დარგებიმებაღეობამემცენარეობა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის მიზანი:
• საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
• როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
• მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
• ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამის ზოგადი პირობები:

• პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* სარეაბილიტაციო სამუშაოების* თანადაფინანსება.
•დაფინანსდება პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% -ის ოდენობით;
• დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% -ის ოდენობით;
• სააგენტო პოგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ჩაის პირველადი დამუშავების* მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
• სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა -ზე აღემატება 2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა 1 ჰა -ზე განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე.
• სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი.
• პროგრამის ბენეფიციარის* საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
• პროგრამის ბენეფიციარმა (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობის შექმნა/გაფართოება.
• სააგენტო განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა.

პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:  

• ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
• პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
• სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
• რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
• პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა.

ტერმინების განმარტება: http://apma.ge/projects/read/project_scope/47:child

http://apma.ge/files/documents/hpRSNfH27Ydp.pdf