ქონის ხე – (Stillingia sebifera Michx)
ქონის ხე იძლევა მცენარეულ ქონს და ზეთს, მაღალხარისხოვან საღებავს, მკვრივსა და გამძლე მერქანს. ჩინეთში მისი თესლიდან მიღებული ქონი ფართოდ გამოიყენება შეჭამადში, სანთლების დასამზადებლად. ეს პროდუქტი გამოყენებუ-ლია აგრეთვე იაპონიაში და სუდანში. მცენარეულ ქონს გამოყენება აქვს აგრეთვე მე-დიცინასა და წარმოების სხვადასხვა დარგში ღორის ქონის ნაცვლად. საპნის წარმოებაში ამ ქონს დიდი მნიშვნელობა ექნება და საერთოდ, მცენარეული წარმოშობის ცხიმები, ადრე თუ გვიან მთლიანად შეცვლიან ამ მიზნით საჭირო ცხოველურ ცხიმებს.
ქონის ხე ეკუთვნის რძიანასებრთა ოჯახს, ალეურიატსების გვარს, ის მრავაწლიანი ფოთოლმცვენი ხეა. იმის მიხედვით, თუ რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე და როგორ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში იზრდება იგი, სხვადასხვა სიმაღლისაა. კარგად მოვლილი, შესაფერის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში სრულად განვითარებული ის 10-12 მეტრის სიმაღლემდე აღწევს, ხოლო შედარებით მშრალ რაიონებში ან დაბალი აგროტექნიკის ფონზე, მისი სიმაღლე 3,0-5,0 მეტრს არ აღემატება. გარეგ-ნულად ალვის ხეს გვაგონებს.
შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში ქონის ხე ინტროდუცირებული იყო მე-19 სა-უკუნის მიწურულს, სხვა ცხიმზეთოვან მცენარეებთან ერთად (ლაქის ხე, ცვილის ხე), იმ პერიოდიდან მოყოლებული ყინვებისაგან არც ერთხელ არ დაზიანებულა, კარგად ვითარდება და მსხმოიარობს, რაც მიუთითებს მცენარის სრულ აკლიმატი-ზაციაზე ჩვენს პირობებში და შესაძლებელია მისი სამრეწველო სახით წარმოება.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ამ მცენარის რამდენიმე ეგზემპლარი გვხვდება ბათუმში, სოხუმში და მათ მიდამოებში. ლაქის ხის ზეთისაგან დამზადე-ბული ოლიფას სწრაფი და თანაბარი შრობა გამოწვეულია მის ზეთში უჯერ ცხიმო-ვანი მაჟავების მაღალი შემცველობით. იგი შეიცავს 82%-მდე უჯერ ელეოსტეარინის მჟავას. ლაქის ხის ზეთს იყენებენ საფეიქრო მრეწველობაშიც, აგრეთვე, წყალუჟონავი ქსოვილების, ხელოვნური ტყავის, ლინოლეუმის, მუშამბების დამზადებისას. ტუნგის ზეთისა და ალუმინის ჟანგისაგან ამზადებენ ტუნგატ-ალუმინატს, რომელიც არ იწვის და წყალს არ ატარებს.
ყვავილები გაყოფილსქესიანი აქვს, კენწრული, მჯდომარე მოყვითალო, მცენარე ერთბინიანია, მწვანე ფერის ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არა აქვთ. განვითარებულია მხოლოდ ჯამი და ბუტკო, ან მტვრიანები. ბუტკო ზედაა, სამბუდიანი, სა-მი სვეტით. მამრობითი სქესის ყვავილები წვრილია, 2-3 მტვრიანათი, მდედრობითი სქესის ყვავილები უფრო მოზრდილებია, მტევნებად შეკრული 3-4 ერთად და განლაგებულია მამრობითი ყვავილების ქვემოთ, ყვავილობს ივლისის თვეში.
