დარგებიმეფუტკრეობა

უკრაინა _ თაფლის მწარმოებლები და ექსპორტიორები

უკრაინული თაფლი მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტია.
სხვა ქვეყნებში გაყიდვების ტემპი ყოველწლიურად იზრდება.

უკრაინას თაფლის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უჭირავს, ხოლო ევროპაში ამ სეგმენტში შეუცვლელი ლიდერია.

მსოფლიოში წარმოებული თაფლის 6% უკრაინაში იწარმოება და 35 ქვეყანაში იყიდება.

2016 წელს უკრაინამ ექსპორტზე 57 ათასი ტონა თაფლი გაიტანა, რაც 50% აჭარბებს 2015 წლის მაჩვენებელს.

წლეულს უკრაინული თაფლის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბებს, რასაც  გასული ექვსი თვის საბაჟო მონაცემები ადასტურებს.

იანვარ-ივნისში, ფაქტობრივად თაფლის შეგროვების აქტიურ ფაზამდე ტრეიდერებმა უკრაინიდან უკვე  30 ათასი ტონა _ 1,5 მილიარდი გრივნის ღირებულების თაფლი გაიტანეს.

უკრაინაში წელიწადში დაახლოებით 100 000 ტონამდე თაფლს იღებენ. რატომ დაახლოებით? იმიტომ რომ თაფლის მნიშვნელოვან წილს მოყვარული მეფუტკრეები აწარმოებენ და  ადგილზევე ბაზარში ან ნაცნობ-ახლობლების წრეში ყიდიან.

 უკრაინაში დღეს 400 ათასი მეფუტკრე და 4 მილიონი სკაა აღრიცხული.

უკრაინაში თაფლის ძირითად მწარმოებელი რეგიონებია: ვინიცის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ნიკოლაევსკის, პოლტავის და ყირიმის ოლქები.

ეს რეგიონები უზრუნველყოფენ უკრაინის თაფლის წარმოების მთლიანი მოცულობის 70%-ს.

იმის მიუხედავდ რომ თაფლი ძალიან კარგი საექსპორტო პროდუქტია, ბევრი უკრაინული კომპანია ადგილობრივი ბაზრის განვითარებას აქცევს ყურადღებას, ისინი თავიანთი საქმიანობის ქვეყნის შიგნით გაფართოებით ქმნიან დამატებით ღირებულებას _ სამუშაო ადგილებს.

უკრაინის თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, ანტიბიოტიკებს და სხვა ნივთიერებებს.
უკრაინული თაფლის ექსპორტიორების რეიტინგი

უკრაინაში წარმოებული თაფლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის. ძირითადი ბაზარი აშშ და ევროკავშირია, იმის მიუხედავად რომ ევროკავშირი მკაცრად იცავს თავის მწარმოებლებს.

2017 წელს უკრაინული თაფლის იმპორტიორები იყვნენ: აშშ, სადაც უკრაინიდან შეტანილია 11 ათასი ტონა თაფლი, გერმანია _ 5,76 ათასი ტონა, პოლონეთი _ 3, 1 ათასი ტონა, საფრანგეთი _ 1, 9 ათსი ტონა, ბელგია ) 1.4 ათასი ტონა,

უკრანული თაფლის ექსპორტის გეოგრაფია
ქვეყანა ექსპ. მოც. ტ.
აშშ 11013
გერმანია 5764
პოლონეთი 3104
საფრანგეთი 1928
ბელგია 1413
ესპანეთი 1200
თურქეთი 947
კანადა 688
ბულგარეთი 496
დანია 441
იტალია 411
უნგრეთი 342
ლატვია 323
ჩეხეთი 289
ავსტრია 264
რუმინეთი 260
ესტონეთი 138
ისრაელი 100

 

როგორც უკვე ვთქვით, 6 თვის განმავლობაში უკრაინიდან ექსპორტირებულია 29, 6 ათასი ტონა თაფლი, 1. 4 მილიარდი გრივნას ღირებულების.

