ბოლო 10 წელიწადში საქართველოში სასურსათო ხორბლის მოხმარება 11%-ით შემცირდა
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხორბლის სასურსათო მოხმარება 11%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ საკვებად 546 ათასი ტონა ხორბალი მოიხმარა მოხდა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 640 ათას ტონას შეადგენდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ ყველაზე მეტი სასურსათო ხორბალი 2020 წელს (643 ათასი ტონა) მოიხმარა.
სასურსათო ხორბლის მოხმარების მაჩვენებელი 2015-2024 წლებში:
- 2015 წელი – 635 ათასი ტონა;
- 2016 წელი – 623 ათასი ტონა;
- 2017 წელი – 645 ათასი ტონა;
- 2018 წელი – 642 ათასი ტონა;
- 2019 წელი – 638 ათასი ტონა;
- 2020 წელი – 643 ათასი ტონა;
- 2021 წელი – 624 ათასი ტონა;
- 2022 წელი – 585 ათასი ტონა;
- 2023 წელი – 559 ათასი ტონა;
- 2024 წელი – 564 ათასი ტონა.
რაც შეეხება წარმოებას, საქსტატის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 18.2%-ით გაიზარდა.
2015 წელს ქვეყანაში 126 ათასი ტონა ხორბალი აწარმმოა, ხოლო 2024 წელს _ 149 ათასი ტონა. ამავე პერიოდში ხორბლის იმპორტი 649 ათასი ტონიდან, 546 ათას ტონამდე შემცირდა.
წყარო: https://www.bpn.ge/

