აგროტექნოლოგიებიდარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ინტენსიური სუქების რაციონის ფორმირება _ სწრაფი ზრდისა და მაქსიმალური წონის ფორმულა

ინტენსიური სუქების  ტიპის კვება მიზნად ისახავს ცხოველის ეფექტურ ზრდას, საკვების საუკეთესო კონვერსიას (ათვისებას) და ნაკლავის სწრაფ კონდიციამდე მიყვანას. დაბალანსებული რაციონი უზრუნველყოფს წონის სწრაფ მატებას ჯანმრთელობის რისკების გარეშე.

გთავაზობთ საკვანძო ფაქტორებს, რომლებიც ინტენსიური სუქების  რაციონის შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ:

ენერგია წონის მატების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი ენერგიული საკვებით, რათა ხელი შეუწყოს კუნთოვანი მასის განვითარებასა და ცხიმის დაგროვებას.

  • გამოიყენეთ მარცვლეული: სიმინდი, სორგო, ქერი;
  • ენერგიის გასაზრდელად და საკვების გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად დაამატეთ მელასა (ბადაგი);
  • მოერიდეთ ჭარბ უჯრედისს: ზედმეტი ბოჭკო ამცირებს ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • ენერგიის დოზა გაზარდეთ ეტაპობრივად, რათა თავიდან აიცილოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.

ცილა (პროტეინი)

პროტეინი აუცილებელია კუნთების ზრდისა და ქსოვილების აღდგენისთვის.

  • მოზარდი ცხოველებისთვის საჭიროა დაახლოებით 14-16% ნედლი პროტეინი.
  • დასრულების (ფინიშის) ეტაპზე საკმარისია 12-14% ნედლი პროტეინი.
  • პროტეინის საუკეთესო წყაროებია: მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, მიწისთხილის კოპტონი და იონჯის თივა.

ბოჭკოს კონტროლი ფაშვის ჯანმრთელობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური სუქების  რაციონი კონცენტრირებულ საკვებზეა დაფუძნებული, ბოჭკო მაინც მნიშვნელოვანია.

  • ინარჩუნებს ფაშვის ფუნქციას.
  • თავიდან აცილებთ აციდოზსა და შებერილობას.
  • ასტიმულირებს ღეჭვასა და ნერწყვის გამოყოფას.
  • რეკომენდაცია: რაციონში ჩართეთ 10-15% მაღალი ხარისხის თივა ან სილოსი.

ეტაპობრივი ადაპტაცია კონცენტრატებზე

საძოვრიდან მაღალკონცენტრირებულ კვებაზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელა.

  • ადაპტაციის პერიოდი: 10-14 დღე.
  • დაიწყეთ უხეში საკვების (თივის) მაღალი დოზით და ნელ-ნელა გაზარდეთ კონცენტრატების წილი.
  • ეს დაგიცავთ აციდოზისა და საკვებზე უარის თქმისგან.

მინერალური და ვიტამინური დანამატები

დაბალანსებული მინერალები კრიტიკულია ზრდის ტემპისთვის.

  • კალციუმი და ფოსფორი: ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის.
  • მარილი: აუმჯობესებს მადას და საკვების მიღებას.
  • მიკროელემენტები: აძლიერებს იმუნიტეტს. ყოველთვის გამოიყენეთ მინერალური პრემიქსი.

გემოვნური თვისებები და წყალი

  • ცხოველი მეტს ჭამს, როცა საკვებს სასიამოვნო სუნი და გემო აქვს. გამოიყენეთ მელასა (2-5%) და მოერიდეთ დაობებულ ან მტვრიან საკვებს.
  • წყლის ნაკლებობა ზრდას აჩერებს. ინტენსიური სუქების ხარი დღეში 30-60 ლიტრ წყალს სვამს. წყალი უნდა იყოს სუფთა და გრილი.

ინტენსიური სუქების  რაციონის სანიმუშო სქემა (ზოგადი სახელმძღვანელო):

  • 50% – ენერგიის წყარო (სიმინდი/ქერი/სორგო);
  • 20% – ცილოვანი დანამატები (შროტი/კოპტონი);
  • 25% – უხეში საკვები (თივა/სილოსი);
  • 3% – მელასა;
  • 2% – მინერალური ნარევი + მარილი.

პროფესიონალური რჩევები მაქსიმალური წონამატისთვის:

  1. აჭამეთ ცხოველებს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს;
  2. სუქების დაწყებამდე აუცილებლად ჩაატარეთ დეჰელმინთიზაცია (დამუშავება ჭიებზე) და ვაქცინაცია;
  3. დააჯგუფეთ ცხოველები ზომისა და ასაკის მიხედვით;
  4. რეგულარულად გაასუფთავეთ საკვებურები და დაიცავით სიმჭიდროვის ნორმები.

სამიზნე მაჩვენებელი: სწორად შერჩეული რაციონით მეხორცული მიმართულების საქონელმა დღეში 1.0 1.5 კგ უნდა მოიმატოს.

კარგად  შედგენილი და დაბალანსებულირაციონი აჩქარებს ზრდის ტემპს, ამცირებს სუქების პერიოდ და მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს მოგებას.

Nile Feeds & Swagx-ის მასალების მიხედვით

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა