო გამოყენების წესები, ყოველდღიური მოვლის რეჟიმი და სისტემატური გაწმენდისა და კალიბრაციის მნიშვნელობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ „როქის“ წარმომადგენელი დავით ბოსტაშვილი და „იდეაჰაბის“ სპეციალისტი ილია თიღილაური, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და რეალური მაგალითებით აჩვენეს, როგორ მიიღონ უფრო ზუსტი და საიმედო ანალიზის შედეგები.

მონაწილეთა აქტიური ჩართულობა და მაღალი ინტერესი ცხადყოფს, რომ მსგავსი შეხვედრები პრაქტიკულ სარგებელსთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რძის ხარისხის გაუმჯობესებასა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში.