დარგებიმემცენარეობა

საპნის ხე – (Sapindus Saponaria L.)

საპინდუსისებრთა ოჯახში შემავალი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი 15 მ-მდე სიმაღლის ხემცენარეა, მორიგეობით განლაგებული ფრთართული ფოთლებით. აზიისა და ამერიკის ტროპიკულ რაიონებში 15 სხვადასხვა სახეობის მცენარე გვხვდება. საპნის ხის კულტურა საინტერესოა მაღალი ტექნიკური თვისებების მქონე პროდუქციით, რის გამოც მისი გაშენების კარგი შესაძლებლობაა ჩვენს სუბტროპიკებში.

საპნის ხის ნაყოფი შეიცავს 38%-მდე საპონინს. საპონინი თეთრი ფერის ფხვნილია, აქვს მწარე გემო, წყალში გახსნისას ძალიან ადვილად და ძლიერად ქაფდება. იგი რთულ ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ფენოლებთან  ქმნის მდგრად მოლეკულურ შენაერთებს, ამიტომ მას იყენებენ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობის განსაზღვრისათვის. საპონინს, როგორც ქაფის კარგ მომცემს, იყენებენ ცეცხლმქრობის დასატენად და ლუდის და სხვა შუშხუნა სასმელების დასამზადებლად. საპონინს მედიცინაში იყენებენ, როგორც ნახველის ამოსაღებ და შარდსადენ საშუალებას. საპონინისაგან დამზადებულ საპონს იყენებენ ჰიგიენური თვალსაზრისით. ის კარგი ინსექტიციდია და შეიძლება გამოიყენონ ფუნგიციდების დასამზადებლად. გამოსაყენებელია აგრეთვე მცენარის მერქანი ავეჯის და სხვადასხვა ხის ნაკეთობათა დასამზადებლად.

 

ჩვენს სუბტროპკებში მოიპოვება საპნის ხის 3 ბოტანიკური სახეობა: Sapindus Saponaria L., S Mukorossi; S. Drummondi L. საპნის ხე ეკუთვნის საპინდაცეას ოჯ-ახს. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ფართოდაა გავრცელებული ბრაზილიასა და ჩილეში. საპნის ხე წარმატებით განვითარდა ასევე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინდოეთში, ალჟირში, ტუნისში, მაროკოში, მადაგასკარზე, ჩინეთში. დიდი სამ-რეწველო პლანტაციებია ამერიკის შეერთებულ შტატებში (სამხრეთ ფლორიდასა და კალიფორნიაში).

  1. Saponaria L. ფოთოლმცვენი, მაღალი ტანის მცენარეა, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, შტამბი სწორი, ლამაზად აზიდული აქვს, მერქანი თეთრია, საკმაოდ მკვრივი და გამძლე. ფოთლები ფრთართულია, 10 სმ სიგრძის, 7-9 ლანცეტური ან მოგრძო ოვალური წაწვეტებული ფოთოლაკებისაგან შემდგარი, რომელსაც მბზინავი, მწვანე ფერის აქვს.

ყვავილები მომწვანო თეთრი ფერისაა, საგველისებრ ყვავილედებით შეკრული. ვითარდებიან ყლორტის ბოლოებზე. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მოზრდილი ალუბლის ოდენაა, რბილი, ხორციანი გარე ნაყოფით.

გარენაყოფი პირველ ხანებში მწვანეა, დამწიფებისას არასასიამოვნო სუნის მქონე, წაბლისფერი, თითქმის გამჭირვალე, გაშრობისას კი ჭკნება და ნაოჭდება. გარენაყოფი ადვილად სცილდება, იგი საპონინს შეიცავს, რისთვისაც მას საპნის ნაცვლად ხმარობენ. ამით აიხსნება, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ მცენარის ნაყოფს ხშირად „საპნის ალუბალს“ უწოდებან.

თესლის ნაჭუჭი მკვრივია, მაგარი, მრგვალი, შავი ფერის, თესლის გული რძისებრ თეთრია, თხილის ან ბარდის გემოს მქონე. შეიცავს ცხიმოვან ზეთს. ნაყოფი მტევნებადაა შეკრული, 5-7 ცალი ერთად. ნაყოფი მწიფდება ნოემბერში. ზოგჯერ დეკემბერში.

S Mukorossi L. 15-17 მ სიმაღლის ხეა, მტვრევადი ტოტებით. ფოთლები 8-13 სმ-ით მოგრძო კვერცხისებურ ან ლანცეტური ფორმის, 15 სმ სიგრძის ფოთოლაკებით. ნაყოფი ყვითელი ან ნარინჯისფერ-ყავისფერია 2 სმ დიამეტრით. შეიცავს დიდი რაოდენობით საპონინს, გავრცელებულია ინდოეთსა და იაპონიაში, აგრეთვე გვხვდება ფლორიდაში (აშშ).

  1. Drummondi L. ფოთოლმცვენი მცენარეა, სიმაღლით 15 მ-მდე, ფოთოლი 8-18 სმ-ით, ლანცეტური, 7,5 სმ სიგრძის ფოთოლაკებით. ყვავილები მოყვითალო თეთრია, საგველისებრი 25 სმ-მდე სიგრძის ყვავილედებად შეკრებილები; ნაყოფი მრგვალია, ყვითელი, მოშაო ფერის 1,0-1,3 სმ დიამეტრით; გავრცელებულია მექსიკაში.

