აგროსიახლეები

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს

ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოსაწესრიგების მიზნით ამ ეტაპებზე ქარჩხაპის მარცხენა გამანაწილებელი არხის დანალექი და დეფორმირებული მონაკვეთები იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდსა და გოჩაჯიხაიშში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში ღანირი-ნაბაკევის წყალმომხმარებლებს _ 130 ჰექტარ ფართობზე. ასევე გაიზრდება არხის გამტარობა, რითაც არხის მიმდებარედ განთავსებული სავარგულების დატბორვის რისკი შემცირდება.