ხახვის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია
ინტენსიური მოყვანის ტექნოლოგიაში განიხილება: ნიადაგის დამუშავება, მისი კარგად მომზადება, თანაბარი, ჯანსაღი აღმონაცენის მიღება, უხვმოსავლიანი, იმუნური ჯიშების და ჰიბრიდების დათესვა, თესვის ვადების და ჩათესვის სიღრმის დაცვა, პროგრამული კვების და მორწყვის რეჟიმის ზუსტი განსაზღვრა, წვეთოვანი მორწყვის გამოყენება, ჩითილის მეთოდის დანერგვა, სასუქების ოპტიმიზაცია ნიადაგის ქიმიური ანალიზის და მისაღები პროდუქციის რაოდენობის საფუძველზე, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან დროული ბრძოლა, პესტიცი-დების მიზანმიმართული გამოყენებით, შრომის პროცესების მექანიზაცია.
ტემპერატურული რეჟიმი. სიცივის ამტანი კულტურაა. თესლის გაღივებისათვის მინიმალური ტემპე-რატურა 3-50C. ოპტიმალურია 18-200C გრადუსი. 1-2 ფოთლის ფაზაში მას შეუძლია გადაიტანოს —1-3, ხოლო ბოლქვის ფაზაში -3-40C ყინვა. მცენარის ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 19 ±7 გრადუსია.
თესლბრუნვა
ხახვისათვის საუკეთესო წინამორბედებია: მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, აგრეთვე მრავალწლოვანი ბალახები. იგი იმავე ნიადაგზე შეიძლება დაბრუნდეს 5 წლის შემდეგ.
ნიადაგები. მაღალ მოსავალს მსუბუქი მექნიკური შედგენილობის ნოყიერ ნიადაგზე იძლევა. ოპტიმა-ლურია როცა ნიადაგის არის რეაქცია Ph= 6-7 ფარგლებშია. ნიადაგის დამუშავება (მოხვნა) წინა-მორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე უნდა განხორციელდეს ზაფხულის ბოლოს – შემოდგომა-ზე. იგი ხელს უწყობს თესვის დაწყებამდე ნიადაგის კარგად მომზადებას და ტენით უზრუნველყოფას.
კვება და ნიადაგის განოყიერება.
ხახვის მოყვანის ტექნოლოგიაში ნიადაგის განოყიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დადგენილია, რომ სხვა ბოსტნეული კულტურებისაგან განსხვავებით ხახვი უკეთ იყენებს ორგანულ სასუქებს ვიდრე მინერალურს. ორგანული სასუქებიდან რეკომენდირებულია კარგად გადამწვარი ნაკე-ლის შეტანა შემოდგომაზე ნიადაგის მოხვნის წინ. ახალი ნაკელის შეტანა დაუშვებელია. საუკეთესოა ერთ ჰა-ზე 8-10 ტონა ბიოჰუმუსის შეტანა.
შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით ყოველი ერთი ტონა პროდუქციის წარმოებისათვის, წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში, შეტანილი უნდა იქნას აზოტი — 4,72, ფოსფორი — 2,7, კალიუმი 5,6, სხვა შემთხვევაში კი — შესაბამისად: 5,15; 3,8; 7,8 კგ სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით.
წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში აზოტიანი სასუქის 10-20%, ფოსფორიანის 50-70% და კალიუმია-ნის 30-50% შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას. სასუქების დანარჩენი რაოდენობა + კალცი-უმი და მაგნიუმი კი — წვეთოვანი მორწყვით და ფოთლოვანი გამოკვებით. სხვა შემთხვევაში ფოსფორია-ნი სასუქის მთლიანი ნორმა, კალიუმიანი სასუქის 50% და აზოტიანი სასუქის 20-30% შეიტანება ნიადა-გის ძირითადი დამუშავებისას. დანარჩენი რაოდენობა ვეგეტაციის პერიოდში წილადობრივად, ხოლო კალციუმი და მაგნიუმი ფოთლოვანი გამოკვებით.
აზოტი მცენარეს ესაჭიროება აქტიური ვეგეტაციური ზრდის პერიოდში, ხოლო კალიუმი — ბოლქვების ფორმირებისას. აზოტით და კალიუმით გამოკვება მორწყვის პარარელურ რეჟიმში ხდება. ძირითად გა-ნოყიერებაში ფართოდ გამოიყენება კომპლექსური სასუქები: სუპერაგრო; ნიტროამოფოსკა, დიამო-ფოსკა და სხვ., ხოლო წვეთოვან მორწყვაში — წყალში კარგად ხსნადი კომპლექსური სასუქები. შესატანი სასუქების ნორმების გაანგარიშება ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის და მისაღები პროდექციის რაოდენობის მიხედვით. მაღალეფექტურია ორგანული, 30-40 ტონა ჰა-ზე, და მინერალური სასუქების შეთანაწყობილი, კომპლექსური გამოყენება.
ხახვის მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვენლოვანია ფოთლოვანი გამოკვება. იგი ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. შესხურება ხდება 3-4 ჯერ 10 დღის შუალედით წამლობასთან კომ-ბინაციაში.
თესვა
საგაზაფხულო ჯიშები და ჰიბრიდები რაც შეიძლება ადრეულ ვადებში ითესება, რათა მაქსიმა-ლურად იქნას გამოყენებული ნიადაგის ტენიანობა. საშემოდგომო ხახვის თესვა სექტემბრის მესამე დე-კადის ბოლოდან იწყება. ადრეულ ვადებში დათესვამ შეიძლება გამოიწვიოს გაზაფხულზე აყვავება და მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობით შემცირება.
