ელექტრონული კვერცხი _ ინოვაციური გზა ფერმაში კვერცხის დაზიანების შესამცირებლად
თანამედროვე ფერმერულ მეურნეობებში დანაკარგის შემცირება და პროდუქტიულობის ზრდა სულ უფრო მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე.
გერმანულმა კომპანიამ Bröring Technology GmbH შექმნა უნიკალური ინოვაცია — „ელექტრონული კვერცხი“, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირებისას ქათმის კვერცხების დაზიანებას.
ინოვაციური ელექტრონული კვერცხის მონიტორი, რომელიც ზუსტად აღრიცხავს დაზიანებას კვერცხების ბუდიდან შესაფუთ კონტეინერებამდე ტრანსპორტირებისას გვერდით კედლებთან ან კონვეიერის ლენტაზე გადატანის პროცესში ერთმანეთთან შეჯახებას. ამ დროს კვერცხი ხშირად იბზარება ან ტყდება, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს იწვევს.
ეს ჭკვიანი მოწყობილობა ვიზუალურად ასახავს დაზიანებებს: კვერცხზე დაზიანება ჩნდება ფერის ცვლილებით, პარალელურად მონაცემები ფიქსირდება სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ანალიზის საფუძველზე ფერმერებს შეუძლიათ ტრანსპორტირების პროცესის ოპტიმიზაცია და დაზიანებული კვერცხების რაოდენობის შემცირება.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის დანერგვამ კვერცხების დაზიანება ორჯერ შეამცირა.
როგორ მუშაობს ელექტრონული კვერცხი
მოწყობილობა ზუსტად აფიქსირებს ყველა მექანიკურ ზემოქმედებას — დარტყმებს სხვა კვერცხებთან, კონვეიერის კიდეებთან შეჯახებებს, სიმაღლის ცვლილებებს და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ხშირად იწვევს ბზარებსა და ფინანსურ ზარალს.
2025 წლის ივლისში კომპანიას მიმართა ერთმა მსხვილმა ქათმის ფერმამ, სადაც 700 000 კვერცხმდებელი დედალი ჰყავდათ. პრობლემა სერიოზული იყო — კვერცხების დაახლოებით 12% ზიანდებოდა. კომპანიის გუნდმა, ელექტრონული კვერცხის, FEST მოდელის ტესტერისა და გამოცდილ მექანიკოსთა დახმარებით, კონვეიერის სისტემის ოპტიმიზაცია შვიდი ფერმის მასშტაბით დაიწყო.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ კვერცხის გარსის სიმტკიცე 35-დან 55 ნიუტონ-მეტრამდე მერყეობდა, რაც ტექნოლოგიურად მისაღები, მაგრამ არასრულყოფილი იყო. სწორედ ამიტომ „ელექტრონული კვერცხი“ გამოიყენეს სისტემის სუსტი წერტილების დასადგენად. მოწყობილობა რეალურ დროში ზომავს დარტყმის ძალას და ვიზუალურად აფრთხილებს ოპერატორს მწვანე, ყვითელი ან წითელი ნათებით.
გარდა ამისა, Wi-Fi-ით დაკავშირებულ პლანშეტზე ზუსტად აჩვენებს G-მაჩვენებლებს და ინახავს ისტორიულ მონაცემებს, რაც ინჟინრებს ეხმარება წინა გაზომვებთან შედარებაში. ოპტიმიზაციის პროცესში გამოვლინდა 20-მეტრიანი კონვეიერის მონაკვეთი, რომელსაც სჭირდებოდა კორექტირება.
აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების გასწორების შემდეგ შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა:
კვერცხების დაზიანების მაჩვენებელი 12%-დან 6%-მდე შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ დღეში ფერმამ დაახლოებით 40 000 კვერცხით მეტი შეინარჩუნა, რაც 0.05 ევროს ერთეულის ფასით დღეში 2000 ევროს ეკონომიას უდრის.
ტექნოლოგია იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ კომპანია უკვე მუშაობს მოწყობილობის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, მონაცემთა უფრო სიღრმისეული ანალიზის და ავტომატიზირებულ სისტემებთან ინტეგრაციის მიზნით.
„ელექტრონული კვერცხი“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის სმარტტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის ყოველდღიურ პრაქტიკას. მსგავსი ინოვაციები არა მხოლოდ ამცირებს დანაკარგებს, არამედ გლობალურ აგროსექტორში ფერმერთა კონკურენტუნარიანობას აძლიერებს.
წყარო: Bröring Technology GmbH

