აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

ტრიუფელის მოყვანა აგრონომიული მხარდაჭერისა და მიკრობული ინოკულანტების ახალ ეტაპზე გადადის

ტრიუფელი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დელიკატესი, რომლის ფასიც კილოგრამზე შესაძლოა 1140 დოლარს აღემატებოდეს, მეტად მომგებიანი ბიზნესია, თუმცა, ეს დარგი კვლავ არაპროგნოზირებადია.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრიუფელის მოყვანა დამოკიდებულია არა მხოლოდ ნიადაგის მდგომარეობაზე, არამედ რთულ მიწისქვეშა ეკოსისტემაზე, რომლის ფორმირებაშიც, შესაძლოა, თავად ტრიუფელიც იღებდეს მონაწილეობას.

ეს ნიშნავს, რომ ნიადაგის მიკრობიომის სწორი კორექტირებით, მოსავლიანობის მნიშვნელოვნად გაზრდაა შესაძლებელი.

სტერლინგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის და კომპანია Mycorrhizal Systems Ltd-ის დამფუძნებლის, პოლ . თომასის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა ტრიუფელის პლანტაციები შეერთებულ შტატებში. მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს იმ ხეების ნიადაგი, რომლებზეც შავი ტრიუფელი ხარობს და იმ ხეების ნიადაგი, სადაც ეს პროცესი არ მიმდინარეობს.

ჯგუფმა აღმოაჩინა მკაფიო ქიმიური და ბიოლოგიური განსხვავებები. მეცნიერებმა პირველად შეძლეს იმის ჩვენება, თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ტრიუფელის სოკო, მასპინძელი ხე, ნიადაგის მიკრობული თანასაზოგადოება და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა.

ტრიუფელი, როგორც ეკოსისტემის არქიტექტორი

კვლევის მიხედვით, ტრიუფელი აქტიურად ცვლის თავის მიწისქვეშა გარემოს ისე, რომ ხელი შეუწყოს საკუთარი ნაყოფის განვითარებას. ეს პროცესი ქმნის პირობებს, რომლებიც სასარგებლოა როგორც მასპინძელი ხისთვის, ისე თავად სოკოსთვის.

პროფესორი თომასი განმარტავს: ტრიუფელის მოსაყვანად ვარგის ნიადაგებში ორგანული ნივთიერებებისა და აზოტის შემცველობა დაბალი იყო, ხოლო რკინისა და მაგნიუმის მაღალი. იქ ბაქტერიული და სოკოვანი თანასაზოგადოებები უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ეს შედეგები გვაფიქრებინებს, რომ წარმატება დამოკიდებულია არა ცალკეული მიკროორგანიზმების არსებობაზე, არამედ ნიადაგის ეკოსისტემის საერთო ფუნქციონირებაზე“.

პრაქტიკული სარგებელი მწარმოებლებისთვის

კვლევა, რომელიც ჟურნალ Microbiological Research-ში გამოქვეყნდა, მსოფლიო ტრიუფელის ინდუსტრიისთვის (რომელიც 2030 წლისთვის 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს) შემდეგი შესაძლებლობების მომტანია:

  • რაც გააუმჯობესებს ტრიუფელის ბაღების მართვას;
  • ინოკულანტების გამოყენება მოსავლიანობის სტიმულირებისთვის;
  • ახალი ბაღების გაშენებისას მეწარმეები უფრო დაცულები იქნებიან;
  • ნიადაგის მონიტორინგის თანამედროვე ინსტრუმენტების შექმნა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ მიკროორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ტრიუფელის ნაყოფიერებასთან არიან დაკავშირებული. ამჟამად ვსწავლობთ მათ, რათა დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება ბაღებში წარმოების სტიმულირებისთვის“, — დასძინა პროფესორმა თომასმა.

წყარო: სტერლინგის უნივერსიტეტი