აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებისტატიები

ქობულეთის რაიონის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდის მიკროკლიმატური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდად მიღებულია ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა 100C ზევით. ქობულეთის პირობებში სავეგეტაციო პერიოდი იწყება აპრილში, (საშ.მრავალწლიური თარიღი 9 აპრილი). თბილი გაზაფხულის წლეებში ეს თარიღი მარტის ბოლოს იწყება, ან მარტის შუა რიცხვებში, ხოლო — გრილ გაზაფხულზე აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში.

წლების მიხედვით ვეგეტაციის პერიოდის დადგომა გაგრძელებულია ორი თვის განმავლობაში (მარტის მე- 3 და მაისის1 დეკადა), ვეგეტაციის პერიოდი მთავრდება ნოემბრის 1 დეკადაში, (საშ. მრავალწლიური თარიღი 9 ნოემბერი). თბილ წლებში ამ პერიოდის დასასრული შეიძლება გადაიწიოს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში. წლების მიხედვით სავეგეტაციო პერიოდი იცვლება ორი თვის შიგნით.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 200- 214 დღეს, (10 დან 8 წლის მიხედვით 80%-ს), აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 34000C -ს ქვევით არ არის,ხოლო თბილ სავეგეტაციო პერიოდში ტემპერატურათა ჯამი აღწევს 45000C, საშ. 37000C.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაერის ტემპერატურის მყარი გადასვლის დროს 100C -დან ზევით, გაზაფხულზე, წაყინვები არასდროს არ აღინიშნება,ხოლო შემოდგომაზე ჰაერის ტემპერატურის 100C -დან გადასვლამდე 1-2 დეკადაში, ჰაერში და მიწის ზედაპირზე 40%-ით შესაძლებელია წაყინვები.

მრავალწლიური დაკვირვების შედეგებით დადგენილია, რომ ყველაზე თბილ თვეებად ითვლება ივლისი და აგვისტო.

სითბური რეჟიმი, როგორც წესი, დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებაზე. პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ჰაერის საშ.ტემპერატურა 60C-70C-ია, აბსოლიტური მინიმუმი 00C -20C , ეს პერიოდი მოსავალზე უარყოფით გავლენას არ ახდენს,განსაკუთრებით შემოდგომაზე,როცა ყველა კულტურა მინდვრიდან აღებულია. მაქსიმალური ტემპერატურა 170C -180C -ის ქვევით არ დაფიქსრებულა.

მცენარის ნორმალური ვეგეტაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახნავ ფენას, განსაკუთრებით სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისში. ტემპერატურის გადასვლა 100-დან მიწის ზედაპირზე იწყება აპრილის დასაწყისში (3 აპრილი საშ.მრავალწლიურის მიხედვით). შემოდგომაზე 100C -დან გადასვლა მთავრდება ნოემბრის ბოლოს (22-23 ნოემბერი). ამ პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 235 დღეს, დაგროვილი სითბო 43500C -ს, ხოლო ზოგიერთ წლეებში 190-270 დღე. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 33700C  -50800C -ს.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა გაზაფხულიდან შემოდგომამდე იზრდება 82%-დან 87%-მდე. მინიმალური შეფარდებითი ტენიანობა პერიოდის დასაწყისში შეადგენს 30%-40%-ს, შუალედში 50%-მდე, ხოლო დასასრულს 40%-ს, აქედან გამოდის რომ სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისი არის ყველაზე მშრალი. ამას მოწმობს მოსული ნალექების რაოდენობა და ჰიდროთერმული კოეფიციენტის გადანაწილებაც.