თესლი ბარდის მარცვლის ოდენაა, თეთრი, გარედან მას მცენარეული ქონის საკ-მაოდ სქელი და მკვრივი ფენა აქვს. ნაყოფი სამთესლიანია, ათი მმ-ის სიგრძის მომრგვალო კოლოფი. მწიფე კოლოფი გახევებულია, გარედან შავია, დამწიფებისას სამად იხსნება.
თესლის ნაჭუჭი მეტად მაგარია, მკვრივი, შავი ფერის. თესლის გული რძისებრ თეთრია და ზეთს შეიცავს, ნაყოფი ნოემბერში მწიფდება. აღსანიშნავია, რომ მცენარე საკმაოდ ღონიერ და ძლიერ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს, მაგრამ ნიადაგის პირობების მიხედვით დიდ ცვლილებებს განიცდის. ღრმა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, წყლისა და ჰაერის კარგად გამტარ ნიადაგებში ფესვთა სისტემა 1,5 მ სიღრმემდე ვითარდება, ხოლო მძიმე მექანიკური შედგენილობის (გაუმტარი ქვენი-ადაგით) ან თხელფენიან ნიადაგებში ფესვთა სისტემა ვითარდება მცირე სიღრმეზე და სუსტად.
ქონის ხის მწიფე და ჯანსაღი თესლი ბუნებრივ პირობებში ნიადაგში მოხვედრი-სას დიდ ხანს არ იძლევა აღმონაცენს, ვინაიდან თესლის ნაჭუჭი მისი სიმტკიცის და წვრილფორიანობის გამო წყლის ძნელად გამტარია, რაც ხელს უშლის ჩანასახის ტენით უზრუნველყოფას და აღმოცენების დაწყებას. ქონის ხე თესლით მრავლდება და მისგან მიღებული მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯიშების მიხედვით იცვლება.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული ცდებით დადასტურდა, რომ თესლის წინასწარ სხვადასხვა მჟავათა დამუშავების შედეგად შესაძლებელია აღმოცენების პროცენტის გადიდება 58-68%-მდე და ნათესარის აღმოცენების პროცესიც დაჩქარდეს 10-14 დღის პერიოდით. თესვა წარმოებს გაზაფხულზე, აპრილის თვეში. ახალგაზრდა ნათესარი თვენახევრის შემდეგ, როდესაც მისი სიმაღლე 10-12 სმ მიაღწევს, პიკირდება. დაპიკირებული ნერგი კვლებზე ირგვება 35X35 სმ მანძილზე, სადაც 2 წლის განმავლობაში რჩება. დათესვიდან მესამე წლის გაზაფხულზე შეიძლება ნერგების მუდმივ ადგილზე გადატანა, მათი დარგვა ხდება 4,0-5,0 მ კვების არით, სადაც ჰექტარზე 850 ძირის განთავსება ხდება.
გადარგული მცენარის გახარების პროცენტი მაღალია, ახალგაზრდა ნარგაობა, მხოლოდ პირველ 2-3 წელს მოითხოვს გარკვეულ მოვლას, ხოლო შემდეგ – მცენარეები იზრდებიან ისე, რომ თითქმის არავითარი მოვლითი სამუშაოების ჩატარება საჭირო არ არის. თესლი აღმოცენებას იწყებს 10-120C ნიადაგის ტემპერატურისას და აღმოცენებულ თესლნერგს ნიადაგის ზედაპირზე ზოგჯერ ამოაქვს ლებნები, რომელშიც მცე-ნარისათვის საჭირო სამარაგო ნივთიერებაა მოთავსებული. მის შემდეგ, რაც ახალგაზრდა აღმონაცენი ფესვთა სისტემას და ნამდვილ ფოთლებს განივითარებს, ლებნები სცვივა.