ხახვი ითესება ზოლებრივად. ზოლში 5 ან 8 მწკრივი. მწკრივთა შორის მანძილი 8-10, ხოლო მცენარეთა შორის — 3-5 სმ საუკეთესოა. ზოლებს შორის მანძილი 50-60 სმ-ია. ზოლებრივი თესვა ხელს უწყობს მექანიზაციის გამოყენებას. 1 ჰა-ზე თესვის ნორმა 3-4 კგ-ის ფარგლებშია (800 000 – 1 000 000 მცენარე 1 ჰა-ზე). აუცილებელი ღონისძიებაა დათესვის შემდგომ ნათესების მოტკეპნა. თუ ხახვი სათესი მანქანით დაითესა მაშინ მისი გამეჩხერება საჭირო არ არის. სხვა შემთხვევაში მისი გამეჩხერება 2-3 ფოთლის ფა-ზიდან იწყება. ხახვის მოყვანა შესაძლებელია ჩითილით. თესლი დაითესება საჩითილე კვალზე ან კასე-ტებში, ხოლო გადარგვა მოხდება 2-3 ფოთლის ფაზაში. გადასარგავად შესაძლებელია გამოყენებული იქნას გამონახშირიც.
მორწყვა
ხახვი მგრძნობიარეა ნიადაგის ტენიანობისამდი. განსაკუთრებით წყალი საჭიროა თესლის გაღივების და აღმოცენების პერიოდში. ბოლქვების ფორმირებამდე იგი 80%, ხოლო შემდეგ არა უმეტეს 70% უნდა იყოს. მორწყვის ჯერადობა ამინდის პირობების მიხედვით 5-7 ან 8-12 ჯერ შეიძლება გახდეს საჭირო. ყველაზე ეფექტური მეთოდია წვეთოვანი მორწყვა. წვეთოვანი მორწყვისას წყალთან ერთად მცენარეს მიეწოდება მისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები.
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
იგი მეტად მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა. მათ წი-ნააღმდეგ დაგვიანებული ბრძოლა გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. სარეველა ბალახების წინააღმ-დეგ გამოიყენება სხვადასხვა სახის სელექციური ჰერბიციდები: სტომპი, გალიგანი, გალაქსი, ტოტრილი, ფურორე სუპერი, პანტერა, სუპერფუზილადი და სხვ. ხახვის დათესვამდე ორი კვირით ადრე, ან წი-ნამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ ვეგეტაციაში მყოფი სარეველების მოსასპობად გამოიყენება ჰერბიციდები გლიფოსატის ჯგუფიდან: რუმბო, ურაგანი, კლინი და სხვ. ( 2-3 ლ 1 ჰა-ზე). იგივე შეიძლება გამოყენებული იქნას ხახვის აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე ( 1-1,5 ლ 1 ჰა-ზე).
ბრძოლა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ
მავნებლებიდან ხახვს დიდი ზიანს აყენებს: ხახვის ბუზი, თრიფსები. დაავადებებიდან – ჭრაქი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე. მავნებელ-დაავადებათა წი-ნააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ჩატარდეს 3-4 წამლობა 8-10 დღის ინტერვალით. გამოიყენე-ბა სხვადასხვა სახის კონტაქტური და სისტემური მოქმედების ფუნგიციდები და ინსექტიციდები.
ხახვის ჯიშები და ჰიბრიდები
მოსახლეობა თავისი მოხმარებისათვის მცირე ფართობზე თესავს მათ მიერვე წარმოებულ ადგილობრივი ჯიშების თესლს. დიდ ფართობებზე ითესება უცხოეთიდან შემოტა-ნილი ჰიბრიდები. საუკეთესოა: უნივერსო, საბროსო, კამპილო, დაიტონა და სხვ. აღნიშნული ჰიბრიდები გამოირჩევიან: ტოლერანტულობით, ძალიან მაღალი მოსავლიანობით, 65-80 ტონა ერთ ჰექტარზე, მოყ-ვანის ვრცელი არეალით, შენახვის ხანგრძლივი უნარით, 6-7 თვე, პროდუქციის ერთგვაროვნებით, სკდომისადმი გამძლეობით.
ხახვის კვების პროგრამა წვეთოვანი მორწყვის პირობებში. ხახვის მაღალი მოსავლის მიღება (70-80 ტ. ჰა-ზე) შესაძლებელია მხოლოდ წვეთოვანი მორწვით. ამ შემთხვევაში მცენარეს პროგრამირებულად მი-ეწოდება წყალი და საკვები ნივთიერებები.
მოსავლის აღება და შენახვა
ხახვის ამოღება იწყება მაშინ, როცა იგი დაასრულებს განვითარებას. ამ დროს მთლიანად უნდა იყოს გაწვრილებული ცრუ ღერო, ფოჩი გამხმარი და ჩაწოლილი. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში ხახვის ბოლქვი მოსვენების მდგომარეობაშია და, თუ დროულად არ იქნა ამოღებული მოსალოდნელია ბოლქვმა განივითაროს ფესვები და ხელახლა დაიწყოს ვეგეტაცია. იგი ძალზედ შეამცირებს შენახვის უნარიანობას. მოსავლის აღების შემდეგ იგი კარგად უნდა გაშრეს, დახარისხდეს, ჩაიყაროს ბადურებში და დასაწყობდეს.
შესანახად გათვალისწინებული თავიანი ხახვი კარგად უნდა იყოს მომწიფებული. გარეთა მფარავი კა-ნი მუქი და კარგად გამომშრალი. ცხარე ხახვი უკეთესად ინახება, ვიდრე მოტკბო. ხანგრძლივი შენახვისათვის საცავში ტემპერატურა 0 გრადუსი საუკეთესოა. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ნუგზარ შენგელია
სმმ დოქტორი