აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

ჯუნგლების ქათამი (Gallus sonneratii) – შინაური ქათმის ეგზოტიკური წინაპარი

ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი თანამედროვე შინაური ქათმების გენეტიკაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ინდოეთის ნახევარკუნძულის ენდემურმა ბინადარმა  ჯუნგლების ქათამმა.  

ეს ფრინველი გარეული ქათმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეობაა, რომელიც ძირითადად ინდოეთის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება.

ძირითადი მახასიათებლები

  • მამალი გამოირჩევა მოოქროსფრო-ნაცრისფერი შეფერილობის ბუმბულით, რომელსაც წვრილი ზოლები დაჰყვება. ყელის ბუმბული გრძელი და ვიწროა, აქვს მკვეთრი ნარინჯისფერ-ყვითელი ლითონისებრი ბზინვარება და შავი არშია. თავზე ამშვენებს გამოკვეთილი წითელი ბიბილო, კუდი კი გრძელი და მუქი აქვს.
  • დედალი მამლისგან განსხვავებით მოყავისფროა, ქვედა ნაწილში თეთრი და შავი წინწკლებით. ასეთი შეფერილობა საუკეთესო შენიღბვაა ტყიან გარემოში მტაცებლებისგან თავის დასაცავად.
  • უპირატესობას ანიჭებს მშრალ ფოთლოვან ტყეებს, ბამბუკის რაყებსა და კლდოვან ბორცვებს.
  • სონერატის ქათამი საკმაოდ ფრთხილი ფრინველია. თავის დასაცავად ურჩევნია ტყეში სირბილით მიიმალოს სადმე, ვიდრე გაფრინდეს. აქვს   მკვეთრი და სპეციფიკური ხმა, რაც ბუნებაში შორიდანვე ისმის.

მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ რუხი მამლისგან მემკვიდრეობით მიიღო თანამედროვე შინაური ქათმების ბევრმა ჯიშმა ფეხების ყვითელი პიგმენტი. ეს გენი სწორედ Gallus sonneratii-სგან მოდის.

  • გამრავლება: მათ შეუძლიათ გამრავლება თითქმის მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ბუდობის პიკი თებერვალსა და მარტშია.
  • კვერცხდება: დედალი ჩვეულებრივ 4-დან 5-მდე თეთრ ან ჩალისფერ კვერცხს დებს.