დარგებიმეცხოველეობა

აღწარმოების მართვის გრძელვადიანი ხედვა მერძეულ ფერმებში

 აღწარმოების მართვა და მისი გავლენა მერძეული ფერმის წარმატებაზე ფერმის მართვის კრიტიკული ნაწილია. თუმცა მართვის წარმატება თუ წარუმატებლობა ხშირად მოკლევადიან პერიოდში არ არის შესამჩნევი. ფერმის აღწარმოებაში წარმატების მიღწევას მოთმინება და გრძელვადიანი ხედვა ესაჭიროება.

აღწარმოების მენეჯმენტის გრძელვადიანი ხედვის ჩამოსაყალიებელად ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამ მნიშვნელოვან საკითხზე: 1) გენეტიკური გაუმჯობესება, 2) მომავალი წარმოება, და 3) ეფექტიანობა. ასევე უნდა გვახსოვდეს რომ აღწარმოების მენეჯმენტი მჭიდროდაა დაკავშირებული ფერმის სხვა ნაწილების მენეჯმენტთან. იგი დაკავშირებულია უშობლების მენეჯმენტთან, რძის წარმოებასთან, საკვების მენეჯმენტთან და ნახირის ჯანმრთლეობასთან.

გენეტიკური გაუმჯობესება გენეტიკური გაუმჯობესების კონკრეტული გზები რომელიც დაგეგმილი გაქვთ შეიძლება სადაო იყოს, ამ შემთხვევაში არჩევანი საუკეთესო ვარიანტზე უნდა შეაჩეროთ,  მასალის საერთაშორისო შერჩევით ან უფრო განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენებით: ემბრიონის ან გენური ტესტირების დახმარებით, ბაზარზე მრავალი შესაძლებლობაა რომ განახორციელოთ გაუმჯობესება.

აშშ-ში ჯერ კიდევ გამოიყენება ბუნებრივი განაყოფიერება ჯიშის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა რომ ბუღის გამოყენებისას არსებობს გარკვეული რისკები, ფერმის მფლობელს აქვს უფლება გადაწყვიტოს გამოიყენოს თუ არა ისინი. თუმცა გრძელვადიანი ხედვის შემუშავებისას მეტი დაფიქრებაა საჭირო, შეიძლება ღირდეს არსებული პროგრესის შედარება ნახირის გაუმჯობესების პოტენციურ შესაძლებლობებთან. ბუნებრივი განაყოფიერების გამოყენებას შეიძლება ქონდეს კონკრეტული ახსნა თითოეულ შემთხვევაში, მაგრამ უნდა მოახერხოთ და თავიდან აიცილოთ წარუმატებელი მცდელობები და ბუნებრივ განაყოფიერებასთან დაკავშირებული სხვა გართულებები.

მომავალი წარმოება

დროული განაყოფიერების მიღწევას უდაოდ აქვს გავლენა რძის წარმოებაზე. ეს ასევე გავლენას ახდენს და დაბადებული ხბოების რაოდენობაზე, რათა მოხდეს ნახირის ჩანაცვლება ან ნამატის გამოყენება დამატებითი შემოსავლის წყაროდ, მაგრამ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ლაქტაციის პერიოდის ფურებზე. ნახირის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ხშირად ნაკლები ყურადღება ექცევა არიან დეკეულები, რომლებიც წარმოადგენენ ნახირის მომავალს.

პენსილვანიის შტატის ზოგადი რეკომენდაციით ჰოლშტინური ჯიშის დეკეულების განაყოფიერება უნდა მოხდეს 13-15 თვის ასაკის, 750-800 ფუნტი ცოცხალი მასის და 48-50 დიუმი სიმაღლის შემთხვევაში. 23-24 თვის ასაკში მათი ცოცხალი მასა უნდა იყოს 1300 ფუნტი და უკვე უნდა ყავდეთ პირველი ხბო, თუ უშობლები 23 თვის ასაკის შემდეგ იგებს, ეს არ არის მომგებიანი რძის წარმოებისთვის, არამედ წარმოადგენს დამატებით ხარჯს მათი შენახვისთვის. დღეისათვის, ხშირად არ არის მომგებიანი როცა პირველი მოგების ასაკი ფერმაში 25 თვე და ზემოთაა.

ეფექტიანობა

არსებობს ბევრი სტრატეგია რომელიც გამოიყენება პირველი განაყოფიერების დროული უზრუნველყოფისთვის პირველი მოგების შემდეგ. სტარტეგია განსხვავდება თითოეული ფერმაში და მორგებულია ადგილობრივ მუშახელზე, ფერმის აღჭურვილობაზე და წამლების ფასზე, მაგრამ როგორ უნდა მოვექცეთ იმ ფურებს რომლებიც არ განაყოფიერდნენ პირველი მოგების შემდეგ? უნდა არსებობდეს მაკეობის დიაგნოსტიკის სტრატეგია და შესაბამისი განაყოფიერების პროცედურა, რომელიც მოახდენს განაყოფიერებას მინიმალურ დროში. ისეთ ნახირშიც კი სადაც განაყოფიერების მაღალი დონეა, კარგი განაყოფიერების სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანია. ფურის „სერვის-პერიოდი“ შეიძლება სხვადასხვა იყოს 125 დღე (კარგი), ან 160 (არც ისე კარგი).

არსებობს რამდენიმე გზა რომლის დახმარებითაც შესაძლებელია 28 დღის განაყოფიერებული მაკე ფურის/უშობლის დიაგნოსტიკა მაკეობაზე. ასეთი  ნაადრევი ინფორმაციის მიღება ხელს უწყობს ფერმერს მართოს აღწარმოება, მაგრამ არსებობს იმის საშიშროება რომ ფური, ან უშობელი გაბერწდეს, რადგან მაკეობის 17-42 დღის პერიოდში. 10–15% შემთხვევაში აღინიშნება გაბერწება. ეს ნიშნავს, რომ პატარა თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს ძროხებისა უდგინდებათ მაკეობის დიაგნოზი 28 დღის ვადაში, მაგრამ შემდგომში შეიძლება აღარ იყვნენ მაკედ. მაკეობის დიაგნოსტიკა უფრო ხანგრძლივად დამალავს გაბერწებაზე ინფორმაციას, მაგრამ შეიძლება ხელი შეუშალოს დროის შემცირებას განაყოფიერებიდან განაყოფიერებამდე.

მოშენების ნებისმიერი მიდგომის არსებობის შემთხვევაში ახურების პერიოდის დადგენა შეიძლება დაეხმაროს ფერმერს. არ არის საჭირო დაცდა ფურის განაყოფიერებამდე სინქრონიზაციის პროტოკოლის შევსებამდე. თუ ის ავლენს ახურების ნიშნებს, მაშინ შესაძლებელია მისი განაყოფიერება, თუ ფერმის თანამშრომლები, მიუხედავად მათი სამუშაოსა აკვირდებიან სადედე სულადობის ახურების პერიოდს, ამან შეიძლება გრძელვადიანი დადებითი შედეგები მოიტანოს.

აღწარმოების მართვის აღიარებული სტრატეგიების დანერგვას ბევრი სარგებელი მოაქვს, თუმცა უნდა იყოთ მომთმენები და იფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, რადგან დღეს იღებთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება მოგიტანოთ დადებითი შედეგები მომავალში, იმის მიუხედავად, რომ დღეს შეიძლება ვერ ხედავდეთ სარგებელს.

წყარო: georgiandairy.org

extension.psu.edu