აგროსიახლეები

დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა.
რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე საფერავი, 7 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.