საპინდაცეას გვარის 15-მდე ბოტანიკული სახეობაა გავრცელებული, სადაც ის ითვლება ლამაზ დეკორატიულ მცენარედ, უფრო მეტად მოსახლეობა ნაყოფის რბილ პერიკარპიუმს, მცენარის ქერქსა და ფესვებს იყენებს სარეცხად (იგი წყალში იქაფება).

ჩვენში საპნის ხე ინტროდუცირებულია მე-19-ე საუკუნის მიწურულს. შავი ზღვის სანაპიროზე კარგად იზრდება და ხარობს, არ აღნიშნულა მათი ყინვებისაგან დაზიანების შემთხვევები. საპნის ხე იზრდება თბილისის პირობებშიც (ბოტანიკური ბაღი). ნიადაგის მიმართ დიდად მომთხოვნი არ არის. მისი ვეგეტაცია – კვირტების გამოღება, მარტის პირველ ნახევარში იწყება, ხოლო საყვავილე კვირტების გაშლა, მარტის მეორე ნახევარში, მასობრივი ყვავილობა კი აპრილის ბოლო რიცხვებში ხდე-ბა.

ზეთის შემცველობა თესლის გულში (აბსოლუტურად მშრალ მასაში) 39,8%, ხოლო ზეთის რაოდენობა თესლის წონასთან შეფარდებით 11,4% შეადგენს  შ. მუკოსსი  Drumondi-ს  ზეთი ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან და კონსტანტების მიხედვით უახლოვდება გემოკვების მრეწველობაში ხმარებულ მცენარეულ ზეთს. ზეთი ფერით და გემოთი მზესუმზირის ზეთის მსგავსია. საპნის ხის სამივე ბოტანიკური სახეობა პერსპექტიულია ჩვენს სუბტროპიკებში.

მცენარეთა გამრავლება ხდება როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურადაც, კალმებით, მაგრამ წარმოებაში თესლით გამრავლებას მიმართავენ, რადგანაც ეს უფრო ად-ვილია (სიიაფის გამო). სტანდარტული სარგავი მასალა მიიღება ერთ სავეგეტაციო პერიოდში. გასამრავლებელი თესლი უნდა ავიღოთ სამეურნეო პლანტაციაში გამოყოფილ სათესლე, სადედე ხეებიდან, რომელთაც უნდა ახასიათებდეს კარგი ყივნაგამ-ძლეობა, უხვი მსხმოიარობა, მაღალი ზეთიანობა და შედარებით ადრე მწიფადობა. კალმებით საპნის ხე ადვილად მრავლდება და როგორც წესი, ინარჩუნებს დედა მცენარის ნიშან-თვისებებს.

კალმების დაფესვიანება უშუალოდ გრუნტში წარმოებს. საკალმე მასალად გამო-იყენება ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე აღებული ყლორტები. საპნის ხის კვების არე იცვლება გარემოს მიხედვით. მაგ. იმ რაიონებში, სადაც მისი ზრდაგანვითარებისათვის შემაფერხებელი გარემო პირობები არ არის, მიღებულია მცენარეთა შორის მანძილი 5,0 მ, რიგებს შორის კი 6,0 მ, მაგრამ დასავლეთ საქართვე-ლოს აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც სიმშრალის გამო ხეების კრონის ზრდა შეზღუ-დულია, მიღებულია კვების არე 4,0×4,0 მეტრზე. 80-ზე უფრო მეტი დაქანების ფერ-დობებზე ეწყობა წყლის გამყვანი ტერასები ჰორიზონტალების მიხედვით, ყოველ 30-40 მ-ში.

ნერგების დასარგავად ორმოების ამოღებას ვიწყებთ დარგვამდე 10-15 დღით ად-რე, ერთი მეტრი სიგანით და 20 სმ სიღრმით. თუ ნიადაგი ღარიბია, დარგვის წინ ორმოში შეიტანება 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი, აირევა მიწასთან და ორმო შეივსება 2/3-ზე. ნერგების რგვას ვაწარმოებთ ვეგეტაციის დაწყებამდე გაზაფხულის მოსა-ლოდნელი საშიში ყინვების გავლის შემდეგ 15 მარტიდან პირველ აპრილამდე.

საპნის ხე მსხმოიარობას 6-7 წლის ასაკიდან იწყებს. 1 ძირი სრულმოსავლიანი ხე საშუალოდ 50-100 კგ ნაყოფს იძლევა. მოსავლის ასაღებად მტევნებს სეკატორით მთლიანად ჭრიან, ნაყოფი უნდა გაირჩეს პერიკარპიუმისაგან, რომელიც მას ადვი-ლად სცილდება და შემდეგ გაშრეს.

საპნის  ან საპონოიდების მიღება ნაყოფის მშრალი პერიკარპიუმისაგან ქიმიური წესით მიმდინარეობს, თესლის გულიდან ზეთის მიღება კი მექანიკური წესით, წნე-ხით, მისი ბუნებრივი გავრცელების რაიონებში მოსახლეობა შინახმარებაში უშუალ-ოდ გადაუმუშავებელ პერიკარპიუმს იყენებს, რომელიც ადვილად ლბება წყალში, იქაფება და საპნის შემცვლელად გამოიყენება.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.

ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი