აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობამემცენარეობა

ცვილის ხე – (Rhus Succedanea) L

ცვილის ხე ეკუთვნის ნაცარდიაცეაე-ს ოჯახს, მისი სამშობლოა სამხრეთ იაპონია, სადაც ამ კულტურას ცვილის მიღების მიზნით დიდი ხანია აწარმოებენ და სელექციური გზით მრავალი ჯიშიც გამოიყვანეს. მისი ნაყოფისაგან მიღებული ცვი-ლი, ,,იაპონური მცენარეული ცვილის” სახელწოდებითაა ცნობილი და თავისი შედ-გენილობით ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მცენარეული ცხიმია, რომელიც მკვრივი, საკმაოდ მაგარი, ცხიმოვანი ფუტკრის ცვილის მსგავსი ნივთიერებაა. მისი რაოდენობა ჰაერმშრალ ნაყოფში (გ. ხუციშვილის მონაცემებით) 20-22%-ია, ხოლო ახლად დაკ-რეფილ ნაყოფში 16-18%. ცვილის ძირითად შემადგენელ ნაწილს პალმიტინის, სტეარ-ინის და ოლეინის მჟავათა გლიცერიდები წარმოადგენენ. გარდა ამისა მასში არის დაახლოებით 3-4% წყალში ხსნადი მჟავათა გლიცერიდები.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ცვილის ხე, ლაქის ხესთან ერთად გასული საუკუნის მიწურულს არის შემოტანილი პროფ. კრასნოვის ექსპედიციის დროს, რომელიც გააშენეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ცვილის ხე, ლაქის ხის მონათესავეა, თუმცა ლაქის ხესთან შედარებით ნაკლებ ყინვაგამძლეა, შავი ზღვის სანაპიროზე მისი ყინვებისაგან დაზიანება არ აღნიშნულა და ყოველწლიურად რეგულარულად მსხმოიარობს. ცვილის ხე მიმზიდველი, მოზრდილი ბუჩქია ან შტამბიანი ხე, გარეგნულად ანწლს წააგავს, ხე-მცენარე სიმაღლით 8 მეტრამდე აღწევს, ფო-თოლმცვენია, მეჩხერი ვარჯით.

ფოთოლი კენტფრთისებრ რთულია, 9-15 სმ მოგრძო ოვალური, კიდემთლიანი და წაწვეტებული ფოთოლაკით; მორუხო მწვანეა, შემოდგომით კი, ფოთოლი ცვენის წინ, მიმზიდველ ოქროსფერს ან ალისფერს იღებს, რაც მცენარეს ლამაზ დეკორატი-ულ იერს მატებს. ყვავილები წვრილია, მოყვითალო მწვანე ფერის, დახრილ საგვე-ლებად შეკრებილი ყვავილობს მაისში.

ნაყოფი მოთეთრო, ხმელ კურკანას წარმოადგენს და მტევნებადაა შეკრებილი, ნა-ყოფი აგებულებით წააგავს ლაქის ხისას, ოღონდ უფრო ნათელი ფერისაა და შედარებით მსხვილიც. თესლი დაფარულია მცენარეული ცვილის ფენით, რომლის გამოსავალი 18-25%-ს უდრის. თვისებებით ამ მცენარის ცვილი ემსგავსება ლაქის ხის ნაყოფისაგან მიღებულ ცვილს და ისეთივე გამოყენება აქვს.

მცენარის გამრავლებას თესლითა და ფესვის ამონაყრით მიმართავენ; შემჩნეულ-ია, რომ თესლიდან გამოყვანილი მცენარე უმრავლეს შემთხვევაში მამრობითი სქე-სისაა. ძირიდან ამონაყრით გამრავლებულ მცენარეებს უფრო სუსტი ზრდა და რძე-წვენის ნაკლები ენერგიით მოძრაობა ახასიათებს. ამიტომ მას ნაყოფის მისაღებად (ცვილისათვის) იყენებენ.

თესლს დაბალი აღმოცენების უნარი ახასიათებს. სათესლე მასალას გარენაყოფი-საგან ასუფთავებენ, ორიოდე კვირით ალბობენ წყალში ან სველ სილაში ინახავენ. თესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე, პირველი სუსტი აღმონაცენი ვითარდება 2-3 კვირის შემდეგ, ხოლო სრული აღმოცენება უფრო გვიან, მთელი ზაფხულის განმავ-ლობაში მიმდინარეობს, აღმოცენება ხშირად მეორე და ზოგჯერ მესამე წელსაც გრძელდება. ცვილის ხის მერქანი გამძლე და ლამაზია, შავი ზოლებით მოხატული. ცვილის მცენარე გამოიყენება დეკორატიულ ნარგაობაშიც.

მცენარისათვის საუკეთესოდ ითვლება ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, რომლე-ბიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის  რაიონებში. შემდეგ რიგში გამოსადეგია ჰუმუსით მდიდარი ყვითელმიწა ნი-ადაგები, რომლებიც გავრცელებულია აგრეთვე აფხაზეთსა და სამეგრელოს რაიონებ-ში. კარგია მცენარისათვის ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, თუ ის მდიდარია ჰუმუსით.

ცვილის ხის ხნოვანების მატების მიხედვით სასუქები შეაქვთ თანდათან, ღეროსგან დაცილებით, რომ საკვები ნივთიერებები, რაც შეიძლება ახლოს  იქნეს მის შემწოვ ფესვებთან. ასე, მაგალითად, პირველ და მეორე წელს ირგვლივ 10 სან-ტიმეტრის დაშორებით, მესამე წელს – 20 სანტიმეტრით, ხოლო მეოთხე წლიდან – 50 სანტიმეტრის დაშორებით.

ნაყოფების მომწიფების შემდეგ მოსავლის აღება ხდება შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში. ხიდან იკრიფება მთელი მტევნები, რომელსაც აშორებენ მტევნებს და თესლს აცლიან. თესლს თბილ წყალში ალბობენ და წნეხენ, რითაც მიიღება 25%-მდე ცვი-ლი. გამოწურულ ცვილს თეთრი ფერის მისაღებად მზეზე აშრობენ. იგი მართალია ლაქის ხესთან შედარებით ყინვების მიმართ შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში მისი ყინვებით დაზიანება დღემდე არ ყოფილა შემ-ჩნეული, ამიტომ საქართველოში მისი განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.

ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი