დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ჯანსაღი, უვირუსო ნერგი თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საფუძველია

თანამედროვე მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ვაზის სელექციურად ერთგვაროვანი და ფიტოსანიტარულად ჯანსაღი (უვირუსო) ნამყენი ნერგის წარმოებაა. საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა ჯანსაღ ვენახებში მოწეულ ხარისხიან ყურძენზე დიდწილად არის დამოკიდებული. ჰარმონიული გემოსა და საჯიშე არომატის დამახასიათებელი ღვინო, ადგილწარმოშობის გათვალისწინებით, მხოლოდ ჯანსაღი, სერტიფიცირებული სარგავი მასალით გაშენებული ვენახიდან მიიღება.

ევროკავშირის დირექტივის Co­un­cil Directive 68/193/EEC on the marketing of material for the vegetative propagation of the vine) და ევროპის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის(EPPO – Pathogentested material of grapevine varieties and rootstoks PM4/8/2) სტანდარტების შესაბამისად, ახალი ვენახები მხოლოდ სერთიფიცირებული (უვირუსო) სარგავი მასალით უნდა გაშენდეს. ასე გაშენებული ვენახების მიზანი ფართო სპექტრის ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება  ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის საწარმოებელი ეროვნული ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტიპის სპეციალიზებული, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაზისო სანერგეა, სადაც ხარისხის სრული მონიტორინგით, საჯიშედ გარანტირებული ჯანსაღი სარგავი მასალა მიიღება და მრავლდება. ცენტრის განკარგულებაშია სარგავი მასალის საწარმოებლად აუცილებელი თანამედროვე სამყნობ-სასტრატიფიკაციო კომპლექსი, მაცივარი, სათბურები, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები და კომუნიკაციები. ცენტრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს ვაზის გენოფონდის საკოლექციო ნარგაობა, სადაც ამპელოგრაფებისათვის ცნობილი 525 ქართული ჯიშიდან 435-ზე მეტი ვაზის ქართული ჯიშია თავმოყრილი.

მსოფლიოს წამყვან აგრარულ ქვეყანაში ჯანსაღი, სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოებას უდიდესი ყურადღება ექცევა. თანამედროვე სანერგეებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად უამრავი მატერიალური და ადამიანური რესურსი იხარჯება. ხარისხიანი,  ჯანსაღი და სერთიფიცირებული ნერგი ერთმნიშვნელოვნად ასოცირდება უვირუსო მასალასთან, რადგან მცენარეთა ვირუსული დაავადებები, თავისი სპეციფიკის გამო, იმ უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, რომლის გათვალისწინების და პრევენციის გარეშეც კონკურენტუნარიანი პროდუქტის მიღება შეუძლებელია. ევროპული სასერთიფიკაციო სისტემებით და EPPO -ს სტანდარტებით ვაზისა ვირუსული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია განსაზღვრული, რომელთა მონიტორინგიც ყველა თანამედროვე სანერგე მეურნეობისათვის აუცილებელია. სწორედ ამ მიზნით, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს იმუნოფერმენტული ანალიზის ლაბორატორია, სადაც ვაზისა და ხეხილის ვირუსული დაავადებების იდენტიფიკაცია და კვლევა მიმდინარეობს. კვლევების საფუძველზე კი, მათი შემდგომი გამრავლების მიზნით, ვირუსული ინფექციის შემცველი მცენარეების გამორჩევა და უვირუსო, ჯანსაღი სადედე მცენარეების სისტემატიზაცია ხდება. ლაბორატორია აღჭურვილია დიაგნოსტიკური კვლევებისათვის საჭირო თანამედროვე სამეცნიერო აპარატურით და ლაბორატორიული მოწყობილობით, კერძოდ, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების:  BioTek -ის, BioReba -ს, Avareness  Technology-s, Socorex -ის და სხვათა პროდუქციით: 1. იმუნოფერმენტული ანალიზატორი (ELISA -რიდერი-სპექტროფოტომეტრი) BioTek-ELx800; 2. ELISA – გამრეცხი BioTekELx50; 3.  თერმოსტატი, Boekel   Scientific 130000; 4. მინი ცენტრიფუგა Labnet   C1301; 5.  ჰომოგენიზატორი  BIOREBA-Homex 6; 6. ვორტექსის მიქსერი Science Basic SolutionsMVOR-03;  7. პიპეტები Socorex Acura; 8. დეიონიზატორი – Barnstead MegaPure D2;  9.  მინი სანჯღრეველა – Mini Readbeater – Biospec Products; 10.   საშრობი Binder FD 53; 11.   თერმოსტატი – Thermoscientific 3523; 12.  ელექტრონული სასწორები – OHAUS; 13.  საექსტრაქციო პაკეტები  BioReba; 14.   პოლისტიროლის პლანშეტები NuncImmuno plates, MaxiSorp  F96; სხვა ლაბორატორიული მოწყობილობა და აპარატურა.

