მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.
დაფინანსება მიმართული იქნება ადგილობრივი მეციტრუსეების მხარდაჭერისა და მოსავლის შეუფერხებელი ჩაბარება-გაყიდვის უზრუნველყოფისკენ, რაც ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.