ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანი კულტურების მყნობის აქტიური პროცესი მიმდინარეობს
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ტრიფოლიატის საძირეებზე ციტრუსოვანი კულტურების სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის მყნობის პროცესი მიმდინარეობს.
სამუშაოები „ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც რეგიონში ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება და ციტრუსოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაა.
წლეულს ჩაქვის სანერგეში ტრიფოლიატის საძირეებზე 30 000 ძირი ციტრუსოვანი კულტურის ნერგის დამყნობაა დაგეგმილი.
საგამოვდგომო და საწარმოო ჯიშების სპექტრი მრავალფეროვანია და მოიცავს:
- საადრეო და საგვიანო მანდარინს;
- ვაშინგტონ ნაველს;
- ფორთოხალ „ნაველინას“;
- გრეიპფრუტს;
- ლიმონ „მეიერს“;
- კინკანს.
ჩაქვის სანერგე მეურნეობაში წარმოებული მაღალი ხარისხის სარგავი მასალა მყარ საფუძველს შექმნის რეგიონში ახალი ციტრუსის ბაღების გასაშენებლად. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციტრუსოვანი კულტურების წარმოების გაძლიერებასა და აჭარის ადგილობრივი აგრარული პოტენციალის უფრო ეფექტიან ათვისებას.