ქონის ხე აჭარაში უხვად მსხმოიარობს, ცალკეული ძირი 3-5 კგ თესლს იძლევა, რაც ერთ ჰა-ზე 1200-1300 კგ თესლის მოსავალს შეადგენს. ეს კი 360-600 კგ მცენარეული ქონისა და 180-300 კგ ზეთის გამოსავალია. მცენარე მსხმოიარობას დარგვის მე-ორე-მესამე წლიდან იწყებს. ნაყოფს იღებენ დამწიფებისთანავე გვიან შემოდგომით. გარჩეულ თესლს ჩინელები ათავსებენ დაჩვრეტილძირიან ხის ცილინდრში, რომელსაც წყლით სავსე ქვაბზე დგამენ. წყალს ადუღებენ და მიღებული ორთქლით 20-30 წუთის განმავლობაში ამუშავებენ ცილინდრში მოთავსებულ თესლს. დამბალ თესლს სრესენ და ცხელი ორთქლით ამუშავებენ; შემდგომ დაქუცმაცებულ ქონის ფენას ცრიან და თესლს აცილებენ. ქონის გაცრილ მასას ნამჯისაგან გაკეთებულ ცილინ-დრში ათავსებენ და ისე წნეხენ.
წნეხიდან ახლად დაწურული ქონი ნახევრად თხევადი კონსტიტენციისაა, სუფ-თა თეთრი ფერის. გაგრილებისთანავე იგი მკრივდება, თეთრი სანთლის მსგავსი ხდება. მსოფლიო ბაზარზე იგი „პაი-აიოუს“ სახელით არის ცნობილი. ასეთი წესით მიღებული ქონის გამოსავალი 20-30%-ის ფარგლებშია. ჩვენში არსებული ქონის ხის ნარგავების თესლიდან მიღებული ქონის გამოსავალი 27-30% უდრის. ქონის ხიდან მიღებული ცხიმი თავისი თვისებებით ყველაზე მეტად უახლოვდება ცხოველურ ქონს, რომელიც ძირითადად პალმიტინისა და სტეარინისაგან შედგება. მცირე რაოდ-ენობით შეიცავს ოლეინსაც. ქონის მიღების შემდეგ დარჩენილ თესლს აქუცმაცებენ, წნეხენ და ღებულობენ მცენარეულ ზეთს, რომელის გამოსავალი საშუალოდ 15-20%-ს უდრის. ზეთი ოქროსფერია, სპეციფიკური სუნის მქონე.
ზეთი სწრაფშრობადია, იძლევა მკრივ, ელასტიკურ, თანაბარი სისქის აპსკს და უახლოვდება სელის ზეთს ამ თვისებით. ქონის ხის ზეთი და ქონი ფართო გამოყე-ნებას პოულობს საპნის ლაქსაღებავების, სანთლის, საფეიქრო და კვების მრეწველო-ბაში. ქონის ხის მერქანი მაგარი და მკვრივია, ჩინეთში მისგან გრავიურებს ამზადებენ. მისი გამოყენება შეიძლება დეკორატიულ ნარგაობაშიც. შემოდგომით მისი ფოთლები ალისფერ-წითლად იფერება და მეტად ლამაზი და ეფექტურია.
ცხიმზეთოვანი კულტურების მოკლე დახასიათებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ყველა ცხიმზეთოვანი მცენარე პერსპექტიულია ჩვენი სუბტროპიკული ზონისათვის და მათი უმეტესობა შეიძლება გავრცელდეს მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ისინი იჩენენ საკმაოდ ყინვაგამძლეობას. საქართველო დიდად განიცდის ძვირადღირებული მცენარეული ცხიმისა და მცენარეულის ზეთის (ლაქის) დიდ ნაკლებობას. დასანა-ნია, რომ ეროვნული სიმდიდრის წყაროს შემავსებლად მცენარეული ცხიმების შემ-ცველი სამრეწველო ჯიშების გაშენების რეალური შესაძლებლობები საქართველოში დღემდე სრულიად გამოუყენებელია.
რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.
ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი