აგროსიახლეები

გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება

პროექტის ,,გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)”  ეგიდით იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და კახეთში გეოგაპის სტანდარტის დანერგვის თემაზე ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგები პროექტის 60 მონაწილისთვის გაიმართა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით გეოგაპის სტანდარტის დანერგვის პროცედურებზე.

მონაწილეებს ასევე მიეცათ პრაქტიკული რჩევები გეოგაპის სტანდარტის ეფექტიანად გამოყენების შესახებ ბიზნესის გაუმჯობესებისთვის.

პროდუქტის მიკვლევადობის, ხარსხისა და უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა გეოგაპის პლატფორმა (www.geogap.ge), სადაც 80-მდე ფერმერი არის რეგისტრირებული.

„გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ არის სამწლიანი (2023-2025) პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.