ვაზის ვირუსული დაავადებების საიდენტიფიკაციოდ გამოყენებულია კომპანია “SEDIAG”-ის (საფრანგეთი) და ბიოღება-ს (შვეიცარია) შემდეგი ვირუსული დიაგნოსტიკუმები:

  1. . Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1), ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-1;
  2. Grapevine Leaf Roll Virus-2 (GLRV-2), ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-2;
  3. 3. Grapevine Leaf Roll Virus-3 (GLRV-3), ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი-3;

4 Grapevine Fleck Virus  (GFkV),   ვაზის ლაქიანობის ვირუსი;

  1. Grapevine Fanleaf Virus (GFLV), ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი;
  2. Grapevine Virus A (GVA), ვაზის A ვირუსი;
  3. Arabis Mosaic Virus (ArMV), არაბისის მოზაიკის ვირუსი.

გამოკვლევები ტარდება როგორც ფოთლებზე (ვეგეტაციის დროს), ასევე რქებზე (მოსვენების პერიოდში).

ბოლო წლებში საქართველოს ახალშენ ვენახებში დაფიქსირებულია წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების ფოთლის ნაადრევი სიწითლე თანმხლები სიმპტომოკომპლექსით: მუხლთშორისების დამოკლება, ფოთლის კიდეების დახვევა, ნეკროზი, წვრილმარცვლიანობა. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა აბიოტური ფაქტორების გავლენა იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული სხვადასხვა ინფექციური დაავადების არსებობაც, მათ შორის ევროპაში ფართოდ გავრცელებული ფიტოპლაზმური ეთიოლოგიის დაავადების – Flavescence Doree Phytoplasma (FD). ცენტრის სამეცნიერო პერსონალის და ლაბორატორიის თანამშრომლებმა ამ დაავადების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყეს. კვლევა ფრანგული კომპანია SEDIAG -ის სპეციფიკური FD დიაგნოსტიკუმით მიმდინარეობს.

ლაბორატორიაში ვაზისა და ხეხილის ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების იდენტიფიკაცია სეროლოგიური დიაგნოსტიკის იმუნოფერმენტული ანალიზის – ELISA მეთოდით (EnzymeLynked ImmunoSorbent Assay “ELISA”)  მიმდინარეობს.კვლევა ასევე წარმოებს საველე ექსპრეს-მეთოდით AgriStrip Assay,  რომელიც ერთსაფეხურიანი სწრაფი სეროლოგიური ანალიზის მეთოდია. ანალიზი დაფუძნებულია ბოცვრის სპეციფიკური ანტისხეულების გამოყენებაზე. დიაგნოსტიკუმის მწარმოებელია კომპანია BioReba (შვეიცარია).

იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA – სენდვიჩ მეთოდი) შედეგები გამოითვლება და ფიქსირდება BioTek – ფირმის ELISA რიდერზე (სპექტროფოტომეტრზე)  )  BioTek-ELx800. ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი და მისი ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს მევენახეობის საერთაშორისო ცენტრებთან:

გეიზენჰაიმის მევენახეობის ინსტიტუტი (გერმანია);

გაილერვაილერჰოფის ვაზის სელექციის ინსტიტუტი (გერმანია);

 ჰოჰეიმის სანერგე (გერმანია);

 ჰარტმანის სანერგე (აშშ);

ENTAV-INRA (saf­ran­ge­Ti).

ცენტრის თანამშრომლები ინტენსიურად მუშაობენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან და მათ მოთხოვნებს ითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკარანტინო ინსპექციის მიერ უცხოეთიდან შემოტანილ ვაზის სარგავ მასალაზე შემდეგი მოთხოვნაა დაწესებული: ვაზის სარგავ მასალას არ უნდა ჰქონდეს მავნე მიკროორგანიზმები:

  1. ბაქტერია – Xylophilus am­pe­li­nus (Panogopoulos) Wil­lems, ბაქტერიული ნეკროზი;
  2. ფიტოპლაზმა – Grapevine fla­ves­cen­ce do­ree phytop­las­ma – ვაზის ოქროსფერი სიყვითლე;
  3. სოკო – – Phomopsis vi­ti­co­la Sacc.- ვაზის რქის ჭკნობა.

ამრიგად, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, კვალიფიციური საწარმოო და სამეცნიერო პერსონალით, მოწოდებულია ვაზის უვირუსო, სერტიფიცირებული სამყნობი და სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა; ასევე სპეციალიზებულ კომპლექსურ საბაზისო სანერგე მეურნეობაში აწარმოოს ქართული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების ჯანსაღი ნერგები, გაავრცელოს ის პროფესიონალ ნერგის მწარმოებლებში და მნიშვნელოვნად შეამციროს ამ სფეროში არსებული სერიოზული დეფიციტი; მევენახეობის რეგიონებში ხელი შეუწყოს ახალი ტიპის სანერგეების შექმნას და პირველად საქართველოში საერთაშორისო კლასის სამრეწველო და საკოლექციო ვენახების გაშენებას ჩაუყაროს საფუძველი; ამავე დროს, ხელი შეუწყოს ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშების მოძიებას და გამრავლებას.

ლევან უჯმაჯურიძე,

სმმ მეცნიერებათა დოქტორი;

ზურაბ ხიდეშელი,

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“