ევროკავშირში უკრაინული თაფლი ისე პოპულარულია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინიდან ევროკავშირში ტკბილეულის მიწოდების დადგენილი კვოტა 4 ათასი ტონა პირველივე 10 დღეში ამოწურა.

2017 წლის დასაწყისში ევროკავშირმა კვოტა 8 ტონამდე გაზარდა, მაგრამ როგორც სტატისტიკა მოწმობს ესეც თვალისდახამხამებში შეივსება.

საინტერესოა, რომ უკრაინაში თაფლის ექსპორტი, ძირითადად საოჯახო საქმეა. ტკბილეულის 15 უმსხვილესი ექსპორტიორიდან, 7 ოჯახებს ეკუთვნის.

ორი კომპანია უკრაინის გაზის იმპორტიორი კომპანიების მფლობელების საკუთრებაა. ხოლო უმსხვილესი თაფლის  ექსპორტიორი  შედის კომპანიების ჯგუფში, რომელიც აფასოებს და ყიდის შაქარს.

უკრაინული თაფლის ექსპორტიორები 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით
ექსპორტიოირი

კომპანიები

რაოდენობა

ტონა

ასკანია-პაკი

АСКАНИЯ-ПАК

3484
კომპანიების ჯგუფი თანამეგორბრობა

ГРУППА КОМПАНИЙ СОДРУЖЕСТВО

3156
იუკრეინიან ბი

ЮКРЕЙНИАН БИ

2928
უკრაინის თაფლი УКРАИНСКИЙ МЕД 2297
აგრო ისტ ტრეიდ

АГРО ИСТ ТРЕЙД

2205
დიონის თაფლი

ДИОНИС МЕД

1734
ლუმელი

ЛУМЕЛИ

1701
თაფლის მხარე

МЕДОВЫЙ КРАЙ

1345
ბარტნიკ

БАРТНИК

1234
დჯესა

ДЖЕСА

947
სან ბი უკრაინა

САН БИ УКРАИНА

618
ბიხაივ

БИХАЙВ

477
მედ-ოკ

МЕД-ОК

473
თაფლის უსაფრთხოება БЕЗОПАСНОСТЬ МЕДА 470
გერა

ГЕРА

439

უკრანიდან თაფლის ექსპორტს მხვილი გაერთიანებები ახორციელებენ, რომელთა საქმიანობის სფერო ამოუწურავია დაწყებული პროდუქტების წარმოება-გასაღებიდან, ნავთობის ბიზნესითა და იარაღის წარმოებით დამთავრებული. 

მაგალითად, კომპანია „ასკანია პაკი“ АСКАНИЯ-ПАК  უმსხვილესი თაფლის ექპორტიორია უკარაინაში, კომპანია ეკუთვნის სერგეი და ვლადიმერ გორბანიებს.

ასკანია პაკი შედის კომპანიათა ჯგუფ „ასკანიაში“, სადაც გაერთიანებულია 12 კომპანია, რომელებიც დაკავებულნი არიან სასმელების წარმოებითა და დისტრიბუციით, მათ შორის უცხოეთში, ლოჯისტიკური მომსახურებით, ცეცლსასროლი იარაღის წარმოებით, ვარდების მოშენებით, თაფლის გადამუშავებითა და ექსპორტით, დაცვის მომსახურებით, კერძო და სახელმწიფოს სექტორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებით და სხვა. 

კომპანიების ჯგუფი თანამეგორბრობას ГРУППА КОМПАНИЙ СОДРУЖЕСТВО თაფლის ექსპორტის გარდა ევროპიდან შემოაქვს ბუნებრივი აირი.  ნახევარ წელიწადში კომპანიამ უკრაინა  4 მილიონი კუბური მეტრი გაზით უზრუნველყო. იგი აკონტროლებს  „კრემენჩუკგაზს“, „გადიაჩგაზს“ და „ხერსონგაზს“.

კომპანიის ინტერესი ასევე კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებსა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე.

ნატალია რომანჩენკო

წყარო: www. censor.net.ua