სავეგეტაციო პერიოდში საშუალოდ მოდის 1440 მმ. ნალექი, რომელიც შეადგენს 56% წლის რაოდენობას,წვიმიანი დღეები გრძელდება 87 დღე. მოსული ნალექების გადანაწილება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში არათანაბარია. ყველაზე მშრალ თვედ ითვლება მაისი (94მმ) ყველაზე წვიმიან თვეებად – სექტემბერი და ოქტომბერი (300მმ). ჰიდროთერმული კოეფიციენტი 3.0-4.2, ითვლება ჩვენი რაიონისათვის ტენით უზრუნველყოფის ნორმად. კოეფიციენტი კ გამოთვლილია სელიანინინოვის ფორმულის მიხედვით:

                  ∑ P

ე.ი K = ———     ჻= ∑ Q:100

                ∑Q :10

სადაც ჻ – არის აორთქლებული წყლის რაოდენობა (მმ) ერთ-ერთ თვეში როდესაც ტემპერატურა 100C -ზე მეტია, ∑ტ-იმავე თვის ტემპერატურათა ჯამი. თუ მოსულ ნალექთა რაოდენობას ( p ) გავყოფთ აორთქლებული წყლის რაოდენობაზე (Q,), მაშინ მივიღებთ ჰიდროთერმულ კოეფიციენტს (K),ან როგორც ხშირად უწოდებენ, „ტენის პირობით ბალანს“.

ფიტოპათოლოგებისათვის დიდ ინტერესს იწვევს ცნობა მცენარეთა დატენიანების შესახებ ნამიანი და წვიმიანი დღეების მიხედვით. ნამი მოდის 158 დღის განმავლობაში, აქედან 87 დღე წვიმიანია, დანარჩენი დღეები ნამიანი. ხოლო წყნარ მოღრუბლულ ამინდში ნამი არის სუსტი და ჩნდება ღამის მეორე ნახევარში.

ნამით მცენარის დატენიანება საკმაოდ ხანგრძლივია, აპრილ-ივლისში ის აღწევს 10-12 სთ-ს, აგვისტო-სექტემბერში 12-13 სთ-ს.

ანალიზმა გვიჩვენა, რომ ნამის ხანგრძლივობა იკვეთება სავეგეტაციო პერიოდის დასასრულს მოწმენდილ და მცირე ღრუბლიან ამინდის ხარჯზე.

სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარე არის უმნიშვნელო (დღის განმავლობაში 3-4მ/წმ-ში),სამხრეთ-დასავლეთის.მხოლოდ ზოგიერთ დღეებში, განსაკუთრებით წვიმების დროს, ან მათ დაწყებამდე ქარის სიჩქარე აღწევს 10-12მ/წმ-ს,ზოგჯერ 20-24მ/წმ-ს. ინსტიტუტის პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს:

  1. ხანგრძლივი წვიმები, საშ.დღიური ტემპერეტურის დაცემით, ყვავილობის, სიმწიფის და მოსავლის აღების პერიოდში. ყველაზე წვიმიანი თვეებია(სექტემბერ-ოქტომბერი) 26 წვიმიანი დღით (30% მთლიანი სავეგეტაციო პერიოდი წვიმიანი დღეებისა). ნალექების ჯამი აღწევს 585 მმ, რაც შეადგენს 41%-ს მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში. ამ თვეებში წვიმები ხასიათდება მაღალი ინტესივობით.
  2. ძლიერი ნისლიანი დღეები, ხეხილის ყვავილობის დროს, ის აღინიშნება თითქმის ყოველწლიურად.
  3. ძლიერი ქარები ,ვეგეტაციის მეორე ნახევარში წვიმების დროს,რომელიც იწვევს მცენარეთა ჩაწოლას (ძირითადად მარცვლეულის).
  4. ჰაერის დაბალ შეფარდებით ტენიანობა დღის საათებში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში.

აგრომეტეოროლოგიური დაკვირვების მასალები დამუშავებულია ჰიდრომეტსამსახურის მიერ მიღებული მეთოდიკის მიხედვით. მონაცემები გამოიყენება ფიტოპათოლოგების მიერ სამეცნიერო კვლევებისათვის, დაავადებების განვითარების პროგნოზისათვის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დასაგეგმად.

ნანი აფციაური

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“