საქართველო და აზერბაიჯანი ჩინეთიდან ევროპისკენ ახალ სატრანზიტო მარშრუტში ერთვებიან — ტვირთბრუნვა შუა დერეფნით იწყება
ჩინეთმა ახალი სატრანზიტო მარშრუტთ, რომელიც კვლავ აზერბაიჯანისა და საქართველოზე გაივლის ევროპისკენ პირველი სატვირთო მატარებელი გააგზავნა.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზის კორპორაციის (China Railway) პეკინის ფილიალი იუწყება, მატარებელი ივლისის დასაწყისში გავიდა ფანშანის სადგურიდან (პეკინის რეგიონი) და 104 სტანდარტული კონტეინერი გადააქვს, რომელთა ღირებულება 15 მილიონ იუანს (დაახლოებით 2.093 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება. ტვირთი მოიცავს ავტონაწილებსა და მექანიკურ მოწყობილობებს.
განასაზღვრული მარშრუტი მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო და კვლავ სარკინიგზო მონაკვეთებს და წარმოადგენს ე.წ. „მულტიმოდალურ ტრანსპორტირების“ სქემას. მატარებელი ჯერ ხორგოსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით მიემართება ყაზახეთის კასპიის პორტ აქტაუში, საიდანაც ტვირთი ზღვით გადაინაცვლებს აზერბაიჯანის პორტ ალიათში, შემდეგ კი ბაქოში – უკვე რკინიგზით.
მთლიანად მარშრუტის სიგრძე 8,000 კილომეტრს აღემატება და ტრანზიტის საშუალო დრო დაახლოებით 15 დღეს შეადგენს. ბაქოში ჩასვლის შემდეგ, ნაწილობრივი ტვირთი გადანაწილდება საქართველოზე, თურქეთზე, სერბეთზე და სხვა რეგიონულ ქვეყნებზე.
როგორც ფანშანის საერთაშორისო მშრალი პორტის მმართველმა დირექტორმა ვან ჩუანმენმა განაცხადა, ეს გზა წარმოადგენს ე.წ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, იგივე შუა დერეფნის) ნაწილს — სამხრეთის მარშრუტს გლობალურ ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ქსელში.
„მულტიმოდალური სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გადაზიდვის დროს ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით და აფართოებს გეოგრაფიულ არეალს. ეს ეხება კასპიისპირა, შავიზღვისპირა და ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს, აგრეთვე ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას“, – აღნიშნა ჩუანმენმა.
ჩინეთის რკინიგზის კორპორაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს პეკინისა და მიმდებარე რეგიონების საწარმოებისთვის უფრო ეფექტური ლოგისტიკის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ხარჯებს, გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და გაამყარებს ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.
წყარო: Caliber.Az