აგრარული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო და ფერმერებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული წარმოების ხელშეწყობა მთავარ პრიორიტეტად რჩება და სახელმწიფო ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას უქმნის, განავითარონ მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა.
მეცხოველეობა და მარცვლეულის წარმოება – Family Farm და FFF Georgia
მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანია Family Farm და FFF Georgia–ს ფერმერული ინფრასტრუქტურა მოინახულა. ფერმებში მოქმედებს ცხოველთა საკვების თანამედროვესაწარმო, ბიოუსაფრთხოების და ვეტერინარული სტანდარტებით აღჭურვილი საკვებისა და რძის წარმოების კომპლექსი, სადაც დღეისათვის 16 ტონა ნედლი რძე იწარმოება. მომავალი წლიდან, წარმოების ზრდა 30 ტონამდეა დაგეგმილი.
კომპანიები სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. კერძოდ, ფემილი ფარმმა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამებით ისარგებლა, ხოლო FFF Georgia–მ 500,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო და წარმატებით დანერგა HACCP-ის სტანდარტი მარცვლეულის შემნახველ ინფრასტრუქტურაში.
კავთისხევის მეღორეობა
დავით სონღულაშვილი ესტუმრა სოფელ კავთისხევში აგროკრედიტის მხარდაჭერით შექმნილ მეღორეობის თანამდროვე ფერმას „ახალი ფერმა“, სადაც დღეს 6 000 სული ღორი ჰყავთ.
მეთევზეობა გორში – DS Fish Group
მინისტრი სტუმრობდა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობას. რომელიც შპს „დს ფიშ გრუპს“ ეკუთვნის. კომპანია წელიწადში 250 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზს აწარმოებს და 100-ზე მეტ ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტით მრავალგზის ისარგებლა.
თავის პროდუქციას კომპანია ბრენდულ მაღაზიასა და რესტორანში ყიდის. სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში მეთევზეობის მიმართულებით უკვე 64 მილიონი ლარის სესხია გაცემული, სააგენტოს თანადაფინანსებით კი, დაახლოებით, 9.5 მილიონი ლარი.
სასათბურე მეურნეობა სათემოში – ქართული ბოსტნეული სათბურებიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მინისტრი ფერმერ ვანო არამიანცს, ესტუმრა, რომელმაც 750 კვ/მ ფართობზე სათბური მოაწყო და 50 ტონა პომიდვრის მოსავალს ელოდება. ფერმერი სარგებლობს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, საიდანაც 100,000 ლარის სესხის პროცენტები 2 წლის განმავლობაში სრულად უნაზღაურდება, ხოლო დამატებით 25,000 ლარის თანადაფინანსებასაც მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან უკვე 113 ფერმერი იღებს მხარდაჭერას, საერთო ჯამში 23 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობების მოწყობის მიზნით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობა და ახალი რეგიონული ოფისი
დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს.
მინისტრის თქმით, გორში მალე აშენდება ახალი რეგიონული ოფისი, რომლისთვისაც ტერიტორია უკვე შერჩეულია და მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.
სურსათის უვნებლობა და ფიტოსანიტარია
მინისტრი სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა. განიხილეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხები.
რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს:
- ცხოველების უფასო ვაქცინაცია;
- მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები;
- აგროქიმიკატების მაღაზიების სახელმწიფო კონტროლი.
მინისტრის თქმით, კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნისთვის სურსათის უვნებლობა და სტანდარტების დაცვა პრიორიტეტულია.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის შიდა ქართლში ჩასვლა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანმიმდევრულია და კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. რეგიონში სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი თანამედროვე სტანდარტების ფერმერული საწარმოები ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას, განავითაროს სოფლის მეურნეობა და გაზარდოს სასურსათო უშიშროების დონე.