გარემოს პათოგენებით გამოწვეული მასტიტი

მასტიტთან ბრძოლა აღარ ნიშნავს მხოლოდ რძეში სომატური უჯრედების დათვლას,  მერძევებობის განვითარებასთან ერთად შეიცვალა მასტიტის გავრცელების გზებიც.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მერძევე ფერმერებმა ომი გამოუცხადეს მასტიტის გამომწვევ პათოგენებს და წარმატებასაც მიაღწიეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რძეში სომატური უჯრედების დათვლა ხდება, რადგან მათი რიცხვი მნიშვნელოვნად დაეცა, საშუალოდ 200,000 უჯრედამდე.უისკონსინის უნივერსიტეტის კონფერენციაზე სახელწოდებით: “მერძეული ნახირის კვება და მენეჯმენტი”, ვეტერინარმა პამ რეგმა გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ სომატური უჯრედების  დათვლა აღარ არის საკმარისი მასტიტის გამოსავლენად.

„უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ სომატური უჯრედების დათვლა იმისათვის, რომ გავარკვიოთ აქვს თუ არა ნახირს მასტიტის პრობლემა, ბევრ ნახირში, სადაც სომატური უჯრედების დაბალი რაოდენობაა რძეში, იმ შემთხვევაშიც, თუ სომატური უჯრედების რაოდენობა 150,000-200,000 ფარგლებშია, შეიძლება მასტიტის კლინიკური შემთხვევების დიდი რაოდენობა გამოვლინდეს.”

ბევრი ფერმერისთვის დამთავრდა ის დღეები როცა ისინი ინფექციურ პათოგენებს ებრძოდნენ, ახლა მათ გარემოს პათოგენებთან უწევთ ბრძოლა. ამერიკის ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემა აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლინიკური შემთხვევები 13%-დან 24%-მდე გაიზარდა.

რეგის განცხადებით არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი:

„ცურში მცხოვრები პათოგენების კონტროლი, სომატური უჯრედების შემცირება ნახირში, ნახირის მენეჯმენტის ცვლილება და ინტენსიფიკაცია, სწრაფი წველა, მაღალპროდუქტიული ჯიშები, ყოველივე ამან ფერმერისგან დამოუკიდებლად შეცვალა ინფექციური პათოგენებთან ბრძოლა გარემოს პათოეგენბთან ბრძოლით.”

როგორ უნდა გავუმკლავდეთ დომინანტ პათოგენებს?

უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამციროთ გავრცელება ცურის თავებზე, როგორც კარგი სანიტარიით, ასევე სუფთა დასაწოლი ზედაპირით. საწველი დარბაზის გარეთ არსებული ფაქტორები რეალურად მოქმედებს დარბაზში ჩატარებულ სამუშაოზე.

ვეტერინარმა კონფერენციაში მონაწილეებს შემდეგი რჩევები მისცა:

  1. რისკების მინიმიზაცია საკმარისი, მშრალი დასასვენებელი სივრცის გამოყოფით
  2. მშრალი დასაწოლი
  3. მაღალი რისკის მქონე ძროხების დაცვა

წყარო: hoards.com

georgiandairy.org